ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი, რომელიც კიევის სასამართლოსთან 16 ნოემბერს ჩაცხრილეს, კლინიკაში გარდაიცვალა

კრიმინალური "ავტორიტეტი" 42 წლის ირაკლი მალანია, რომელსაც 16 ნოემბერს კიევის სასამართლოს ეზოსთან ჩაცხრილეს, წუხელ კლინიკაში გარდაიცვალა.

მალანია 10 დღის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

უკრაინის პოლიციამ ფაქტზე საქართველოს მოქალაქე გიორგი არუთინოვი დააკავა, ორ პირზე - ნოდარ ნიშნიანიძესა და ლაშა სიხარულიძეზე ძებნა გამოცხადდა.

როგორც უკრაინული გამოცემა წერს, მალანია მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული პირი იყო და ოდესის გუბერნატორობის დროს ციხიდან სწორედ მიშამ დაიხსნა. უფრო კონკრეტულად კი, მალანიას ბრალად უკრაინის შს მინისტრის, არსენ ავაქოვის ნათესავზე თავდასხმა ედებოდა ბრალად და სანამ ავაქოვი მინისტრი იყო, მალანიას გამოშვებაზე საუბარიც კი არ მიდიოდა, თუმცა როგორც კი ავაქოვი მოხსნეს, სააკაშვილმა მაქსიმუმი გააკეთა მალანიას ციხიდან გამოსაშვებად.

არსებული ინფორმაციით, ირაკლი მალანია ვატო ყიფიანის გარემოცვის წევრად ითვლებოდა, ყიფიანი კი სააკაშვილს პირად მტრად ჰყავს გამოცხადებული, თუმცა უკრაინული გამოცემა ამბობს, რომ მალანია სააკაშვილთან ღიად მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ყიფიანი საქართველოში ძმები ფეიქრიშვილების მკვლელობის შეკვეთაში დაადანაშაულეს და დააკავეს და რომ სწორედ მალანია უზრუნველყოფდა სააკაშვილის უსაფრთხოებას უკრაინაში და რაც მთავარია, სწორედ მისი მეშვეობით მოხდა მიშას საქართველოში დაბრუნება და ის გზა, რომელიც მან გაიარა, თავიდან ბოლომდე სწორედ კრიმინალურმა ავტორიტეტმა დაგეგმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔲 ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. კანონიერი ქურდის ლიკვიდაცია სცადეს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1764932089

ახალი ამბები

კახა კალაძე: ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი დევნილი მოსახლეობისთვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნაა

 ჯერ კიდევ 2012 წელს პარტიის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საუბრობდა იმაზე, რომ ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნებოდა ზრუნვა, ზრუნვა ადამიანებზე, ჩვენი ქვეყნის მოქ...

კახა კალაძე

1764932059

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი BBC-ს ფილმზე: ეს არის აბსურდის თეატრი, ცდილობენ საზოგადოებას თვალებში ნაცარი შეაყარონ

„ეს არის აბსურდის თეატრი, ცდილობენ საზოგადოებას თვალებში ნაცარი შეაყარონ“, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა BBC-ს ფილმთან დაკავშირებით....

დავით მათიკაშვილი

1764930923

საზოგადოება

პრემიერი: თუ 2012 წლამდე საცხოვრებელი მხოლოდ 19 000-მდე ოჯახს გადაეცა, 2012 წლის შემდეგ ჩვენ ეს რიცხვი გავაორმაგეთ და ბინა უკვე 42 000-ზე მეტმა ოჯახმა მიიღო

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დევნილ ოჯახებზე ზრუნვა გახდა სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისში დევნილი ოჯახებ...

ირაკლი კობახიძე

1764930604

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ვინც ჩააბარებს მომდევნო წლიდან და შემდგომ წლებში სახელმწიფო სასწავლებლებში, ყველასთვის სწავლა იქნება უფასო - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება და ეს ცვლილება ეტაპობრივად დაინერგება სახელმწიფო საუნივერსიტეტო სისტემაში

„ვინც ჩააბარებს მომდევნო წლიდან და შემდგომ წლებში სახელმწიფო სასწავლებლებში, ყველასთვის სწავლა იქნება უფასო“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავ...

ირაკლი კობახიძე /

1764930367

ახალი ამბები

პრემიერი - თვალჭრელიძის ქუჩაზე, 762 დევნილ ოჯახს ახალ, სრულად გარემონტებულ საცხოვრებელ ბინას გადავცემთ, მომდევნო წლის გაზაფხულზე, როდესაც საცხოვრებელი კომპლექსი სრულად ჩაბარდება, აქ 2 426 დევნილი ოჯახი იცხოვრებს

„თვალჭრელიძის ქუჩაზე, 762 დევნილ ოჯახს ახალ, სრულად გარემონტებულ საცხოვრებელ ბინას გადავცემთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისში დევნილი ოჯახებისთვის ბინების გადაც...

ირაკლი კობახიძე