კახა კალაძე: მისასალმებელია მთავრობის გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩარტერული რეისების დაორგანიზებისთვის

მისასალმებელია მთავრობის გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩარტერული რეისების დაორგანიზებისთვის, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.

კახა კალაძემ საომარი მოქმედებების გამო, ირანელ და ებრაელ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა და სრულიად რეგიონს მშვიდობა უსურვა.

„საომარი მოქმედებები რეგიონის ყველა ქვეყანას უქმნის საფრთხეს. ამდენად, რასაკვირველია, ვერ ვიქნებით გულგრილნი ამ პროცესისადმი. სამძიმარს ვუცხადებ, როგორც ირანის მოსახლეობას, ისე ჩვენს მეგობარ ებრაელ ხალხს. ვუსურვებ მათ მშვიდობას. მშვიდობა ჰქონოდეს ჩვენს ქვეყანას და მთელ მსოფლიოს, რადგან მის გარეშე შეუძლებელია განვითარება და წინსვლა. ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რიგი ქვეყნების საჰაერო სივრცე დაიხურა. საქართველოს მოქალაქეები იმყოფებოდნენ და დღესაც იმყოფებიან დუბაიში, აბუ-დაბიში.

საქართველოს მთავრობამ სპეციალური ჩარტერული რეისები დააორგანიზა. აღნიშნული თვითმფრინავები ომანიდან გამოფრინდებიან. მე გუშინაც ვისაუბრე ჩემს ვიდეო ჩართვაში და დღესაც გავიმეორებ, რომ აუცილებლად უნდა მიმართოთ საქართველოს საელჩოს და დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდიან. ასე იქცევა პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება, როდესაც საქმე ეხება საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებას და სიმშვიდეს. მინდა, მადლობა გადავუხადო მთავრობას და პრემიერ-მინისტრს აღნიშნული გადაწყვეტილებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა, მადლობა გადაუხადა ქართველ ბიზნესმენებს, რომლებმაც შეძლეს საქართველოს 122 მოქალაქის უსასყიდლოდ გამომგზავრება მასკატიდან თბილისის მიმართულებით, მათ მიერ დაქირავებული კომერციული რეისით.

„ორი დღეა სოციალური ქსელებისა და მედიის საშუალებით, უამრავი სიცრუე, ცილისწამება ვრცელდება. ყველაფერს კადრულობენ. შემდეგ უკვირთ, რატომ იმყოფებიან იმ მდგომარეობაში, რაშიც არიან. აღარ გავაგრძელებ ამ თემაზე საუბარს და მშვიდობას ვუსურვებ ჩვენს რეგიონს და მთელ მსოფლიოს. მადლობას გადავუხდი არაბთა გაერთიანებული საამიროების და კატარის მხარეებს ჩვენი მოქალაქეების მიმართ გამოჩენილი ყურადღებისთვის. ასევე, ყველა ჩვენს მოქალაქეს სამშობლოში მშვიდობით დაბრუნებას ვუსურვებ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1772614713

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობა ეფუძნება ურთიერთპატივისცემას, საერთო ინტერესებს, მინდა სომხეთს მადლობა გადავუხადო ჩვენი ეროვნული ინტერესების მხარდაჭერისა და პატივისცემისთვის

ჩვენ ვხედავთ, რომ საკმაოდ რთული ვითარებაა შექმნილი ჩვენს გარშემო და მით უმეტეს, ამ ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება, - განაცხადა საქართველოს...

ირაკლი კობახიძე

1772613434

საზოგადოება

ნიკოლ ფაშინიანი: საქართველოს მხარდაჭერით, გაღრმავდა სამმხრივი ვაჭრობა და ურთიერთობა სომხეთს, საქართველოს და აზერბაიჯანს შორის. მშვიდობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რა თქმა უნდა, აუმჯობესებს გარემოს ჩვენს რეგიონში

საქართველოს მხარდაჭერით, გაღრმავდა სამმხრივი ვაჭრობა და ურთიერთობა სომხეთს, საქართველოს და აზერბაიჯანს შორის. მშვიდობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რა თქმა უნდა, აუმჯობესებს გარემოს ჩვენს რეგიონში,...

ნიკოლ ფაშინიანი

1772613367

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ჩვენს ქვეყნებს შორის ჩამოყალიბებულია მრავალფეროვანი ფორმატები, რაც დადებითად აისახება ჩვენი პარტნიორობის განვითარებაზე - სომხეთი სტაბილურად არის საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში

ჩვენს ქვეყნებს შორის ჩამოყალიბებულია მრავალფეროვანი ფორმატები, რაც დადებითად აისახება ჩვენი პარტნიორობის განვითარებაზე. სომხეთი სტაბილურად არის საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში, - განაცხადა სა...

ირაკლი კობახიძე

1772611533

მსოფლიო

Politico: ტრამპს დრო ეწურება, რათა ირანის ომის რაციონალურობა ახსნას

გამოცემა Politico-ს ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ჯერ არ მოუფიქრებია, თუ როგორ გაყიდოს ირანში სამხედრო კამპანიის დაწყება, ხოლო დრო სულ უფრო ნაკლები რჩება. კონფლიქტის დ...

ტრამპტრამპ

1772611475

საზოგადოება

მახო გარსევანიშვილი საამიროებიდან დაბრუნებაზე: ყოჩაღ ჩვენს სახელმწიფოს, რადგან არცერთმა სახელმწიფომ ასეთი რაღაც ვერ გაუკეთა თავის ხალხს. ყოჩაღ ჩვენ!

ჩვენს სახელმწიფოს ყოჩაღ იმიტომ, რომ არცერთმა სახელმწიფომ ასეთი რაღაც ვერ გაუკეთა თავის ხალხს. ყოჩაღ ჩვენ!, - განაცხადა გაერთიანებული საამიროებიდან დაბრუნებულმა მოქალაქემ მახო გარსევანიშვილმა. „დაძაბულ...

მახო გარსევანიშვილი