კობა ლიკლიკაძე გიორგი ბარამიძეზე: ამ კატეგორიის სახელმწიფო მოღვაწე, სხვადასხვა თანამდებობებზე მყოფი, ასეთ რამეს არ უნდა აკეთებდეს და უნდა ეყოს გამბედაობა, რომ სწრაფად მოიხადოს ბოდიში
„გამომძიებელი დაინტერესდა ზუსტად იმით, თუ რა პერიოდში ვმონაწილეობდი პირადად მე და როგორი გამოცდილება მქონდა 1992 - 1993 წლებში, პირადად თუ მიმიღია მონაწილეობა და თუ მინახავს დატყვევებული აფხაზები, პირადად თუ შევხვედრივარ ბატონ გიორგი ბარამიძეს აფხაზეთში, რა მსმენია ტყვეთა გაცვლის პროცესში თუ საბრძოლო მოქმედებების დროს მისი მონაწილეობის შესახებ“, - განაცხადა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელმა კობა ლიკლიკაძემ გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვის შემდეგ.
მისივე თქმით, გამოძიების კითხვები ძირითადად 1992 - 1993 წლებში მომხდარ მოვლენებს ეხებოდა, რაზეც მან ამომწურავი პასუხები გასცა.
„მე პირადად ბატონი გიორგი იქ არ მინახავს, მაგრამ ჩემი ამ პროცესის უშუალო მონაწილე კოლეგებისგან მსმენია, რომ ის მონაწილეობდა ტყვეთა გაცვლის პროცესში. გავიხსენე ერთი ეპიზოდი, როდესაც ჩავწერე აფხაზი ტყვე, ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც გაიცვალა ერთ-ერთი მორიგი გაცვლის პროცესის დროს, მან ინტერვიუში თქვა, რომ ძალიან კარგად ეპყრობოდნენ ქართველები. ამ კატეგორიის სახელმწიფო მოღვაწე, სხვადასხვა თანამდებობებზე მყოფი, ასეთ რამეს არ უნდა აკეთებდეს და უნდა ეყოს გამბედაობა, რომ სწრაფად მოიხადოს ბოდიში და შეცვალოს ის, რაც მან ასე მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად არ გააკეთა. მე ვფიქრობ, რომ ამ ბოდიშით ყველაფერი მოგვარდებოდა, რომელსაც დიდხანს ელოდებოდნენ ვეტერანები. როდესაც იმას იტყვი, რომ ტყვეებს ხვრეტდნენ ქართველები და იქითა მხარე ანგელოზია, რუსული დისციპლინით მოქმედებს, ეს მათ ღირსებას ლახავს“, - აღნიშნა კობა ლიკლიკაძემ.
სამშობლოს ღალატისა და საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნა - ამ კვალიფიკაციით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება.
1786362035
ახალი ამბები„სააკაშვილი მკაცრად გავაფრთხილეთ, არ აჰყოლოდა რუსულ პროვოკაციებს“ - ცოტნე ანანიძე აგვისტოს ომზე კონდოლიზა რაისის, მეთიუ ბრაიზასა და ჯონ მაკ-კეინის განცხადებებს იხსენებს: ესეც ირაკლი კობახიძის ნარატივი იყო?!
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, დასავლელი პარტნიორების მაშინდელ პოზიციას იხსენებს. კერძოდ, ანანიძე იშველიებს კონდ...
1786359292
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ანა აბულაძეს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ანა აბულაძეს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ლატვიის ურთიერთობებს, ო...
1786358960
ახალი ამბებიდედაქალაქის მერი რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო
შოთა რუსთაველის გამზირის მასშტაბური რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია. სამუშაოები, რომელსაც თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს თამარ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან თავისუფ...
1786355215
ახალი ამბებიკახა კალაძე აგვისტოს ომზე: თუ წინა ხელისუფლებამ იცოდა, რომ უდიდესი გამოწვევის წინაშე იდგა ქვეყანა და არ გადადგა შესაბამისი ნაბიჯები, ეს ძალიან მძიმე ფაქტი და უდიდესი დანაშაულია
„რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ყველანაირი პასუხისმგებლობა ეკისრება მაშინდელ ხელისუფლებას, რომელსაც სააკაშვილი და მისი რეჟიმი წარმოადგენდა“, - ამის შესახებ თბილისის მერმა...
1786353669
ახალი ამბებიდავით ჩიხელიძე: პატრიოტიზმი ვერ იქნება შერჩევითი, თუ საკუთარი ქვეყნის ტრაგედია მხოლოდ პოლიტიკური განცხადების თემაა, ლეგიტიმურია გაჩნდეს ეჭვი, რომ „სამშობლო“ კონკრეტული პოლიტიკური მიზნის მისაღწევი ინსტრუმენტია
„როგორ შეიძლება საკუთარ თავს შენი ქვეყნის პატრიოტი უწოდო, მაგრამ უკრაინაში მიმდინარე ომი შენთვის უფრო მტკივნეული აღმოჩნდეს, ვიდრე ომი, რომელიც უშუალოდ შენს სამშობლოს შეეხო? როგორ შეიძლება ცრემლს ღვრიდ...































