რაზე ისაუბრეს ჯო ბაიდენმა და ვლადიმერ პუტინმა - ონლაინ შეხვედრა ორ საათს გაგრძელდა
რუსეთისა და აშშ-ს პრეზიდენტებს შორის ორსაათიანი ონლაინ შეხვედრა დასრულდა.
თეთრი სახლის ინფორმაციით, ბაიდენმა შეშფოთება გამოთქვა უკრაინის საზღვრებთან რუსული ჯარების მობილიზების გამო.
გარდა ამისა, პუტინი და ბაიდენი მოლაპარაკებების დროს შეეხნენ კიბერუსაფრთხოებას, სტრატეგიულ სტაბილურობას, ასევე აშშ-სა და რუსეთი ერთობლივ მუშაობას რეგიონულ საკითხებზე, მათ შორის ირანის მიმართ.
"მან ხაზი გაუსვა, რომ აშშ და ჩვენი მოკავშირეები ესკალაციის შემთხვევაში მტკიცე ეკონომიკური და სხვა ზომებით უპასუხებენ", - აღნიშნავს თეთრი სახლის ადმინისტრაცია.
რაც შეეხება მოსკოვს, კრემლში აცხადებენ, რომ პუტინისა და ბაიდენის მოლაპარაკებები "ღია და საქმიან ხასიათს" ატარებდა.
რუსული მხარე, ასევე, აღნიშნავს, რომ უკრაინასთან ვითარების გამწვავების შემთხვევაში აშშ სანქციებით იმუქრება.
"რუსეთი სერიოზულადაა დაინტერესებული მიიღოს სანდო, იურიდიულად დაფიქსირებული გარანტიები, რომელიც გამორიცხავს NATO-ს გაფართოებას აღმოსავლეთის მიმართულებით და იარაღის სისტემების განლაგებას რუსეთის მიმდებარე ქვეყნებში", - აცხადებენ კრემლში.
პუტინმა ბაიდენს შესთავაზა დიპლომატიური მისიების ფუნქციონირებაზე შეზღუდვები მოეხსნათ.
ამავე თემაზე:
🔲 ჯო ბაიდენისა და პუტინის ონლაინ შეხვედრა ორ საათს გაგრძელდა
1778000401
ახალი ამბები„იმაზე ყურადღებით უნდა ვიყოთ, ვიდრე არასდროს“ - ლუის ენრიკეს კომენტარი
მიუნხენის „ბაიერნთან“ გასამართი ნახევარფინალური მატჩის წინ კომენტარი „პსჟ-ს“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ გააკეთა. „ერთ ბურთიანი ჩამორჩენა დღევანდელ ფეხბურთში არაფერს ნიშნავს, მით უმეტეს, ისეთი ძ...
1778000147
ახალი ამბებისაგარეო უწყება: ევროპარლამენტის ანგარიში საქართველოს საზოგადოებაში პოლარიზაციისა და რადიკალური განწყობების წახალისების მორიგ მცდელობას წარმოადგენს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს თაობაზე ევროპარლამენტის ანგარიშის შესახებ პრესრელიზს აქვეყნებს. როგორც საგარეო უწყების პრესრელიზშია აღნიშნული, ანგარიში სრულიად აცდენილია რეალობას, ფ...
1777998461
ახალი ამბებიზურაბ პატარაძე: ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ხვალინდელი დღე იყოს უფრო წარმატებული ჩვენი მოსახლეობისთვის და რეგიონისთვის
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელ პირებს, სამსახურების უფროსებს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარემ მოისმინა ინფორ...
1777997105
ახალი ამბებისოზარ სუბარი: ცხადი იყო, რომ ოპოზიციის რეგიონებში გასვლა კრახით დასრულდებოდა, რადგან მათ ხალხთან არ მიესვლებათ და საზოგადოებისთვის სათქმელიც არაფერი აქვთ
ოპოზიციის რეგიონებში აქტიურობასა და მათ მიერ შექმნილ ალიანსებზე ისაუბრა პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა. მისი განცხადებით, ოპოზიციას საზოგადოებასთან კომუნიკაცია უჭირს და რეგიონებში მა...
1777995662
ახალი ამბებივატო შაქარიშვილი: ხელისუფლების დღევანდელი საგარეო პრიორიტეტები საფრთხის შემცველია
ხელისუფლების დღევანდელი საგარეო პრიორიტეტები საფრთხის შემცველია, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა ვატო შაქარიშვილმა. მისი თქმით, ნაცვლად იმისა, რომ დიპლომატია მომარ...































