ტრამპი: უკრაინაში ომის დასრულება რთულია, რადგან პუტინსა და ზელენსკის შორის დიდი სიძულვილია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რადიო 77 WABC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ თავდაპირველად ფიქრობდა, რომ უკრაინაში ომს სწრაფად დაასრულებდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს ასე მარტივი არ არის.
აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მეორე საპრეზიდენტო ვადის დაწყებიდან მან შვიდი ომის დასრულება მოახერხა.
მისი თქმით, ზოგიერთი მათგანი 30 წელზე მეტხანს გრძელდებოდა.
ტრამპმა აღიარა, რომ ადრე ფიქრობდა, რომ მისთვის ყველაზე მარტივი სწორედ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მოგვარება იქნებოდა, რადგან ის შესანიშნავად უგებდა ვლადიმერ პუტინს.
„სინამდვილეში, ძალიან გაკვირვებული ვარ. მე ვთქვი, რომ ეს საკითხი საკმაოდ სწრაფად გადაწყდებოდა. მაგრამ ეს რთულია. მოგეხსენებათ, პუტინსა და ზელენსკის შორის დიდი სიძულვილია, დიდი მტრობაა და ბევრი სისხლი დაიღვარა“, - აღნიშნა მან.
1757438067
საზოგადოებაკახა კალაძის საარჩევნო შტაბთან შეკრებილები შენობას კვერცხებს ესვრიან და ბანერი დააზიანეს
კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან ვითარება კვლავ დაძაბულია. აქციის მონაწილეები ცდილობენ ოფისის დაზიანებას, რამდენჯერმე ისროლეს შენობას კვერცხები, ასევე შეასხეს სითხე ბანერს, რომელზედაც თბილისის მერობის...
1757435828
საზოგადოებაჭეიშვილი მელიქიშვილის გამზირზე მომხდარ დაპირისპირებაზე: არ ვფიქრობ, რომ ეს ქმედებები „ქართული ოცნებისთვის“ დამაზიანებელი იქნება, ამით თავიანთ თავს აზიანებენ
„არ ვფიქრობ, რომ ეს ქმედებები „ქართული ოცნებისთვის“ დამაზიანებელი იქნება, ამით თავიანთ თავს აზიანებენ“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მმართველი გუნდი...
1757434167
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: „ქართული ოცნება“ უზრუნველყოფს, რომ წინასაარჩევნო გარემო იყოს მშვიდი, თუმცა ხელოვნური აჟიოტაჟის და დაძაბულობის შექმნა სურთ ოპოზიციის აქტივისტებს, გარედან დაფინანსებულ „ტიტუშკებს“ და ამან უკვე სისტემური ხასიათი მიიღო
„ქართული ოცნება“ უზრუნველყოფს, რომ წინასაარჩევნო გარემო იყოს მშვიდი, თუმცა ვატყობთ, რომ ხელოვნური აჟიოტაჟის და დაძაბულობის შექმნა სურთ ოპოზიციის აქტივისტებს, გარედან დაფინანსებულ „ტიტუშკებს“ და ამან...
1757434088
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: შტაბში დილიდან თათბირი ჩატარდა, რომ არ ავყვეთ არანაირ პროვოკაციას, ვინაიდან ეს მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის წისქვილზე ასხამს წყალს. მინდა ყველას ვთხოვო, რომ თავშეკავებულები ვიყოთ
შტაბში დილიდან თათბირი ჩატარდა, რომ არ ავყვეთ არანაირ პროვოკაციას, ვინაიდან ეს მხოლოდ მათ წისქვილზე ასხამს წყალს. მინდა ყველას ვთხოვო, რომ თავშეკავებულები ვიყოთ, - განუცხადა თბილისის საარჩევნო შტაბის...
1757433881
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარება არ შედის რადიკალური ოპოზიციის გეგმებში, რადგან ყველა დაინახავს რამხელა სხვაობით გაანადგურებს „ქართული ოცნება“. მეათე საიუბილეო გამარჯვებას უზარმაზარი სხვაობით ვიზეიმებთ
არჩევნები მშვიდ გარემოში უნდა ჩატარდეს. ეს არ შედის რადიკალური ოპოზიციის გეგმებში, რადგან წინასწარ იციან, თუ როგორი მარცხისთვის არიან განწირულები და სურთ, რომ ფიზიკურად ვერ მივიდეს სიტუაცია არჩევნები...