სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიად ჩამოყალიბდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიად ჩამოყალიბდა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მინიჭების შემდეგ აკადემია სახელმწიფო უსაფრთხოების ერთწლიან სამაგისტრო პროგრამას განახორციელებს და მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს მოამზადებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის უფლებას მოიპოვებს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების და აკადემიის მიერ განსაზღვრული შიდა გამოცდის საფუძველზე. სწავლა უფასო იქნება.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი, რეფორმის ფარგლებში, გარდაიქმნა და ჩამოყალიბდა აკადემიის სტატუსით. აკადემია წლის განმავლობაში პირველად განახორციელებს სამაგისტრო პროგრამას, ეს არის მნიშვნელოვანი სიახლე. სამაგისტრო პროგრამა მიზნად ისახავს სისტემის უზრუნველყოფას მაღალკვალიფიციური და პროფესიონალი კადრებით. პროგრამა მოიცავს როგორც ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების მნიშვნელოვან კომპონენტებს, ასევე ფიზიკური, საცეცხლე და ფსიქოლოგიური მომზადების საკითხებს. სამაგისტრო პროგრამა განკუთვნილია ბაკალავრის ხარისხის მქონე სტუდენტებისთვის. ისინი პროგრამაზე მოხვდებიან ეროვნული გამოცდების შედეგად. სწავლა იქნება უფასო“, - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ.

გარდა ამისა, სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია უფლებამოსილი იქნება განახორციელოს სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც მიზნად ისახავს პროფესიული ცოდნის გაღრმავებას და უნარ-ჩვევების განვითარებას.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1769891785

ახალი ამბები

დავით ჩიხელიძე: ევროპარლამენტარმა მიხაილ გალერმა, საკუთარი განცხადებით, არა კონკრეტული პიროვნება ან პოლიტიკური ძალა, არამედ მთლიანად ქართული საზოგადოება შეურაცხყო

„ვინმე მაიკლ გალერმა, საკუთარი განცხადებით, არა კონკრეტული პიროვნება ან პოლიტიკური ძალა, არამედ მთლიანად ქართული საზოგადოება შეურაცხყო. მისი განცხადება, ქართული საზოგადოების შეურაცხყოფა და აბუჩად აგდე...

დავით ჩიხელიძე

1769890468

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარ გალერის განცხადებაზე: ამგვარი ბრიყვული, დეჰუმანიზებაზე მიმართული ენის გამოყენება საქართველოს ლიდერებს კი არ ამცირებს, არამედ ჩირქს სცხებს იმ ქვეყანას, რომელსაც ეს პოლიტიკოსი წარმოადგენს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარ მიხაელ გალერის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან თქვა: „მოსკოველმა არსებებმა, კობახიძემ, ივანიშვილმა და სხვებმა ქვეყანა უნდა და...

შალვა პაპუაშვილი

1769888146

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ჩვენი მოქალაქეები, რომლებსაც გამოცდილება არ აკლდათ, ამ ოთხი წლის განმავლობაში კიდევ უფრო გაიზარდნენ და ძალიან დიდი გამოცდილება დააგროვეს, ძალიან კარგად ისწავლეს თეთრის და შავის გარჩევა

 ჩვენი მოქალაქეები, რომლებსაც გამოცდილება არ აკლდათ, ამ ოთხი წლის განმავლობაში კიდევ უფრო გაიზარდნენ და ძალიან დიდი გამოცდილება დააგროვეს. ძალიან კარგად ისწავლეს თეთრის და შავის გარჩევა, - განაცხადა გ...

ლევან მაჭავარიანი

1769886336

ახალი ამბები

მაჭავარიანი აშშ-სა და ევროკავშირის ურთიერთობაზე: ძალიან არასასურველ წერტილამდეა მისული ეს ურთიერთობა და უკვე ჩანს, რომ აშშ აღარ არის ევროპისთვის ის პარტნიორი, რომელიც ზრუნავდა ევროკავშირის უსაფრთხოებაზე

„ძალიან არასასურველ წერტილამდეა მისული ეს ურთიერთობა“, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა ამერიკის შეერთებუ...

ლევან მაჭავარიანი

1769883356

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ 2030 წლისთვის ევროკავშირში მმართველი კლასი თავიდან ბოლომდე შეცვლილი იქნება და ჩვენს ევროკავშირში გაწევრიანებას წინ ვერაფერი აღუდგება

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „EURO ანატომია“ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსა და მომავალ პერსპექტივებზე ისაუბრა. მისი თქმით...

ლევან მაჭავარიანი