ირაკლი ჭეიშვილი: ჩვენ განვსაზღვრავთ ჩვენს პოლიტიკას, შესაბამისად არავის ვუსმენთ - არც გარე და არც შიდა მტრების. დარწმუნებული ვარ, ყაველაშვილი რომ არ ჩავიდეს ირანში დაკრძალვაზე, მაინც უარყოფითად შეაფასებენ

ირაკლი ჭეიშვილი ირანში, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიაზე პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ჩასვლის გეგმას გამოეხმაურა. ამ თემაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ირანში არა მხოლოდ საქართველოს, არამედ თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და სხვა ქვეყნების ხელისუფლებების წარმომადგენლები ჩავლენ და ყაველაშვილის გადაწყვეტილებას „სწორი“ უწოდა.

„სამეზობლო კონტექსტი უნდა იყოს გათვალისწინებული. ვერ მოაკლდები რეგიონს, როცა მთელი რეგიონის ლიდერები დაკრძალვაზე მიდიან, საქართველოს ხელისუფლება ამ პროცესს ვერ გამოაკლდება. არა მხოლოდ რეგიონის, სხვა ქვეყნების ლიდერებიც ჩავლენ. ამას ყველა ნახავს. ზოგადად იმაზე, რომ ამას მოჰყვება შიდა და გარე მტრების უარყოფით შეფასებები, არავინ დავობს. ეჭვიც არ მეპარება, რომ ასე იქნება, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, ჩვენ განვსაზღვრავთ ჩვენს პოლიტიკას, შესაბამისად არავის ვუსმენთ - არც გარე და არც შიდა მტრების. დარწმუნებული ვარ, ყაველაშვილი რომ არ ჩავიდეს ირანში დაკრძალვაზე, მაინც უარყოფითად შეაფასებენ. არ არსებობს გადაწყვეტილება, რომელსაც „ქართული ოცნება“ მიიღებს, მათთვის რომ მოსაწონი იყოს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვხელმძღვანელობთ ჩვენი დღის წესრიგით“, - განაცხადა მან.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782826898

საზოგადოება

აქტივისტი თამარ ლორთქიფანიძე, რომელსაც ძალადობასა და პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმას ედავებოდნენ, სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

აქტივისტი თამარ ლორთქიფანიძე, რომელსაც ძალადობასა და პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმას ედავებოდნენ, სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. შეთანხმების მიხედვით,...

თამარ ლორთქიფანიძე

1782825846

საზოგადოება

ეკა კუპატაძე: მჯეროდა, რომ უპასუხოდ არ დამტოვებდით, ქალბატონო ეკატერინა. საქმეში უხვადაა პირდაპირი თუ ირიბი მტკიცებულებები, პროკურატურას აქვს სრული მზაობა, სამართლებრივი დევნის დაწყებისა და ვიმედოვნებ, ხელი არ შეეშლებათ თავიანთ უფლებამოსილებაში

მჯეროდა, რომ უპასუხოდ არ დამტოვებდით, ქალბატონო ეკატერინა, - ეკატერინა ივანიშვილის წერილს ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. როგორც ეკა კუპატაძე აღნიშნავს, გიგა ავალიანის საქმეში უხვადაა პირდაპ...

ეკა კუპატაძე

1782825663

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 30 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6444 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6453 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...

ლარი, ვალუტა, ვალუტის კურსი

1782822708

ახალი ამბები

სები საქართველოს მთლიანი საგარეო ვალის სტატისტიკას აქვეყნებს

მთლიანი საგარეო ვალის სტატისტიკა ჰარმონიზებულია საგადასახდელო ბალანსთან. იგი მოიცავს სახელმწიფო (სამთავრობო სექტორი, სახელმწიფო საწარმოები და ეროვნული ბანკი) და კერძო სექტორის (საბანკო და სხვა სექტორე...

ეროვნული ბანკი

1782822234

ახალი ამბები

ჯაბა ხუბუა: რა საოცრად დაემთხვა პეტერ ფიშერის მოსაქმეობისა და მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრების ასპარეზობის დასასრული, თანაც, ნაკრები ისევე უსახურად გავარდა, როგორი უსახური და სამარცხვინოც იყო გერმანიის ელჩის საქმიანობა

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა საქართველოში გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის უფლებამოსილების ვადის ამოწურვას ეხმიანება და აცხადებს, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრების ასპარეზობის დასასრული ფიშერის დიპლომა...

ჯაბა ხუბუა