14-მა ქვეყანამ მხარი დაუჭირა საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მრავალეროვნული „საზღვაო თავდაცვის ალიანსის“ შექმნის წინადადებას
საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 14-მა ქვეყანამ მხარი დაუჭირა საუდის არაბეთის წინადადებას მრავალეროვნული „საზღვაო თავდაცვის ალიანსის“ შექმნის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს საერთაშორისო საზღვაო მარშრუტებისა და გლობალური ვაჭრობის დაცვას.
ეს ქვეყნებია: საუდის არაბეთი, ქუვეითი, ბაჰრეინი, კატარი, პაკისტანი, თურქეთი, ეგვიპტე, იორდანია, იემენი, ბანგლადეში, ნიგერია, სუდანი, ჯიბუტი და სომალი.
სამინისტროს ცნობით, ინიციატივასთან დაკავშირებულ შეხვედრას 43 ქვეყნის სამხედრო მეთაურები და სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ, პირადად, ან ვიდეოჩართვით. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა ევროკავშირის დელეგაცია.
განცხადების თანახმად, მონაწილეებმა განიხილეს კომერციულ გემებზე, ენერგომატარებლებსა და საზღვაო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები, ასევე ის რისკები, რომლებსაც ეს თავდასხმები ნავიგაციას, გლობალური მიწოდების ჯაჭვებსა და საერთაშორისო ეკონომიკას უქმნის.
„შეთანხმდნენ, რომ საუდის არაბეთის სამეფო იქნება ალიანსის დამფუძნებელი და წამყვანი ქვეყანა და იქ განთავსდება მისი მთავარი შტაბ-ბინა“, - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, ალიანსი წარმოადგენს „ღია საერთაშორისო თავდაცვით ინიციატივას“ იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც იზიარებენ მის მიზნებსა და პრინციპებს და ის შეეცდება, გააძლიეროს საზღვაო უსაფრთხოება და შეინარჩუნოს „ნავიგაციისა და გლობალური ვაჭრობის თავისუფლება“.
სამინისტროს ცნობით, 14-მა ქვეყანამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა, რომელშიც მხარი დაუჭირა პროექტს და მიესალმა მისი დაფუძნების შესახებ მიღწეულ კონსენსუსს. ამავე ცნობით, სხვა მონაწილე ქვეყნებმაც გამოთქვეს მხარდაჭერა და ასრულებენ შიდა დამტკიცების პროცედურებს.
1785428800
ახალი ამბებიგივი მიქანაძე: რეფორმის ფარგლებში განსაკუთრებულ აქცენტს უნივერსიტეტების დაფინანსების გაუმჯობესებაზე ვაკეთებთ - მთავარი ამოცანაა, რომ დაფინანსების ახალი მოდელი მაქსიმალურად მორგებული იყოს სახელმწიფო უნივერსიტეტების საჭიროებებზე
„გასულ წელს დავაანონსეთ უმაღლესი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფცია, რომლის მიხედვითაც, უმაღლესი განათლების სისტემის განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა დავიწყეთ. ამის ერთ-ე...
1785426345
მსოფლიოდონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ამერიკულ ბაზებზე იერიშების მიუხედავად, ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის შეწყვეტას არ განიხილავს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე თეირანის მიერ განხორციელებული დარტყმების შემდეგ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის შეწყვეტას არ განიხილავს. ამ...
1785424613
ახალი ამბებიჯაბა ხუბუა: კარგი იქნება, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე სააკაშვილის ხელოვნური ინტელექტის ავატარი აირჩიონ
ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე ცვლილებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ კარგი იქნება, თუ პარტია მიხეილ სააკაშვილის ხელოვნური ინტელექტის ავატარს აირჩევს თავმჯდომა...
1785423687
ახალი ამბებიგიორგი ქოჩორაშვილი კარიერას „ხეტაფეში“ განაგრძობს
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი კარიერას ესპანეთის უმაღლესი ლიგის გუნდ „ხეტაფეში“ განაგრძობს, - ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემა „მარკა“ ავრცელებს. „ხეტაფემ ქართველ ნახ...
1785422590
ახალი ამბებიპროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად შეძენა-შენახვის, ტარებისა და გასაღების მცდელობის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ჯგუფურად შეძენა-შენახვის, ტარებისა და გასაღების მცდელობის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ა...































