ვალერი ზალუჟნი: 12 წლის განმავლობაში ვუსმენდი ზღაპრებს ნატოში გაწევრიანებაზე - უკრაინა ვერასოდეს შევა ნატოში
გაერთიანებულ სამეფოში უკრაინის ელჩის ვალერი ზალუჟნის განცხადებით, მას ნატოში უკრაინის გაწევრიანების პერსპექტივის არ სჯერა.
მისი თქმით, უკრაინამ ყურადღება უნდა გაამახვილოს უსაფრთხოების სფეროში სხვა ალიანსებისა და პარტნიორობის განვითარებაზე.
„ნატოს ძალიან კარგად ვიცნობ. დაახლოებით 12 წლის განმავლობაში პირადად ვიყავი ჩართული იმ საქმეში, რომ ჩვენ ნატოს სტანდარტები დაგვენერგა. ყოველ წელს კი ვისმენდი ზღაპრებს, რომ აი, სულ მალე, შევიდოდით ნატოში. სამწუხაროდ, ჩვენ ნატოში ვერასოდეს შევალთ“, - განაცხადა გენერალმა ზალუჟნიმ კიევში ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ დისკუსიაზე ელჩებთან საერთო შეხვედრაზე.
მისი თქმით, „შეუძლებელია უკრაინის შეიარაღებული ძალების განვითარების არსებული დონით შეუერთდე იმ ორგანიზაციას, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დოქტრინებით ხელმძღვანელობს“.
„სავარაუდოდ, ნატო იმავე სახით დარჩება, როგორიც არის და 12 წელი გავა, ვიდრე უკრაინა იმ სტანდარტებს მიაღწევს, რომელიც აუცილებელია, რათა რუსეთის ფედერაციის დონის მინიმუმ ნახევარს მაინც გაუთანაბრდეს“, - დასძინა ვალერი ზალუჟნიმ.
1785769879
ახალი ამბებიპროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარის უკანონოდ დათესვისა და მოყვანის ფაქტებზე თერთმეტ ადამიანს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარის უკანონოდ დათესვის და მ...
1785767718
საზოგადოებაგიორგი გამსახურდია: კიდევ ერთხელ გავიაზროთ, ვის ხელში იყო ქვეყანა და რას გადავრჩით. მიშას ბევრი მომხრე ვიცი, რომლებიც ახლა სათოფეზე არ ეკარებიან და სრულად მეთანხმებიან, უბრალოდ, „უტყდებათ” რომ ხმამაღლა თქვან, რაც იყო რეალობა
ხუმრობა იქით იყოს, კიდევ ერთხელ გავიაზროთ, ვის ხელში იყო ქვეყანა და საერთოდ რას გადავრჩით, - წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში. მისი განცხადებით, სააკაშვილის გუნდის არაერთი წევრი, ახლა მას „სათო...
1785766024
ახალი ამბებითელავის მუნიციპალიტეტში უბედურ შემთხვევას 56 წლის კაცი ემსხვერპლა
თელავის მუნიციპალიტეტში უბედურ შემთხვევას კაცი ემსხვერპლა. დენის დარტყმის შედეგად 56 წლის კაცი დაიღუპა. შემთხვევა სოფელ ყარაჯალაში გუშინ, 2 აგვისტოს, საღამოს საათებში მოხდა....
1785764965
ახალი ამბებიავარია მარნეულში - დაღუპულია 30 წლამდე კაცი
მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფელ სადახლოში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიის შედეგად BMW-ის მარკის მანქანის მძღოლი, 30 წლამდე აქშინ ჯალილოვი დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პ...
1785764960
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: „ნაცმოძრაობაში“ თავმჯდომარე ვინ იქნება, დამოკიდებულია სააკაშვილის ახირებებზე, ოქმი ვინ გააყალბა და ვის არ შეატყობინეს სხდომის თარიღი, ეს აჩვენებს, რომ პარტიამ ნდობის რესურსი დაკარგა
„ნაცმოძრაობაში“ სრული კრიზისია, რომლის მიზეზია არა მხოლოდ პიროვნული ამბიციების შეჯახება, არამედ ეს კიდევ უფრო ღრმა პრობლემის მაჩვენებელია“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომი...






























