რუსეთის ჯარები უკრაინას ბელარუსიდანაც უტევენ
უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის სახელმწიფო საზღვარს შეუტიეს როგორც რუსეთის, ისე ბელარუსის ტერიტორიიდან.
უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ცნობით, შეტევა მიმდინარეობს არტილერიის და მძიმე ტექნიკის გამოყენებით ლუგანსკის, სუმის, ხარკოვის, ჩერნიგოვის და ჟიტომირის ოლქებში. იერიში ხორციელდება ანექსირებული ყირიმიდანაც.
რუსეთის სარაკეტო იერიშების შედეგად კიევში დაზიანებულია 3 საცხოვრებელი სახლი. ამის შესახებ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური იუწყება. მისივე ცნობით, კიევის ოლქში იერიში განხორციელდა საბრძოლო მასალების საწყობებზეც.
სააგენტო „ინტერფაქს-უკრაინა“-ს ინფორმაციით, რუსეთმა დესანტი გადასხა ქალაქებში ოდესასა და მარიუპოლში და სარაკეტო იერში მიიტანა ქალაქ დნეპრის მახლობლად მდებარე სამხედრო ობიექტებზე. ოდესაში რუსული დესანტის გადასხმა უარყო უკრაინის შეიარაღებული ძალების შტაბმა.
ტელეკომპანია CNN უკრაინის შსს-ში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ქვეყნის მასშტაბით სარაკეტო იერიშების შედეგად ასეულობით დაზარალებულია. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია არიან თუ არა დაღუპულები.
24 თებერვალს, გამთენიისას რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გამოაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება დონბასში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია "დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან "გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან". უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა აღიარა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა".
უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა.
ასევე წაიკითხეთ:
🔵უკრაინის რამდენიმე ქალაქში იარაღის საწყობი იწვის
🔵უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ნატო საგანგებო სხდომას იწვევს
🔵 კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებში აფეთქების ხმა ისმის - CNN
1789807477
ახალი ამბებიკახა კალაძე ნატა ფერაძის მიმართ გერმანიაში აღძრულ საქმეზე: სოციალურ ქსელში მიზანმიმართული ბულინგისა და შეურაცხყოფის ფაქტებს ყველგან აქვს შესაბამისი რეაგირება
„როგორც ვხედავთ, ევროპულ ქვეყანაში, გერმანიაში სოციალურ ქსელში ბულინგი და შეურაცხყოფა სისხლის სამართლის დანაშაულია“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, აქტივისტ ნატა ფერაძის მიმა...
1789805564
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 19 სექტემბერს საქართველოში
19 სექტემბერს ბათუმში წვიმაა მოსალოდნელი, დღისით +22 და ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება. ხანმოკლე წვიმა იქნება ფოთშიც. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსი იქნება. ზუგდიდშიც წვიმაა მოს...
1789804509
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: დღეს 1 600 დევნილი ოჯახი მიიღებს ახალ, სრულად გარემონტებულ ბინას, ეს არის ყველაზე მასშტაბური პროექტი, რომელიც აქამდე განხორციელებულა
დღეს 1 600 დევნილი ოჯახი მიიღებს ახალ, სრულად გარემონტებულ ბინას. ეს არის ყველაზე მასშტაბური პროექტი, რომელიც აქამდე განხორციელებულა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, დევ...
1789803393
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: 2012 წლიდან დღემდე სხვადასხვა სამთავრობო პროგრამით, 45 000-ზე მეტ ოჯახს საკუთრებაში გადაეცა ახალი, კეთილმოწყობილი ბინა, ჩვენთვის დევნილებზე ზრუნვა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია
„მთლიანობაში, 2012 წლიდან დღემდე სხვადასხვა სამთავრობო პროგრამით, 45 000-ზე მეტ ოჯახს საკუთრებაში გადაეცა ახალი, კეთილმოწყობილი ბინა. დაიხურა 450-მდე მძიმე, ავარიული, ე.წ. კომპაქტური განსახლების ობიექ...
1789803346
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: მშვიდობიანი გზით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი ეროვნული ოცნება, მოთმინებით, თანმიმდევრული და სწორი პრაგმატული პოლიტიკით ჩვენ ამ მიზანს საბოლოოდ აუცილებლად მივაღწევთ
მშვიდობიანი გზით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი ეროვნული ოცნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, დევნილებისათვის ბინების გადაცემის ღონისძიებაზე...































