POLITICO: გამოკითხვის თანახმად, ევროპელებს ეჭვი ეპარებათ, რომ საკუთარი ძალებით თავდაცვა შეუძლიათ
ევროპელებს სულ უფრო მეტად სურთ, თავდაცვის საკითხებში მხოლოდ საკუთარ თავზე და არა აშშ-ზე იყვნენ დამოკიდებულნი, თუმცა, POLITICO-სთვის გაზიარებული ახალი კვლევის თანახმად, არსებობს სერიოზული ეჭვები იმის თაობაზე, არის თუ არა ეს შესაძლებელი.
Public First-ის ივნისის კვლევამ, რომელიც ევროკავშირის 24 ქვეყანაში ჩატარდა, აჩვენა, რომ რესპონდენტთა 40 პროცენტი მიიჩნევს, რომ მათი ქვეყნისთვის მისაღები იქნებოდა სამხედრო დახმარების კუთხით ევროპაზე დამოკიდებულება, მაშინ როცა მხოლოდ 14 პროცენტია მომხრე, რომ დახმარება მიიღონ ევროპის ფარგლებს გარეთ არსებული ქვეყნებისგან, მაგალითად, შეერთებული შტატებისგან.
„ევროპელები თავს ნაკლებად დაცულად გრძნობენ და მიაჩნიათ, რომ აშშ ნაკლებად საიმედო პარტნიორია. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მათ მზადყოფნა აქვთ, გაუმკლავდნენ იმ მწვავე კომპრომისებს, რასაც უფრო ავტონომიური ევროპული თავდაცვა მოითხოვს - განსაკუთრებით, უფრო მეტი ინვესტიციის საჭიროებას, რომელიც არ იქნება აუცილებლად მიმართული საკუთარი ქვეყნის ფირმებისკენ - ეს კვლავ ღია საკითხად რჩება“, - განაცხადა Public First-ის დირექტორმა, ანანდ მენონმა.
თუმცა, ევროკავშირის მოქალაქეებს შორის აზრები გაიყო ევროპის თავდაცვისუნარიანობის შესახებ - 41 პროცენტი მიიჩნევს, რომ ის მზადაა მათ დასაცავად, ხოლო 43 პროცენტი ამბობს, რომ - არა.
კიდევ უფრო მეტი ეჭვი არსებობს ეროვნული თავდაცვის საკითხში - რესპონდენტთა 58 პროცენტი თვლის, რომ მათი ქვეყანა არ არის მზად თავის დასაცავად და მხოლოდ 27 პროცენტი ფიქრობს, რომ მზადაა.
ეს კვლევა იმ დროს ტარდება, როდესაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ეჭვქვეშ აყენებს ნატოს კოლექტიური თავდაცვის გარანტიებს, იმუქრება დანიის ტერიტორიის - გრენლანდიის - ანექსიით, ამცირებს ნატოსთვის ხელმისაწვდომ ამერიკულ სამხედრო რესურსებს და გაჰყავს სამხედრო ძალების ნაწილი გერმანიიდან.
მიუხედავად აშშ-ის ვალდებულებებთან დაკავშირებული ეჭვებისა, ევროპული ქვეყნების უმეტესობა კვლავ ამერიკისგან ყიდულობს თავდაცვის მთავარ სისტემებს და ეყრდნობა აშშ-ის ისეთ საკვანძო შესაძლებლობებს, როგორიცაა დაზვერვა, კოსმოსური აქტივები და ჰაერში საწვავის შევსება. თუმცა, რესპონდენტთა 46 პროცენტი დაეთანხმა მოსაზრებას, რომ ევროპულმა ქვეყნებმა თავდაცვის აღჭურვილობა ადგილობრივად უნდა აწარმოონ, მაშინაც კი, თუ ეს ხარჯების ზრდას გამოიწვევს.
რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნების მოსახლეობას, მათ შორის ბალტიისპირეთის ქვეყნებში, რუმინეთსა და ბულგარეთში, ყველაზე მეტად ეპარებათ ეჭვი გარე დახმარების გარეშე თავის დაცვის შესაძლებლობაში.
18 ქვეყანაში რესპონდენტთა უმრავლესობამ განაცხადა, რომ მათთვის მისაღებია, მათი ქვეყანა ეყრდნობოდეს ევროპას, რათა უზრუნველყოფილი ჰქონდეს საკმარისად ძლიერი სამხედრო ძალა თავდასხმის მოსაგერიებლად. ფინეთი, საფრანგეთი, პოლონეთი, ბულგარეთი, რუმინეთი და საბერძნეთი ის ქვეყნებია, სადაც უმრავლესობამ აღნიშნა, რომ მათ ქვეყნებს უნდა შეეძლოთ მარტო ბრძოლა.
1783004940
მსოფლიოფაშინიანმა დაადასტურა, რომ 3 ივლისს ირანს ეწვევა, რათა მონაწილეობა მიიღოს ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიაში
სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი 3 ივლისს ირანს ეწვევა, რათა მონაწილეობა მიიღოს ირანის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიაში. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან ბრ...
1783004105
ახალი ამბებისაქართველოს პრეზიდენტის სასახლეში უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები. პრეზიდენტებმა ერთმანეთს დელეგაციებ...
1783003842
ახალი ამბებიცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე დუშეთის პოლიციამ ერთი პირი დააკავა
ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე დუშეთის პოლიციამ 1 პირი დააკავა, - განუცხადეს „იმედინიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში. „გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა დუშეთში, ერთ-ერთი სუპერმარკეტის მ...
1783003283
ახალი ამბებიგივი მიქანაძე ეროვნული გამოცდების მეორე სესიის მიმდინარეობას რუსთავის მე-15 საჯარო სკოლაში გაეცნო
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ერთიანი ეროვნული გამოცდების მეორე სესიის მიმდინარეობას რუსთავის მე-15 საჯარო სკოლაში გაეცნო. მინისტრმა სკოლაში გახსნილი საგ...
1783002799
საზოგადოებაგიორგი კახიანი: გუშინ პრემიერმაც განაცხადა, რომ საქართველო ყოველთვის იყო სანდო, საიმედო პარტნიორი შეერთებული შტატებისთვის და ეს ჩვენ წლების განმავლობაში ვაჩვენეთ
გუშინ პრემიერმაც განაცხადა, რომ საქართველო ყოველთვის იყო სანდო, საიმედო პარტნიორი შეერთებული შტატებისთვის და ეს ჩვენ წლების განმავლობაში ვაჩვენეთ. მზად ვართ მომავალი ურთიერთობებისთვის, რომელიც ორმხრივ...


























