ყოფილი შაჰის ვაჟმა ირანელებს საპროტესტო აქციების გაგრძელებისკენ მოუწოდა

 ირანის ყოფილი შაჰის ვაჟმა, რეზა ფაჰლევიმ ირანის მოქალაქეებს საპროტესტო აქციების გაგრძელებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ირანელი ხალხის გმირობას აკვირდება და მათ დასახმარებლად მზადაა.

„დღეს მსოფლიო თქვენს გამბედაობას აფასებს. პრეზიდენტი ტრამპი, როგორც თავისუფალი მსოფლიოს ლიდერი, ყურადღებით აკვირდება თქვენს სიმამაცეს. მან განაცხადა, რომ მზად არის დაგეხმაროთ. მომივიდა საიმედო ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს, რომ ისლამური რესპუბლიკა მძიმე დეფიციტის წინაშე დგას,, უსაფრთხოების ძალების ბევრმა თანამშრომელმა სამუშაო ადგილი დატოვა ან არ დაემორჩილნენ ბრძანებებს. არ დატოვოთ ქუჩები. ჩემი გული თქვენთანაა. ვიცი, რომ მალე თქვენ გვერდით ვიქნები“, - განაცხადა მან.

მანამდე იგივე განაცხადა დონალდ ტრამპმაც.

საპროტესტო აქციები თეირანში ორი კვირის წინ, ეკონომიკური სიდუხჭირის გამო დაიწყო. მას შემდეგ გამოსვლები ირანის ყველა პროვინციის 100-ზე მეტ ქალაქში გავრცელდა. სხვადასხვა წყარო ირანში დაღუპული მანიფესტანტების რაოდენობის შესახებ განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს. Time-ის ცნობით, აქციებზე 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1768145251

მსოფლიო

ირანის პრეზიდენტი არეულობაში უცხოელებთან დაკავშირებულ „ტერორისტებს“ ადანაშაულებს

 ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა ქვეყანაში მიმდინარე არეულობაში უცხოელებთან დაკავშირებული „ტერორისტები“ დაადანაშაულა, რომლებიც, მისი თქმით, ბაზრებს, მეჩეთებსა და კულტურულ ღირსშესანიშნაობებს წვავე...

ირანის პრეზიდენტი

1768143510

მსოფლიო

ნეთანიაჰუ: თეირანში რეჟიმის დამხობის შემდეგ ისრაელი და ირანი კვლავ პარტნიორები გახდებიან

 ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი და ირანი კვლავ პარტნიორები გახდებიან თეირანში რეჟიმის დამხობის შემდეგ. ამის შესახებ მან ყოველკვირეული კაბინეტის სხდომის დასაწყისშ...

ბენიამინ ნეთანიაჰუ

1768142128

საზოგადოება

წყალტუბოს გადასახვევი-მელეს მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

 საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო...

გზების დეპარტამენტი

1768140476

მსოფლიო

ორბანი: ადრე თუ გვიან ბრიუსელსაც მოუწევს სიმართლისთვის თვალის გასწორება, უკრაინა არ გვაძლიერებს, არამედ გვასუსტებს

 ადრე თუ გვიან ბრიუსელსაც მოუწევს სიმართლისთვის თვალის გასწორება, უკრაინა არ გვაძლიერებს, არამედ გვასუსტებს, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა. მისი თქმით, თუ ამჟამინდ...

ორბანი:

1768139456

მსოფლიო

ნობელის ინსტიტუტში განაცხადეს, რომ მაჩადო ტრამპს თავის მშვიდობის პრემიას ვერ გადასცემს

 მარია კორინა მაჩადოს განცხადების შემდეგ, რომ სურს მშვიდობის დარგში მისთვის მინიჭებული ნობელის პრემია დონალდ ტრამპს გადასცეს, ნობელის ინსტიტუტმა განაცხადა, რომ პრემიის სხვა ადამიანისთვის გადაცემა შეუძ...

ნობელის პრემია