ტრამპი: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოსკოვში ვიზიტს შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინაში ომის დასასრულებლად „ძალიან აქტიურად მუშაობს“, ხოლო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტს „შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს“.

ამერიკულ რადიოგადაცემაში, Glenn Beck-ის პროგრამაში სტუმრობისას, შეკითხვაზე, თუ რატომ ეწვია რეტკლიფი რუსეთს, ტრამპმა აღნიშნა, რომ ეს ნახევრად რუტინული ვიზიტი იყო: „ის იქ ნახევრად რუტინული ვიზიტით იმყოფებოდა... არ მინდა ხალხს იმედები გავუცრუო“.

„ჩვენ გვსურს, რომ უკრაინაში ომი დასრულდეს“, - დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტრამპმა CIA-ს ხელმძღვანელს „ფანტასტიკური ადამიანი“ უწოდა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მისი ადმინისტრაცია „ძალიან ბევრს მუშაობს ამ ომის დასასრულებლად“.

„ამ ვიზიტს შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს“, - განაცხადა ტრამპმა მოსკოვში რეტკლიფის ვიზიტის შეფასებისას.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1787750307

მსოფლიო

სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს სერჟ სარქისიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით ქვეყნიდან გასვლა აუკრძალა

სასამართლომ სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს სერჟ სარქისიანს აღკვეთის ღონისძიების სახით ქვეყნიდან გასვლის აკრძალვა შეუფარდა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. სომხეთის ყოფილი ლიდერის წინააღმდეგ სისხლის სა...

სერჟ სარგსიანს

1787749569

ახალი ამბები

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6195 ლარი გახდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 26 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.6195 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6153 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...

ფული ლარი

1787749112

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე: ევროკომისრებმა რუკას დახედონ, როგორც საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, ამ მომენტში კიდევ უფრო მეტად შეიძლება, სჭირდებოდეს ევროკავშირს საქართველო

მარტა კოსი საქართველოს მხოლოდ იმ შემთხვევაში ახსენებს, როცა წუხს, რომ ჩვენი გუნდის ინიციატივით მიღებული კანონმდებლობის შესაბამისად, ქვეყანაში შესაძლებელი აღარ არის, „შავი ფული“ შემოვიდეს, – ამის შესახ...

არჩილ გორდულაძე

1787748825

ახალი ამბები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამტრედიაში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების უკანონო რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამტრედიაში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების უკანონო რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა. „სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის...

 პესტიციდებისა და აგროქიმიკატები

1787747708

ახალი ამბები

ცოტნე ანანიძე: 148 წლის წინ აჭარა დედასამშობლოს დაუბრუნდა, 300-წლიანი ოკუპაციის მიუხედავად, გვარამიასავით, ტრავმა აჭარისთვის არავის უწოდებია

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე აჭარის დედასამშობლოში დაბრუნების 148-ე წლისთავს ეხმაურება. ის აჭარის ისტორიულ მნიშვნელობას უსვამს ხაზს და აცხადებს, რომ 300-წლი...

 ცოტნე ანანიძე