The Washington Post: ოფიციალური პირების განცხადებით, ჰეგსეტის ტრაბახი ირანის ომის შესახებ რეალობას ეწინააღმდეგება
„პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ ომს კვლავ „აბსოლუტურ წარმატებად“ ახასიათებს და სულ ახლახან, ორშაბათს განაცხადა, რომ შეერთებული შტატების საქმეები „დაუჯერებლად კარგად“ მიდის, ხოლო თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა აღნიშნა, რომ თეირანი აშშ-ის ძალების მიერ „შერცხვენილი და დამცირებულია“, - წერს ამერიკული გამოცემა The Washington Post-ი.
თუმცა, ირანის მიერ გამანადგურებელ F-15E-ს ჩამოგდებამ და მაღალი რისკის მქონე სამაშველო ოპერაციამ აჩვენა, რომ თეირანი კვლავ ინარჩუნებს აშშ-ის სამხედრო პერსონალისთვის საფრთხის შექმნის შესაძლებლობას.
აშშ-ის ოფიციალური პირებისა და ანალიტიკოსების თქმით, ამან ეჭვქვეშ დააყენა ჰეგსეტის მიერ ბოლო კვირებში გავრცელებული სტატისტიკა, რომლითაც ის ირანის ცაზე „სრულ კონტროლსა“ და „დაუბრკოლებელ საჰაერო სივრცეზე“ ტრაბახობდა.
ქაოსურმა, თუმცა წარმატებულმა სამაშველო ოპერაციამ ყველაზე ნათლად აჩვენა, რომ ჰეგსეტის არაერთგზის განცხადებები საჰაერო დომინირების შესახებ სერიოზულ დათქმებს შეიცავს.
ამან ტრამპის ადმინისტრაციაში კიდევ უფრო გაამძაფრა შეშფოთება იმის თაობაზე, რომ მისი გზავნილები ომის შესახებ ზედმეტად ოპტიმისტურია და არსებობს რისკი, რომ მათ შეცდომაში შეიყვანონ როგორც საზოგადოება, ასევე თავად პრეზიდენტი.
„პიტ ჰეგსეტი პრეზიდენტს სიმართლეს არ ეუბნება“, - განაცხადა ადმინისტრაციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა. „ამის შედეგად კი, პრეზიდენტი საჯაროდ იმეორებს შეცდომაში შემყვან ინფორმაციას“.
მიუხედავად იმისა, რომ ჰეგსეტი კვირების განმავლობაში ამტკიცებდა, რომ ირანს „საჰაერო თავდაცვა არ გააჩნია“ და აშშ-ის საჰაერო შეჭრების წინააღმდეგ „არაფრის გაკეთება“ არ შეუძლია, ორშაბათს თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ტრამპმა აღიარა, რომ F-15 ტიპის გამანადგურებელი გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსიდან გაშვებულმა რაკეტამ ჩამოაგდო.
ოფიციალური პირების განცხადებით, გასულ პარასკევს ირანმა ასევე ჩამოაგდო მოიერიშე თვითმფრინავი A-10, თუმცა მისმა პილოტმა მოახერხა, ხომალდი მეგობრულ საჰაერო სივრცემდე მიეყვანა და მხოლოდ ამის შემდეგ განახორციელა უსაფრთხო კატაპულტირება.
სტიმსონის ცენტრის სამხედრო ანალიტიკოსმა, კელი გრიკომ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ მნიშვნელოვნად დაასუსტა ირანის ფლოტი, სამხედრო-საჰაერო ძალები და სტაციონარული სარაკეტო თუ რადარული სამიზნეები, F-15-ის ჩამოგდება სწორედ ის შემთხვევაა, „როდესაც გაქვს საჰაერო უპირატესობა, მაგრამ არ გაქვს სრული საჰაერო ბატონობა“.
ჰეგსეტის რიტორიკა მკვეთრ წინააღმდეგობაში მოვიდა გაერთიანებული შტაბების უფროსის, გენერალ დენ კეინის პოზიციასთან, რომელსაც არც კი უგულისხმია, რომ ამერიკელ პილოტებს ირანის საჰაერო სივრცის გამოყენება მტრის საფრთხეებზე დარდის გარეშე შეუძლიათ.
ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, რომლებიც სხვების მსგავსად ანონიმურობის პირობით საუბრობდნენ ეროვნული უსაფრთხოების სენსიტიურ საკითხებზე მსჯელობისას, შეშფოთება ჰეგსეტის სამხედრო გზავნილების გამო სცილდება მხოლოდ მის მტკიცებებს აშშ-ის საჰაერო დომინირების შესახებ.
მათი თქმით, დავის მთავარი საგანია ჰეგსეტის მიერ იმ ძალისხმევის შეფასება, რომელიც მიმართულია ირანის სარაკეტო და უპილოტო საფრენი აპარატების პროგრამების განადგურებისკენ.
გასულ თვეში, პენტაგონში გამართულ პრესკონფერენციაზე ჰეგსეტმა განაცხადა, რომ ირანის სარაკეტო და დრონების პროგრამები „თითქმის მთლიანად განადგურებულია“.
თუმცა, აშშ-ის დაზვერვის ბოლოდროინდელი შეფასებით, რომლის შინაარსიც ამ დოკუმენტში ჩახედულმა სამმა პირმა გააჟღერა, ქვეყნის სარაკეტო გამშვები დანადგარების ნახევარზე მეტი კვლავ ხელუხლებელია, ხოლო ირანის არსენალში ჯერ კიდევ რჩება ათასობით ე.წ. „კამიკაძე“ დრონი.
1775582130
მსოფლიოჯეი დი ვენსი უნგრელებს: ბრიუსელელ ბიუროკრატებს არ უნდა მოუსმინოთ - მოუსმინეთ უნგრელი ხალხის სუვერენიტეტს
უნგრეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა მოსახლეობას სუვერენიტეტის დაცვისა და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებისკენ მოუწოდა. ბუდაპეშტში სიტყ...
1775581535
მსოფლიოთეთრი სახლის სპიკერი: მხოლოდ ტრამპმა იცის თავისი გეგმები ირანთან დაკავშირებით
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ტრამპი ერთადერთი ადამიანია, ვინც იცის თავისი გეგმები ირანთან დაკავშირებით. ეს განცხადება მოჰყვა მის განმეორებით გაფრთხილებებს საბოლოო ვადის ამოწურვამდე რამდენიმ...
1775578854
საზოგადოებაგრიგოლ ლილუაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება
სუსის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება. დღევანდელ პროცესზე აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვა მოხდა, გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა. იმსჯელეს მტკიცებულე...
1775576647
მსოფლიოThe Wall Street Journal: ირანმა აშშ-თან პირდაპირი კომუნიკაცია პრეზიდენტ ტრამპის მუქარის გამო გაწყვიტა
ახლო აღმოსავლეთის ოფიციალური პირების განცხადებით, ირანმა აშშ-თან პირდაპირი კომუნიკაცია გაწყვიტა პრეზიდენტ ტრამპის მუქარის გამო, რომელიც ირანის „მთელი ცივილიზაციის“ განადგურებას ეხებოდა. ინფორმაციას ამ...
1775574645
საზოგადოებაEuronews: როდესაც საქმე აზიისა და ევროპის კონტინენტების დაკავშირებას ეხება, აზერბაიჯანი და საქართველო სასიცოცხლო როლს ასრულებენ ენერგორესურსების ტრანზიტში
როდესაც საქმე აზიისა და ევროპის კონტინენტების დაკავშირებას ეხება, აზერბაიჯანი და საქართველო სასიცოცხლო როლს ასრულებენ ენერგორესურსების ტრანზიტში - ორივე ქვეყნის ლიდერებმა ხაზგასმით აღნიშნეს, თუ როგორ...



























