გივი მიქანაძე ეროვნული გამოცდების მეორე სესიის მიმდინარეობას რუსთავის მე-15 საჯარო სკოლაში გაეცნო
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ერთიანი ეროვნული გამოცდების მეორე სესიის მიმდინარეობას რუსთავის მე-15 საჯარო სკოლაში გაეცნო.
მინისტრმა სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრი დაათვალიერა და აბიტურიენტებს წარმატებები უსურვა.
საგამოცდო ცენტრში მინისტრთან ერთად იმყოფებოდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ მემანიშვილი.
საქართველოს მასშტაბით 12 ქალაქში გახსნილია 24 საგამოცდო ცენტრი. ყველა ცენტრი აღჭურვილია გაგრილების სისტემით. დანიშნულია დამატებითი ტრანსპორტი მეტროსადგურებიდან საგამოცდო ცენტრებამდე, რომელთა გადაადგილებასთან დაკავშირებული ინფორმაცია გამოქვეყნებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე.
2026 წლის გამოცდებისათვის სულ 83 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის - 43 000-ზე მეტი აბიტურიენტი.
2026 წლის გამოცდები ტრადიციულად ორ სესიად ჩატარდება.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება. მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 5 ივლისიდან ჩაერთვებიან.
17 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, სამაგისტრო გამოცდას კი მაგისტრანტობის კანდიდატები 23-24 ივლისს ჩააბარებენ.
1783000642
ახალი ამბებიუბედური შემთხვევა ურეკში - ზღვაში 3 წლამდე ბავშვი დაიხრჩო
ურეკში უბედური შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ურეკში ზღვაში 3 წლამდე ბავშვი დაიხრჩო. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის მოსპობ...
1782999673
ახალი ამბებისაჯარო სივრცეში სიძულვილის ენის გამოყენებისთვის სასამართლომ რამდენიმე პირი დააჯარიმა
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დღეს სამი საქმე განიხილა. ავთანდილ ბოჭორიშვილს, სოციალურ ქსელში დაწერილი შეურაცხმყოფელი კომენტარისთვის ორიათასლარიანი ჯარიმა დაეკისრა. 1000 ლარ...
1782999629
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: უზბეკეთის პრეზიდენტის ვიზიტი არის მნიშვნელოვანი მომენტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში, ასეთი დონის ვიზიტი საქართველოში ბოლო 23 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა უზბეკეთიდან
„ჩვენ ვსაუბრობთ სტრატეგიული თანამშრომლობის გაფორმებაზე, რომ ჩვენი ურთიერთობები სხვადასხვა მიმართულებით კიდევ უფრო გაღრმავდეს და გაძლიერდეს“, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა...
1782998763
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი – ჩვენს მოქალაქეებს არ სჯერათ ევროპარლამენტის, რომელიც მოწინავე პოზიციაზე მყოფ საქართველოს აკრიტიკებს, სასაცილოა, როცა ასეთი განცხადებები ეყრდნობა რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშებს
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, „ქართული ოცნებისთვის“ ფასი არ აქვს საქართველოს მიმართ კრიტიკულ განცხადებებს, რომლებიც რასა იუკნევი...
1782998150
საზოგადოებასაქართველოს უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ეწვია
2026 წლის 2 ივლისს, უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, შავკატ მირზიოევი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით ეწვია. შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, უ...




























