არჩილ გორდულაძე: „ლელო“ იქამდეც კი მივიდა, რომ ალეკო ელისაშვილთან ყოველგვარი კავშირი უარყო, ჩვენთან რა შუაშიაო, მაშინ, როცა მათ ალეკო ელისაშვილი 2024 წელს საარჩევნო სიაში ჩაწერეს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ ბრიფინგზე „ლელოს“ წარმომადგენლების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ აღნიშნა, რომ ბადრი ჯაფარიძე კიდევ ერთხელ ცდილობს, გაამართლოს ალეკო ელისაშვილის მიერ ჩადენილი ტერორისტული აქტი და მიანიშნებს, რომ „პოლიტიკური პარტიის საარჩევნო სიაში შემავალი ამა თუ იმ პირის მიერ დანაშაულის ჩადენა“ არ არის პარტიის აკრძალვის არგუმენტი და მტკიცებულება.

გორდულაძის თქმით, ბადრი ჯაფარიძე კვლავ ცდილობს ამ დანაშაულის გამართლებას.

გორდულაძემ მათ კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ალეკო ელისაშვილის დანაშაულებრივ ქმედებასა და პარტია „ლელოს“ ქმედებას შორის არსებობს შემდეგი კავშირი:

„პარტია „ლელოს“ წარმომადგენლებმა ალეკო ელისაშვილის შესახებ სისხლის სამართლის საქმის შედეგი ყოველგვარი საფუძვლის გარეშე შეაფასეს, როგორც „გამოგონილი ბრალი“, „განუკითხაობა“ „შურისძიება“ და „პოლიტიკური ანგარიშსწორება“, ხოლო ალეკო ელისაშვილს „პოლიტიკური პატიმარი“, „პოლიტიკური დევნილი“, „რეჟიმის ტყვე“ და „პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლი“ უწოდეს“, - აღნიშნა გორდულაძემ.

მანვე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ „ლელოს“ წარმომადგენელმა ელისაშვილზე საუბრისას აღნიშნა, რომ ის პარტიის წევრი არასდროს ყოფილა.

„ტყუილია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით თითქოს დაირღვა საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. სინამდვილეში ბატონმა ირაკლი კობახიძემ 2024 წლის 28 ნოემბერს განაცხადა შემდეგი: „ჩვენ არ ვჩერდებით და განვაგრძობთ ასოცირების დღის წესრიგითა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას და როგორც დღეს დამტკიცებულ სამთავრობო პროგრამაშია აღნიშნული, 2028 წლისთვის ამ ვალდებულებების 90 პროცენტზე მეტი გვექნება შესრულებული. ამასთან, ჩვენ ამ ვალდებულებას შევასრულებთ საკუთარი დაფინანსებით, ევროკავშირის ყოველგვარი ფინანსური დახმარების გარეშე“.

დღეს „ლელო“ იქამდეც კი მივიდა, რომ ალეკო ელისაშვილთან ყოველგვარი კავშირი უარყო, ჩვენთან რა შუაშიაო, მაშინ, როცა მათ ალეკო ელისაშვილი 2024 წელს საარჩევნო სიაშიც ჩაწერეს. დღეს „ლელომ“ მხოლოდ ერთი სიმართლე თქვა: „ლელომ“ თავის გასამართლებლად „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ მოიყვანა და განაცხადა, რომ მის რეპუტაციას ახსნა არ სჭირდება. ამაში კი ნამდვილად ვეთანხმებით. უცხო ქვეყანაში გამჭვირვალობას გაქცეული „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ რეპუტაციას ქართული საზოგადოებისთვის მართლაც არ სჭირდება ახსნა და განმარტება“, - განაცხადა გორდულაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793295959

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა პირადი სახსრებით დააფინანსა 400 სკოლის მშენებლობა და განახლება, რადგან მშობლები ბავშვებს სკოლებში ვერ უშვებდნენ სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უდიდესი რისკების გამო

ბიძინა ივანიშვილი პირადი სახსრებით აფინანსებდა და აფინანსებს კულტურის, სპორტის, მეცნიერებისა და უამრავი სხვა სფეროს წარმომადგენლებს, საერთო ჯამში კი მის მიერ საქართველოში განხორციელებული ქველმოქმედება...

არჩილ გორდულაძ

1793291826

ახალი ამბები

პენიტენციური სამსახური: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ადვოკატ დარეჯან სულაშვილისთვის ჩანაწერების გატანაზე შეზღუდვის დაწესების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება

სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ადვოკატ დარეჯან სულაშვილისთვის ჩანაწერების გატანაზე შეზღუდვის დაწესების შესახებ გავრცელებული ინ...

სპეციალური პენიტენციური სამსახური

1793290911

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი საქართველო-რესეთის ურთიერთობაზე: ჩვენ ვემხრობით პრაგმატულ პოლიტიკას, რაც გულისხმობს ქვეყნის ინტერესებზე მორგებული პოლიტიკის გატარებას

რუსეთთან საქართველოს ურთიერთობების მიზანშეწონილობაზე „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, წლების განმავლობაში, „ნაციონალური მოძრაობის...

ააა

1793289054

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: სტრასბურგის სასამართლოში თუ უნდა წავიდეს 5 რადიკალური პარტიის აკრძალვის საქმე, სარჩელში მათ დახვდებათ თავისივე გადაწყვეტილებები იმის ნიშნად, რომ სწორედ „ნაცმოძრაობა“ ჩადიოდა ამ უბედურებებს, როცა ის ხელისუფლებაში იყო

რამდენად პერსპექტიულია 5 პარტიის აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის შემდეგ საქმე განსახილველად სტრასბურგის ადამიანის უფლებების საერთაშორისო სასამართლოს გადაეცეს, ამ თემაზე ჟურნალისტებთან „ხალხ...

გურამ მაჭარაშვილი

1793288205

ახალი ამბები

ქობულეთში, პეტრას ციხესთან ქორწილის მანქანა გადაბრუნდა - არიან დაშავებულები

ინფორმაციით, საქორწინო კოლონაში მოძრავი ერთ-ერთი ავტომობილი გადაბრუნდა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ამ დროისთვის უცნობია, რამდენად მძიმეა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ავტოსაგზაო შემთხვე...

ქორწილის მანქანა