ტრამპი: მიყვარს უნგრეთი და მიყვარს ვიქტორი, გახსოვდეთ, მან არ მისცა უფლება, თქვენი ქვეყანა შტურმით აეღოთ, თქვენს ქვეყანაში შეჭრილიყვნენ, როგორც ეს სხვებმა გააკეთეს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის შესახებ Euractiv-ი იტყობინება.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა, რომელიც უნგრეთში ორბანის მხარდასაჭერ წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობს, დონალდ ტრამპს დაურეკა და მისი განცხადება ორბანის მხარდამჭერებს მოასმენინა.

„ბატონო პრეზიდენტო, თქვენ დაახლოებით ხუთი ათასი უნგრელი პატრიოტი გისმენთ და ვფიქრობ, მათ თქვენ ვიქტორ ორბანზე მეტადაც კი უყვარხართ“, – განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპმა უნგრეთის პრემიერს შესანიშნავი ადამიანი უწოდა, განაცხადა, რომ მისი დიდი გულშემატკივარია. ტრამპის თქმით, შეერთებული შტატები ყოველთვის ორბანის გვერდითაა.

„მიყვარს უნგრეთი და მიყვარს ვიქტორი, შემიძლია, გითხრათ, რომ ის შესანიშნავი ადამიანია და ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვქონდა. ის თავის საქმეს აკეთებს. გახსოვდეთ, მან არ მისცა უფლება, რომ თქვენი ქვეყანა შტურმით აეღოთ, თქვენს ქვეყანაში შემოჭრილიყვნენ, როგორც ეს სხვებმა გააკეთეს და, გულწრფელად რომ ვთქვათ, თავიანთი ქვეყნები გაანადგურეს. მან თქვენი ქვეყანა კარგ მდგომარეობაში შეინარჩუნა, უნგრელი ხალხი ქვეყანაში დატოვა და შესანიშნავი საქმე გააკეთა. მინდა, გითხრათ, რომ ის ძალიან მომწონს. რომ არ ვფიქრობდე, კარგად მუშაობს, ასეთ ზარს არ განვახორციელებდი. როგორც ჩანს, დიდი შეკრებაა და ეს ისეთი ხალხია, როგორიც მე მომწონს“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა ტელეფონით ჩართვის დროს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1775578854

საზოგადოება

გრიგოლ ლილუაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება

სუსის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება. დღევანდელ პროცესზე აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვა მოხდა, გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა. იმსჯელეს მტკიცებულე...

გრიგოლ ლილუაშვილი

1775576647

მსოფლიო

The Wall Street Journal: ირანმა აშშ-თან პირდაპირი კომუნიკაცია პრეზიდენტ ტრამპის მუქარის გამო გაწყვიტა

ახლო აღმოსავლეთის ოფიციალური პირების განცხადებით, ირანმა აშშ-თან პირდაპირი კომუნიკაცია გაწყვიტა პრეზიდენტ ტრამპის მუქარის გამო, რომელიც ირანის „მთელი ცივილიზაციის“ განადგურებას ეხებოდა. ინფორმაციას ამ...

 ირანი და აშშ

1775574645

საზოგადოება

Euronews: როდესაც საქმე აზიისა და ევროპის კონტინენტების დაკავშირებას ეხება, აზერბაიჯანი და საქართველო სასიცოცხლო როლს ასრულებენ ენერგორესურსების ტრანზიტში

როდესაც საქმე აზიისა და ევროპის კონტინენტების დაკავშირებას ეხება, აზერბაიჯანი და საქართველო სასიცოცხლო როლს ასრულებენ ენერგორესურსების ტრანზიტში - ორივე ქვეყნის ლიდერებმა ხაზგასმით აღნიშნეს, თუ როგორ...

აზერბაიჯანი და საქართველო

1775573984

საზოგადოება

თენგიზ შარმანაშვილი: ირაკლი კობახიძე ძალიან გავლენიან, მძიმეწონიან პოლიტიკოსად ჩამოყალიბდა, „დიფ სთეითისა" და მათი აქაური აგენტურის მთელი ძალისხმევა მომართულია მის საწინააღმდეგოდ

ირაკლი კობახიძე ძალიან გავლენიან, ძალიან მძიმეწონიან პოლიტიკოსად ჩამოყალიბდა. მთელი ძალისხმევა დიფ სთეითისა და მათი აქაური აგენტურისა მომართულია მის საწინააღმდეგოდ. ყველა წარმოუდგენელი ცრუ ამბის გავრც...

თენგიზ შარმანაშვილი

1775572895

ახალი ამბები

ვილი სანიოლი - „ხვიჩა კვარაცხელიათი, „რეალის“ გარდა, სხვა კლუბებიც დაინტერესდებიან“

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ვილი სანიოლის გამოცემა Erem News-მა ინტერვიუ ჩამოართვა, სადაც საფრანგეთის ნაკრებისა და მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილმა ფეხბურთელმა მნიშვნელოვან...

ვილი სანიოლი