ტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 100-ს გადასცდა

ტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 8 ივლისისთვის 100-ს გადასცდა. დაღუპულთა შორის 28 ბავშვია. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
კიდევ 11 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. საერთო ჯამში ბანაკში, რომელიც მდინარე გუადალუპეს მახლობლად მდებარეობდა, წყალდიდობის მომენტში 750 ადამიანი იმყოფებოდა. მათი უმეტესობა ევაკუირებული იყო.
ტეხასში წყალდიდობა კოკისპირულმა წვიმებმა გამოიწვია. ერთ კვადრატულ მეტრზე 300 ლიტრი ნალექი მოვიდა, რაც ორი თვის ნორმას შეადგენს. 3-4 ივლისს ღამით მდინარე გუადალუპეში 45 წუთში წყლის დონემ 8 მეტრით აიწია. აშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მდინარესთან ბევრი დამსვენებელი იმყოფებოდა.
სამაშველო ოპერაცია გრძელდება. მასში ასობით მაშველი და 17 ვერტმფრენი მონაწილეობს. ასევე სამაშველო ოპერაციებში მოხალისეები მონაწილეობენ, რომლებიც ნავებით გადარჩენილებს და დაღუპულთა ცხედრებს ეძებენ. ამასთანავე, აშშ-ის მეტეოროლოგიური სამსახური ახალი ძლიერი წვიმების შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს, რაც სამაშველო ოპერაციას ართულებს.
1751973189
ახალი ამბებიპროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე ალექსი ახვლედიანს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, ალექსი ახვლედიანს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინის...
1751971610
საზოგადოებადავით მათიკაშვილი ევროპარლამენტის ანგარიშზე: სიმართლესთან კავშირი არ აქვს ამ რეზოლუციას. ესაა კიდევ ერთი დასტური, რომ ევროკავშირის ბიუროკრატია იმ ღირებულებებს, რაზედაც თავის დროზე ევროკავშირი იდგა არის ძალიან ჩამოცილებული
სიმართლესთან არანაირი კავშირი არ აქვს ამ რეზოლუციას. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმის, რომ ევროკავშირის ბიუროკრატია დღეს, სამწუხაროდ, იმ ღირებულებებს, რაზედაც თავის დროზე ევროკავშირი იდგა არის ძალიან ჩ...
1751970964
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი: არჩევნებს არაფერი ემუქრება, საქართველო არ დაუშვებს, რომ რაიმე ისეთი მოხდეს, რაც კითხვებს გამოიწვევს
„არჩევნებს არაფერი ემუქრება, ელექტრონული არჩევნებია, დამკვირვებლებიც არ გვაკლია, თუნდაც შიდა დამკვირვებლები, ჟურნალისტები, ექსპერტები“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგი...
1751969287
ახალი ამბებიპროკურატურამ ნარკოდანაშაულის ფაქტებზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის მომზადების და მცდელობის ფაქტებზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა...
1751966008
ახალი ამბებილევან რატიანი: თორნიკე რიჟვაძის მდგომარეობა ამ ეტაპზე რჩება სტაბილურად მძიმე, უარყოფითი დინამიკის გარეშე
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე რჩება სტაბილურად მძიმედ. „პაციენტის ზოგ...