The Guardian: აშშ-ის საგარეო პოლიტიკის „პუტინიზაცია“ ვენესუელამდე მივიდა. ტრამპი უკვე აღარ არღვევს წესებს, არამედ ანგრევს მათ - ამას კი შედეგები კარაკასის საზღვრებს მიღმა ექნება

 ღამის დარტყმებმა ვენესუელაზე, მისი ლიდერის, ნიკოლას მადუროსა და მისი მეუღლის გატაცებამ და დონალდ ტრამპის განცხადებამ იმის შესახებ, რომ აშშ უხელმძღვანელებდა ქვეყანას და გაყიდდა მის ნავთობს, კიდევ ერთხელ გადაუარა საერთაშორისო სამართალსა და გლობალურ ნორმებს, - აღნიშნულია The Guardian-ის სტატიაში „აშშ-ის საგარეო პოლიტიკის „პუტინიზაცია“ ვენესუელამდე მივიდა“, რომლის ავტორიც, გამოცემის მთავარი კორესპონდენტი საერთაშორისო საკითხებში, ჯულიან ბორჯერი აღნიშნავს, რომ გლობალური სტაბილურობის თვალსაზრისით, ყველაზე ცუდი რამ მადუროს გატაცებაში ის ფაქტია, რომ ის წარმატებული აღმოჩნდა.

ავტორი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ მადუროსდაკავება დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკაში რადიკალური ცვლილების ნიშანი გახდა და ახლა თეთრი სახლის მეთაური ფსონს ღიად დებს სამხედრო ძალაზე. თეთრი სახლის მცდელობების მიუხედავად, სუვერენული ქვეყნის ლიდერის გატაცება ნარკოტერორიზმისბრალდებით გაამართლოს, ტრამპი თავის მოტივებს არ მალავს: მას ვენესუელაში დემოკრატიის აღდგენაზე მეტად ქვეყნის მდიდარ ნავთობსაბადოებზე კონტროლის დამყარება აინტერესებს. ანალიტიკოსები ხაზს უსვამენ იმას, რომ პრეზიდენტი სამხედრო ტრიუმფს საკუთარი რეიტინგის დაცემასთან და ხმაურიან შიდა სკანდალებთანგამკლავებისთვის იყენებს.

ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ აშშ-ის წინა პრეზიდენტებიც თვალთმაქცობდნენ, როდესაც აშშ-ის ინტერესების მისაღწევად საერთაშორისო სამართლისგან გამონაკლისებს ითხოვდნენ, თუმცა, ძირითადად, მაინც იცავდნენ გლობალურ ნორმებს, რადგან იცოდნენ, რომ „წესებზე დაფუძნებული სისტემა“ უპირატესად სწორედ ამერიკას აძლევდა ხელს. „ტრამპი კი ამ სისტემის მიმართ სრულ ზიზღს იჩენს. ის მსოფლიოს მე-19 საუკუნის იმპერიალისტის თვალით უყურებს, რომელსაც ხელში 21-ე საუკუნის იარაღი აქვს“, - აღნიშნულია სტატიაში.

ავტორი წერს, რომ ის, რაც ღამით ვენესუელაში მოხდა, შეშფოთებას გამოიწვევს მაგალითად ირანსა და დანიაში, რომელთა მთავრობების წინააღმდეგ ტრამპმა რადიკალური ზომების მიღების მიმართ ენთუზიაზმი გამოხატა.

„ეს აჩქარებს მსოფლიოს გადასვლას წესებზე დაფუძნებული წესრიგიდან გავლენის სფეროების დაპირისპირებისკენ, სადაც ყველაფერს სამხედრო ძალა და მისი გამოყენების მზადყოფნა განსაზღვრავს. ერთმა ამერიკელმა კომენტატორმა, დევიდ როტკოფმა, ამას „აშშ-ის საგარეო პოლიტიკის პუტინიზაცია“ უწოდა.

რუსი კომენტატორები ხშირად მიანიშნებდნენ, რომ ლათინური ამერიკა ამერიკის გავლენის ზონაა, ისევე როგორც უკრაინა იყო რუსეთის ჩრდილში. ვლადიმერ პუტინი იმავეს ფიქრობს აღმოსავლეთ ევროპის დიდ ნაწილზეც. სი ძინპინი კი თავის დასკვნებს გამოიტანს.

საფრთხე, რომელიც ასეთი ცხადი გახდა 2026 წლის პირველივე დღეებში, არის ის, რის წინაშეც, საბოლოო ჯამში ყველა აღმოჩნდება“, - წერს ბორჯერი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1767539967

საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს საპატრიარქოში ესტუმრა და დაბადების დღე მიულოცა

 საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს დაბადების დღე მიულოცა, - ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრე...

ყაველაშვილი

1767537872

ახალი ამბები

სროლა მარნეულში - დაშავდა ორი ადამიანი

 მარნეულში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინ...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1767535834

მსოფლიო

The New York Times-ი: ვენესუელაში ტრამპის სპეცოპერაციის შედეგად, სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა

 ვენესუელაზე აშშ-ის მთავრობის ხელმძღვანელობით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოქალაქეები, - აღნიშნულის შესახებ The New York Tim...

დონალდ ტრამპი -

1767534447

საზოგადოება

სანდრო მამუკელაშვილმა წელი მოგებით დაიწყო

 ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში წლის შესანიშნავი დასაწყისი გამოუვიდა სანდრო მამუკელაშვილს. „ტორონტო რეპტორსმა“, სადაც ქართველი კალათბურთელი თამაშობს „ატლანტა ჰოუქსი“ 17-ქულიანი სხვაობით - 134:117...

სანდრო მამუკელაშვილი

1767530464

მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის პრემიერი: მადუროს რეჟიმის დასასრულს არ ვგლოვობთ, მაგრამ საერთაშორისო სამართალი მნიშვნელოვანია

 დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის განცხადებით, ბრიტანეთი დიდი ხანია ვენესუელის პრეზიდენტს ნიკოლას მადუროს არალეგიტიმურად მიიჩნევს და არ გლოვოს მის რეჟიმს, თუმცა ამავდროულად სტარმერი ხაზ...

კირ სტარმერი