გივი ჩხარტიშვილმა მოსახლეობას საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, დიდუბის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გივი ჩხარტიშვილმა მოსახლეობას 2025-2026 წლების ანგარიში წარუდგინა. პრეზენტაცია „ექსპო ჯორჯიაში“ გაიმართა და მას პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, თბილისის საკრებულოს წევრები, დიდუბის რაიონის გამგებელი დავით გელოვანი დაესწრნენ.
გივი ჩხარტიშვილმა მოსახლეობას დიდუბის რაიონში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და საკრებულოში თავისი საქმიანობაც მიმოიხილა.
როგორც გივი ჩხარტიშვილმა განაცხადა, დიდუბის რაიონში საანგარიშო პერიოდში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, რაც მოსახლეობისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას უწყობს ხელს.
დეპუტატის თქმით, 2025-2026 წლებში დიდუბის რაიონში შეკეთდა შიდაკვარტალური გზები, ასევე, საცხოვრებელი სახლების ეზოებში - ასფალტის საფარი; მოეწყო წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელები და სხვა.
დიდუბის რაიონის მაჟორიტარმა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამაზეც ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი სამუშაო განხორციელდა, მათ შორის
სხვადასხვა მისამართებზე შეკეთდა ლიფტები, დამონტაჟდა წყალსაწრეტი მილები, მოეწყო წყალ-კანალიზაციის ქსელი, გამაგრდა საცხოვრებელი სახლი და გარემონტდა სახურავები.
ამას გარდა, გივი ჩხარტიშვილმა თავის ანგარიშში ყურადღება სოციალურ და ჯანდაცვის მხარდაჭერის პროგრამებზე გაამახვილა. მისი თქმით, აღნიშნული მიმართულებით მოხდა მოქალაქეების ბინის ქირით, მედიკამენტებითა და
სტაციონარული მკურნალობით უზრუნველყოფა.
გივი ჩხარტიშვილმა დიდუბის რაიონში გამწვანების და რეკრეაციული სივრცეების მოწყობის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, 74 მისამართზე მოეწყო ახალი სკვერი, 44 მისამართზე კი მოხდა არსებული სკვერების რეაბილიტაცია.
დიდუბის რაიონის მაჟორიტარის თქმით, საანგარიშო პერიოდში დიდუბეში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით სხვადასხვა კულტურული, სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიება გაიმართა.
როგორც გივი ჩხარტიშვილმა განაცხადა, იგი აქტიურად განაგრძობს მაჟორიტარის ბიუროში მოქალაქეთა მიღებას და მათი პრობლემების მოსმენას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამა თუ იმ საკითხის გამოვლენის და მათზე დროული რეაგირებისთვის.
რაც შეეხება თბილისის საკრებულოში გივი ჩხარტიშვილის საქმიანობას, საანგარიშო პერიოდში მან აქტიური მონაწილეობა მიიღო როგორც საკრებულოს სხდომების, ასევე ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის და სარევიზიო კომისიების მუშაობაში. გივი ჩხარტიშვილმა აღნიშნული კომისიების შესახებ მოსახლეობას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
1793296112
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიას 2008 წელს გაეროს მართლმსაჯულების სასამართლოში (ICJ) რუსეთის წინააღმდეგ ნაწარმოები საქმე ეამაყება მაშინ, როცა „ნაცმოძრაობის“ მიერ არაკვალიფიციური საქმისწარმოების გამო, საქართველომ უდიდესი ზიანი მიიღო
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ 2008 წელს გაეროს მართლმსაჯულების სასამართლოში (ICJ) რუსეთის წინააღმდეგ წარმოებ...
1793296001
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: საქართველოსა და თურქეთს მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ, ჩვენთვის ნამდვილი პარტნიორობა გულისხმობს ღია და კონსტრუქციული დიალოგისთვის მუდმივ მზაობას, სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის გრძელვადიანი თანამშრომლობის საფუძველს
„გულითადად ვულოცავ თურქ ხალხს რესპუბლიკის დღის ისტორიულ თარიღს და ვუსურვებ მშვიდობას, კეთილდღეობასა და შემდგომ წარმატებას“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თურქეთის...
1793295959
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა პირადი სახსრებით დააფინანსა 400 სკოლის მშენებლობა და განახლება, რადგან მშობლები ბავშვებს სკოლებში ვერ უშვებდნენ სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უდიდესი რისკების გამო
ბიძინა ივანიშვილი პირადი სახსრებით აფინანსებდა და აფინანსებს კულტურის, სპორტის, მეცნიერებისა და უამრავი სხვა სფეროს წარმომადგენლებს, საერთო ჯამში კი მის მიერ საქართველოში განხორციელებული ქველმოქმედება...
1793291826
ახალი ამბებიპენიტენციური სამსახური: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ადვოკატ დარეჯან სულაშვილისთვის ჩანაწერების გატანაზე შეზღუდვის დაწესების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება
სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ადვოკატ დარეჯან სულაშვილისთვის ჩანაწერების გატანაზე შეზღუდვის დაწესების შესახებ გავრცელებული ინ...
1793290911
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი საქართველო-რესეთის ურთიერთობაზე: ჩვენ ვემხრობით პრაგმატულ პოლიტიკას, რაც გულისხმობს ქვეყნის ინტერესებზე მორგებული პოლიტიკის გატარებას
რუსეთთან საქართველოს ურთიერთობების მიზანშეწონილობაზე „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, წლების განმავლობაში, „ნაციონალური მოძრაობის...































