თენგიზ შარმანაშვილი: ირაკლი კობახიძე ძალიან გავლენიან, მძიმეწონიან პოლიტიკოსად ჩამოყალიბდა, „დიფ სთეითისა" და მათი აქაური აგენტურის მთელი ძალისხმევა მომართულია მის საწინააღმდეგოდ
ირაკლი კობახიძე ძალიან გავლენიან, ძალიან მძიმეწონიან პოლიტიკოსად ჩამოყალიბდა. მთელი ძალისხმევა დიფ სთეითისა და მათი აქაური აგენტურისა მომართულია მის საწინააღმდეგოდ. ყველა წარმოუდგენელი ცრუ ამბის გავრცელებას კადრულობენ კობახიძის წინააღმდეგ, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი, სოციალურ ქსელში.
შარმანაშვილი ეხმიანება ოპოზიციის მიერ ირაკლი კობახიძის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას, რომელიც, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მასპინძლობისას, მათ უკან იდგა.
უმრავლესობის წევრის შეფასებით, ძნელი არ არის მიხვდე, რომ ირაკლი კობახიძე ძალიან ძლიერი ლიდერია, რომელიც გასაქანს არ აძლევს ოპონენტების უკანონობას და მის მოშორებას ამიტომაც ცდილობენ აქაური რადიკალები და მათი უცხოელი პატრონები.
"სიმართლე რა არის იცით? სიმართლე ის არის, რომ ირაკლი კობახიძე ძალიან გავლენიან, ძალიან მძიმეწონოსან პოლიტიკოსად ჩამოყალიბდა. დავასაბუთო? ახლავე. მთელი ძალისხმევა დიფ სთეითისა და მათი აქაური აგენტურისა მომართულია მის საწინააღმდეგოდ. ყველა წარმოუდგენელი ცრუ ამბის გავრცელებას კადრულობენ კობახიძის წინააღმდეგ. არადა, აქაური აგენტურის მთავარი ამოცანა ხელისუფლების რევოლუციური გზით, ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით მოშორება არ არის? არც მალავენ. მაშინ სად არის ლოგიკა, როცა გადადგომისკენ მოუწოდებენ სუსტი პოზიციების გამო? შენ რა, გინდა, მთავრობის სუსტი ხელმძღვანელი გადადგეს და უფრო ძლიერი მოვიდეს რევოლუციისთვის დასაპირისპირებლად? ხომ სისულელეა? ძნელი არ არის მიხვდე, რომ ძალიან ძლიერი ლიდერია მთავრობისა და გასაქანს არ აძლევს მათ უკანონობებს. მის მოშორებას ამიტომაც ლამობენ აქაური რადიკალები და მათი უცხოელი პატრონები. ბებო როგორ გყავთ?" - წერს თენგიზ შარმანაშვილი.
1775569962
მსოფლიოვენსი: ორბანი დაგვეხმარა, გაგვეგო, თუ რა სჭირდებათ რუსებს და უკრაინელებს მშვიდობისთვის
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯ.დ. ვენსმა საპარლამენტო არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე უნგრეთში ვიზიტის დროს შეაქო პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პოზიცია რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით. ამის შესახებ ამერიკელ...
1775569220
ახალი ამბებიშეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ოლიმპიადის ფინალური შედეგები გამოაქვეყნა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული 2025–2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურის საბოლოო შედეგები და მონაწილეთა რეიტინგული სია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე -...
1775568491
საზოგადოებაგიორგი ვოლსკი: ის მექანიზმი, რომელიც იმოქმედებს, არავის მისცემს საშუალებას, რომ შემოსავალი დამალოს და შემოსავალთან შეუსაბამო უძრავი თუ მოძრავი ქონება იქონიოს
საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ნინო ლომჯარიას უპასუხა, რომელმაც თქვა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე უარს ამბობს ქონებრივი დეკლარაციის გა...
1775567158
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 7 აპრილის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6970 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6975 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...
1775566714
მსოფლიოორბანი: უნგრეთი უცხო ქვეყნების უსაფრთხოების სამსახურების მხრიდან არჩევნებში ძალიან ხისტი და ღია ჩარევის მომსწრეა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან, ჯეი დი ვენსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უნგრეთი უცხო ქვეყნების უსაფრთხოების სამსახურების მხრიდან არჩევნებ...



























