უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე: საომარი მდგომარეობის დროს არჩევნების ჩატარება სრულიად შეუძლებელი, არამიზანშეწონილი და უპასუხისმგებლო ნაბიჯია

უკრაინის უმაღლესი რადა მუშაობს სპეციალურ კანონპროექტზე, რომელიც საომარი მდგომარეობის დროს არჩევნების ჩატარების შესაძლებლობებს ითვალისწინებს, თუმცა ამ ეტაპზე რეალური კენჭისყრის ორგანიზება სრულიად შეუძლებელია. ამის შესახებ უმაღლესი რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რომელიც თავდაცვის ყოფილი მინისტრის, მიხაილო ფედოროვის ვიდეომიმართვის შემდეგ არჩევნებთან დაკავშირებით აგორებულ დისკუსიებსა და პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის მომზადებას ეხებოდა, სტეფანჩუკმა განმარტა, რომ საკანონმდებლო ორგანო უკვე ერთი წელია ამ საკითხზე აქტიურად მუშაობს.

„პარლამენტში უკვე ერთი წელია მოქმედებს სამუშაო ჯგუფი, რომელიც ამ ტიპის არჩევნებისთვის სპეციალურ კანონპროექტს ამუშავებს“, - აღნიშნა სტეფანჩუკმა.

რაც შეეხება უშუალოდ არჩევნების უახლოეს პერიოდში ჩატარებას, პარლამენტის სპიკერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არსებული რეალობის გათვალისწინებით - განსაკუთრებით ბოლო ღამეების მოვლენების ფონზე - ეს ყველასთვის ნათელია.

მისი თქმით, საომარი მდგომარეობის დროს არჩევნების ჩატარება სრულიად შეუძლებელი, არამიზანშეწონილი და უპასუხისმგებლო ნაბიჯია.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1787382236

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის...

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებ

1787380474

სპორტი

22 აგვისტოს მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ასპარეზობას კონსტანტინე პეტრიაშვილი დაიწყებს

დღეს, 22 აგვისტოს  მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ასპარეზობას კონსტანტინე პეტრიაშვილი დაიწყებს. ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავემ გასულ თვეში, 11 ივლისს კონტინენტის პირველობა მოიგო და ხალიჩაზე...

კონსტანტინე პეტრიაშვილი

1787378990

საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება 22 აგვისტოს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დღისით ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +18, +23°, დღისით +33, +...

ამინდი ამინდი

1787344753

მსოფლიო

რომის პაპი: მსოფლიოს არ სჭირდება ხელოვნური ინტელექტი, რომელიც კაცობრიობას დააკნინებს, მას სჭირდება სიბრძნით განათლებული ადამიანური ინტელექტი

მსოფლიოს არ სჭირდება ხელოვნური ინტელექტი, რომელიც კაცობრიობას დააკნინებს, – ამის შესახებ რომის პაპმა, ლეო XIV-მ განაცხადა. მისი თქმით, მსფლიოს სჭირდება სიბრძნით განათლებული ადამიანური ინტელექტი. „მსოფ...

რომის პაპი

1787343249

სპორტი

თავისუფალი ჭიდაობა - სანდრო ყურაშვილი 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალშია

ბრატისლავაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში 20-წლამდელთა შორის, ქართველი ფალავანი სანდრო ყურაშვილი (92 კგ) ფინალში იასპარეზებს. სანდრომ ტურნირის ნახევარფინალში ყაზახი ბეიბარის იერგ...

სანდრო ყურაშვილი