თეთრი სახლის პრესსპიკერი: „ჰამასის“ განადგურება ღირსეული მიზანია

კატარის ცალმხრივი დაბომბვა წინ არ წევს ისრაელის ან ამერიკის მიზნებს, თუმცა, „ჰამასის“ განადგურება ღირსეული მიზანია, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა ქეროლაინ ლევიტმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კატარელებს ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმის შესახებ მას შემდეგ აცნობა, რაც ამის შესახებ აშშ-ის სამხედროებისგან შეიტყო. თავდასხმის შემდეგ ტრამპი, ასევე, ესაუბრა ნეთანიაჰუს და კატარის ლიდერებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა დაავალა მის სპეციალურ წარმომადგენელ უიტკოფს კატარელებისთვის მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, რაც მან გააკეთა. პრეზიდენტი კატარს შეერთებული შტატების ძლიერ მოკავშირედ და მეგობრად მიიჩნევს და ძალიან ცუდად გრძნობს თავს ამ თავდასხმის ადგილმდებარეობის გამო. თუმცა, „ჰამასის“ განადგურება, რომელმაც ღაზაში მცხოვრებლების უბედურებისგან სარგებელი მიიღო, ღირსეული მიზანია“, - აღნიშნა თეთრი სახლის პრესმდივანმა.
მისი თქმით, ტრამპს სურს, რომ ყველა მძევალი გათავისუფლდეს და „ეს ომი ახლავე დასრულდეს“.
როგორც თეთრი სახლის პრესსპიკერმა განაცხადა, პრეზიდენტი, ასევე, ესაუბრა კატარის ემირსა და პრემიერ-მინისტრს, მადლობა გადაუხადა მათ ჩვენი ქვეყნისადმი მხარდაჭერისა და მეგობრობისთვის. დონალდ ტრამპმა დაარწმუნა ისინი, რომ მსგავსი რამ მათ ტერიტორიაზე აღარ განმეორდება.
1757438067
საზოგადოებაკახა კალაძის საარჩევნო შტაბთან შეკრებილები შენობას კვერცხებს ესვრიან და ბანერი დააზიანეს
კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან ვითარება კვლავ დაძაბულია. აქციის მონაწილეები ცდილობენ ოფისის დაზიანებას, რამდენჯერმე ისროლეს შენობას კვერცხები, ასევე შეასხეს სითხე ბანერს, რომელზედაც თბილისის მერობის...
1757435828
საზოგადოებაჭეიშვილი მელიქიშვილის გამზირზე მომხდარ დაპირისპირებაზე: არ ვფიქრობ, რომ ეს ქმედებები „ქართული ოცნებისთვის“ დამაზიანებელი იქნება, ამით თავიანთ თავს აზიანებენ
„არ ვფიქრობ, რომ ეს ქმედებები „ქართული ოცნებისთვის“ დამაზიანებელი იქნება, ამით თავიანთ თავს აზიანებენ“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მმართველი გუნდი...
1757434167
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: „ქართული ოცნება“ უზრუნველყოფს, რომ წინასაარჩევნო გარემო იყოს მშვიდი, თუმცა ხელოვნური აჟიოტაჟის და დაძაბულობის შექმნა სურთ ოპოზიციის აქტივისტებს, გარედან დაფინანსებულ „ტიტუშკებს“ და ამან უკვე სისტემური ხასიათი მიიღო
„ქართული ოცნება“ უზრუნველყოფს, რომ წინასაარჩევნო გარემო იყოს მშვიდი, თუმცა ვატყობთ, რომ ხელოვნური აჟიოტაჟის და დაძაბულობის შექმნა სურთ ოპოზიციის აქტივისტებს, გარედან დაფინანსებულ „ტიტუშკებს“ და ამან...
1757434088
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: შტაბში დილიდან თათბირი ჩატარდა, რომ არ ავყვეთ არანაირ პროვოკაციას, ვინაიდან ეს მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის წისქვილზე ასხამს წყალს. მინდა ყველას ვთხოვო, რომ თავშეკავებულები ვიყოთ
შტაბში დილიდან თათბირი ჩატარდა, რომ არ ავყვეთ არანაირ პროვოკაციას, ვინაიდან ეს მხოლოდ მათ წისქვილზე ასხამს წყალს. მინდა ყველას ვთხოვო, რომ თავშეკავებულები ვიყოთ, - განუცხადა თბილისის საარჩევნო შტაბის...
1757433881
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარება არ შედის რადიკალური ოპოზიციის გეგმებში, რადგან ყველა დაინახავს რამხელა სხვაობით გაანადგურებს „ქართული ოცნება“. მეათე საიუბილეო გამარჯვებას უზარმაზარი სხვაობით ვიზეიმებთ
არჩევნები მშვიდ გარემოში უნდა ჩატარდეს. ეს არ შედის რადიკალური ოპოზიციის გეგმებში, რადგან წინასწარ იციან, თუ როგორი მარცხისთვის არიან განწირულები და სურთ, რომ ფიზიკურად ვერ მივიდეს სიტუაცია არჩევნები...