არჩილ გორდულაძე: მიუხედავად იმისა, რომ წინა ხელისუფლება აპელირებდა დაახლოებით 4600 პირის რუსეთიდან დეპორტაციაზე, სტრასბურგის სასამართლოს წინა ხელისუფლებამ წარუდგინა მხოლოდ 118 დაზარალებულის მონაცემი
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს სპეციალურ ბრიფინგზე გამოეხმაურა.
მან ყურადღება გაამახვილა გვარამიას განცხადებაზე, რომ ის ამაყობს რუსეთიდან დეპორტაციის საქმეზე უშუალოდ მის მიერ კვალიფიციურად ნაწარმოები საქმისა და საქართველოს ამ საქმეზე გამარჯვების გამო. როგორც გორდულაძემ განმარტა, სინამდვილეში მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, ინტენსიური მუშაობის შედეგად სტრასბურგის სასამართლოს 118 დაზარალებულის ნაცვლად, 1800-მდე ქართველი მსხვერპლის მონაცემი წარედგინა, რის შედეგადაც რუსეთს 10 მილიონი ევროს გადახდის ვალდებულება დაეკისრა.
„ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ის ამაყობს ქართველების რუსეთის ფედერაციიდან დეპორტაციის საქმეზე უშუალოდ მის მიერ კვალიფიციურად ნაწარმოები საქმის და ამ საქმეზე საქართველოს გამარჯვების გამო.
სინამდვილეში, მიუხედავად იმისა, რომ წინა ხელისუფლება აპელირებდა დაახლოებით 4600 პირის რუსეთიდან დეპორტაციაზე, სტრასბურგის სასამართლოს წინა ხელისუფლებამ წარუდგინა მხოლოდ 118 დაზარალებულის მონაცემი.
ევროპულმა სასამართლომ მოითხოვა დაზარალებულების დეტალური სია, რომელიც არც დამუშავებული იყო და არც რომელიმე უწყებაში შენახული. შესაბამისად, ჩვენს ხელისუფლებას წლების შემდეგ მოუწია დაზარალებულებთან კომუნიკაცია, სხვადასხვა წყაროს სიღრმისეული ანალიზი, რის შედეგადაც სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში გაიგზავნა 1800-მდე ქართველი მსხვერპლის შესახებ დეტალური მონაცემები მათი გამოძევების დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად. შედეგად, რუსეთს დაეკისრა 10 მილიონი ევროს გადახდის ვალდებულება.
რომ არა ჩვენი ხელისუფლების მიერ წლების შემდეგ განხორციელებული ინტენსიური სამუშაოები, დეპორტირებულების საქმეზე მხოლოდ 118 პირის გამოძევების დამადასტურებელი ინფორმაცია ჰქონდათ შეგროვებული და რეალური რისკი იყო იმის, რომ მთლიანად საქმე წაგვეგო, რადგან ამ მონაცემით მასობრივი დეპორტაცია ვერ დადასტურდებოდა“, - აღნიშნა გორდულაძემ.
ასევე, მან კვლავ აღნიშნა ის ფაქტი, რომ „ქართული ოცნება“ სარჩელში მითითებული პარტიების აკრძალვას ითხოვს იმის გამო, რომ ისინი ფეხქვეშ თელავენ საქართველოს კონსტიტუციას. გარდა ამისა, გორდულაძის თქმით, კვლავ დადასტურდა, რომ გვარამიას პარტია არ აღიარებს არჩეულ ხელისუფლებას.
„ნიკა გვარამია და მისი პარტია აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ იმ ოპოზიციური პარტიების აკრძალვა სურს, რომლებიც ხელახალი არჩევნების ჩატარებას და უკანონო პატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.
კიდევ ერთხელ, ცალსახად გვსურს განვაცხადოთ, რომ „ქართული ოცნება“ სარჩელში მითითებული არაკონსტიტუციური პარტიების აკრძალვას ითხოვს იმის გამო, რომ ისინი ფეხქვეშ თელავენ საქართველოს კონსტიტუციას და ეწევიან ისეთ საქმიანობას, რომლის მიზანია, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. ამასთანავე, სასამართლო სხდომაზე ნიკა გვარამიას პარტიის მიერ გაკეთებული განცხადებით იმის შესახებ, რომ ისინი ხელახალი არჩევნების ჩატარებას და უკანონო პატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ, კიდევ ერთხელ დადასტურდა შემდეგი:
პირველი - ნიკა გვარამიას პარტია კვლავ არ აღიარებს ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას და იმ უმთავრეს კონსტიტუციურ პრინციპს, რომ საქართველოს ხელისუფლების წყარო არის ხალხი;
მეორე - ძალადობრივი აქციების დროს საქართველოს პარლამენტის შენობისთვის „მოლოტოვის კოქტეილების“ მსროლელი და პარლამენტის შენობის დაწვის, ასევე, პოლიციელების ცოცხლად დაწვის მცდელობის ჩამდენი პირების, ასევე, 4 ოქტომბრის ძალადობის ჩამდენი პირების „უკანონო პატიმრებად“ მოხსენიებით ნიკა გვარამიას პარტია არათუ არ ემიჯნება ამ ძალადობრივ ქმედებებს, არამედ ღია მხარდაჭერას უცხადებს მას“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
1793291826
ახალი ამბებიპენიტენციური სამსახური: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ადვოკატ დარეჯან სულაშვილისთვის ჩანაწერების გატანაზე შეზღუდვის დაწესების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება
სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ადვოკატ დარეჯან სულაშვილისთვის ჩანაწერების გატანაზე შეზღუდვის დაწესების შესახებ გავრცელებული ინ...
1793290911
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი საქართველო-რესეთის ურთიერთობაზე: ჩვენ ვემხრობით პრაგმატულ პოლიტიკას, რაც გულისხმობს ქვეყნის ინტერესებზე მორგებული პოლიტიკის გატარებას
რუსეთთან საქართველოს ურთიერთობების მიზანშეწონილობაზე „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, წლების განმავლობაში, „ნაციონალური მოძრაობის...
1793289054
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: სტრასბურგის სასამართლოში თუ უნდა წავიდეს 5 რადიკალური პარტიის აკრძალვის საქმე, სარჩელში მათ დახვდებათ თავისივე გადაწყვეტილებები იმის ნიშნად, რომ სწორედ „ნაცმოძრაობა“ ჩადიოდა ამ უბედურებებს, როცა ის ხელისუფლებაში იყო
რამდენად პერსპექტიულია 5 პარტიის აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის შემდეგ საქმე განსახილველად სტრასბურგის ადამიანის უფლებების საერთაშორისო სასამართლოს გადაეცეს, ამ თემაზე ჟურნალისტებთან „ხალხ...
1793288205
ახალი ამბებიქობულეთში, პეტრას ციხესთან ქორწილის მანქანა გადაბრუნდა - არიან დაშავებულები
ინფორმაციით, საქორწინო კოლონაში მოძრავი ერთ-ერთი ავტომობილი გადაბრუნდა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ამ დროისთვის უცნობია, რამდენად მძიმეა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ავტოსაგზაო შემთხვე...
1793288117
მსოფლიოVolkswagen-ის ზარალმა 2026 წლის მესამე კვარტალში თითქმის 6 მლრდ ევრო შეადგინა
გერმანიის ავტოკონცერნის, Volkswagen-ის ზარალმა 2026 წლის მესამე კვარტალში 5,82 მლრდ ევრო შეადგინა. ეს თითქმის 5-ჯერ მეტია, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს. კო...































