საქართველოს პრეზიდენტი უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს პირისპირ შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, შავკატ მირზიოევთან პირისპირ შეხვედრა გამართა.
შეხვედრისას მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და უზბეკეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტის გაფორმებას, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას თვისებრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს.
საუბარი შეეხო ეკონომიკურ კავშირებს, შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივებსა და საერთაშორისო ფორმატებში კოორდინაციის გაძლიერების საკითხებს. ამ კონტექსტში აღინიშნა შესაძლებლობები, რომლებსაც სტრატეგიული პარტნიორობა ქმნის როგორც ორმხრივი ურთიერთობების, ისე სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას შორის დაკავშირებადობის გაძლიერების თვალსაზრისით.
პრეზიდენტის თქმით, საქართველო უზბეკეთს განიხილავს, როგორც საიმედო პარტნიორსა და მეგობარ სახელმწიფოს, რომელთანაც ურთიერთპატივისცემა, საერთო ინტერესები და თანამშრომლობის გაღრმავების მტკიცე ნება აერთიანებს.
ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
1783002799
საზოგადოებაგიორგი კახიანი: გუშინ პრემიერმაც განაცხადა, რომ საქართველო ყოველთვის იყო სანდო, საიმედო პარტნიორი შეერთებული შტატებისთვის და ეს ჩვენ წლების განმავლობაში ვაჩვენეთ
გუშინ პრემიერმაც განაცხადა, რომ საქართველო ყოველთვის იყო სანდო, საიმედო პარტნიორი შეერთებული შტატებისთვის და ეს ჩვენ წლების განმავლობაში ვაჩვენეთ. მზად ვართ მომავალი ურთიერთობებისთვის, რომელიც ორმხრივ...
1783001855
ახალი ამბებიგივი მიქანაძე: 43 ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ოთხჯერ მეტია მოთხოვნა სახელმწიფო უნივერსიტეტებზე, ვიდრე კერძო უნივერსიტეტებზე
ოთხჯერ მეტია მოთხოვნა სახელმწიფო უნივერსიტეტებზე, ვიდრე კერძო უნივერსიტეტებზე, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ. გად...
1783000642
ახალი ამბებიუბედური შემთხვევა ურეკში - ზღვაში 3 წლამდე ბავშვი დაიხრჩო
ურეკში უბედური შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ურეკში ზღვაში 3 წლამდე ბავშვი დაიხრჩო. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის მოსპობ...
1782999673
ახალი ამბებისაჯარო სივრცეში სიძულვილის ენის გამოყენებისთვის სასამართლომ რამდენიმე პირი დააჯარიმა
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დღეს სამი საქმე განიხილა. ავთანდილ ბოჭორიშვილს, სოციალურ ქსელში დაწერილი შეურაცხმყოფელი კომენტარისთვის ორიათასლარიანი ჯარიმა დაეკისრა. 1000 ლარ...
1782999629
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: უზბეკეთის პრეზიდენტის ვიზიტი არის მნიშვნელოვანი მომენტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში, ასეთი დონის ვიზიტი საქართველოში ბოლო 23 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა უზბეკეთიდან
„ჩვენ ვსაუბრობთ სტრატეგიული თანამშრომლობის გაფორმებაზე, რომ ჩვენი ურთიერთობები სხვადასხვა მიმართულებით კიდევ უფრო გაღრმავდეს და გაძლიერდეს“, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა...





























