ტრამპი ირანთან შეთანხმებაში ცვლილებების შეტანას ითხოვს, განსაკუთრებით ურანის მარაგის ბედთან დაკავშირებით

ირანთან ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერასთან დაკავშირებით 29 მაისს გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეთანხმებაში რამდენიმე ცვლილების შეტანა მოითხოვა, მათ შორის ისლამური რესპუბლიკის დარჩენილი ბირთვული მასალისა და ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდვის საკითხთან დაკავშირებით, იტყობინება Axios-ი აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანსა და ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებულ კიდევ ერთ ამერიკელ წყაროზე დაყრდნობით.

სტატიაში ნათქვამია, რომ ტრამპს შეთანხმების მიღწევა სურს და მოელის, რომ ის მალე გაფორმდება.

გავრცელებული ინფორმაციით, ურთიერთგაგების მემორანდუმი ამჟამად მოიცავს ირანის დაპირებას, რომ არ შეეცდება ბირთვული იარაღის შექმნას. მასში ნათქვამია, რომ მხარეებს 60-დღიანი ვადა ექნებათ ირანის ბირთვული ვალდებულებების და მაღალგამდიდრებული ურანის მარაგის განადგურების შესახებ მოლაპარაკებებისთვის, რომელიც, სავარაუდოდ, მიწისქვეშ არის დამარხული მას შემდეგ, რაც აშშ-მა 2025 წლის ივნისში ისრაელ-ირანის 12-დღიანი ომის დროს ირანის სამი მთავარი ბირთვული ობიექტი დაბომბა.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა Axios-ს განუცხადა, რომ ტრამპს სურს, მემორანდუმის ეს ნაწილი განახლდეს უფრო კონკრეტული დეტალებით, „თუ როგორ იღებს აშშ მასალას და რა ვადებში“.

მეორე წყაროს ცნობით, ტრამპი ასევე ითხოვს ცვლილებების შეტანას ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნის ფორმულირებასთან დაკავშირებით.

„შეთანხმება იქნება. ვნახოთ, რამდენად მალე მოხდება ეს. მზად ვართ, დაველოდოთ, რომ პრეზიდენტმა მიიღოს ის, რასაც ითხოვს. ამას შეიძლება ერთი კვირა დასჭირდეს, შეიძლება ნაკლებიც, შეიძლება მეტიც. კვირის ბოლოს ვიმედოვნებთ, რომ რაღაც გვექნება“, - ციტირებს Axios-ი ადმინისტრაციის მაღალჩინოსანს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1780208807

ახალი ამბები

გენერალურ პროკურორს გიორგი გვარაკიძეს იუსტიციის სახელმწიფო მრჩევლის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა

საქართველოს გენერალურ პროკურორს გიორგი გვარაკიძეს იუსტიციის სახელმწიფო მრჩევლის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ცნობ...

გიორგი გვარაკიძე

1780208776

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა მინისტრს სულხან თამაზაშვილს პოლიციის გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს სულხან თამაზაშვილს პოლიციის გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ცნო...

სულხან თამაზაშვილი:

1780208709

ახალი ამბები

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს. „31 მაისი პოლიციელის დღეა! ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს ვულოცავ ყველა პოლიციელს, ვინც ღირსეულად ატარე...

გეკა გელაძე

1780207357

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

31 მაისს ქუთაისში დღისით +20 და ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება. დღე ნალექიანი იქნება. ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთში. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა...

ამინდი, წვიმა

1780174561

საზოგადოება

ხვიჩა კვარაცხელია: ემოციების აღწერა არ შემიძლია, ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ხვიჩა კვარაცხელიამ 2025/2026 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალში „არსენალთან“ (1:1, 4:3 პენალტებში) გამარჯვების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ზედიზედ მ...

ხვიჩა კვარაცხელია: