რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთი იდეალური მასპინძელი იქნება რუსეთს, უკრაინასა და აშშ-ს შორის შესაძლო მოლაპარაკებებისთვის

თურქეთი იდეალური მასპინძელი იქნება რუსეთს, უკრაინასა და აშშ-ს შორის შესაძლო მოლაპარაკებებისთვის სამწლიანი ომის დასასრულებლად, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ ზელენსკის კიდევ ერთხელ განუცხადა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ თურქეთის მტკიცე მხარდაჭერის შესახებ.

როგორც თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, ახლა მთელი მსოფლიო ომის დასრულებას ელოდება.

„ომის დაწყების პირველივე დღიდან ჩვენ მნიშვნელოვანი სამუშაო გავწიეთ ომის მოლაპარაკებების გზით დასრულების ხელშეწყობისთვის. 2022 წლის მარტში სტამბოლში ვუმასპინძლეთ რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირ მოლაპარაკებებს. იმ აქტიური დიპლომატიური საქმიანობის გათვალისწინებით, რომელსაც ჩვენ სამი წელია, ვაწარმოებთ, თურქეთი შესაფერისი მასპინძელია უკრაინას, რუსეთსა და აშშ-ს შორის შესაძლო მოლაპარაკებებისთვის. ზელენსკისთან შეხვედრის დროს მე კიდევ ერთხელ განვაცხადე თურქეთის მტკიცე მხარდაჭერის შესახებ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მიმართ. ეს ომი უნდა დასრულდეს“, – განაცხადა ერდოღანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740077617

მსოფლიო

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი: ზელენსკის ქვეყანა არ იარსებებდა აშშ-ის გულუხვობის გარეშე, ამიტომ მადლობა უნდა თქვას - ნუ მოაწყობ ევროპაში მედია ტურს, რათა ჩირქი მოსცხო აშშ-ის პრეზიდენტს, ეს შეურაცხმყოფელია და თანაც სულელური ნაბიჯია

პრეზიდენტ ზელენსკის ქვეყანა არ იარსებებდა აშშ-ის გულუხვობის გარეშე, ამიტომ მადლობა უნდა თქვას, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა. „და თუ არ ეთანხმები [აშშ-ის] პრეზიდენტს, აიღე ტელეფონ...

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი

1740074618

ახალი ამბები

ირმა ხეცურიანმა სან-პაულუს მსოფლიო თასის გათამაშებაზე ოქროს მედალი მოიპოვა

ირმა ხეცურიანმა სან-პაულუს მსოფლიო თასის გათამაშებაზე ოქროს მედალი მოიპოვა. „ირმა ხეცურიანის ბრწყინვალე სტარტი 2025 წელს! ეტლით ფარიკაობაში სან-პაულუს მსოფლიო თასის გათამაშებაზე, ირმა ხეცურიანმა წარმა...

მოფარიკავე

1740071015

მსოფლიო

ილონ მასკი: სინამდვილეში, უკრაინელი ხალხი ზელენსკის ვერ იტანს, ამიტომაც ის უარს ამბობს არჩევნების ჩატარებაზე - მან იცის, რომ საშინლად დამარცხდება, მიუხედავად იმისა, რომ აკონტროლებს ყველა უკრაინულ მედიასაშუალებას

სრულიად ცხადია, რომ ზელენსკის მიერ კონტროლირებადი გამოკითხვა მისივე რეიტინგის შესახებ სანდო ვერ იქნება, - განაცხადა კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა და ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურ...

ილონ მასკი

1740067630

ახალი ამბები

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „საქართველოს რეგიონული განვითა...

 მოძრაობა აკრძალულია

1740066864

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: უამრავი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, როგორ ახალისებს დიპლომატიური კორპუსი საქართველოში რადიკალიზმს

„უამრავი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, როგორ ახალისებს დიპლომატიური კორპუსი საქართველოში რადიკალიზმს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რი...

ლევან მაჭავარიანი