ჯაბა ხუბუა: ანა ნადარეიშვილმა, რომელიც თურმე სანთლით ეძებს ადამიანებს, ვისაც მისმა ქმარმა „რამე დაუშავა“ ასგზის უნდა თქვას მადლობა, რომ ბაჩო ახალაიას მიერ გაუბედურებული და ცხოვრებაგანადაგურებული ადამიანები მას იქით არ ეძებენ ანგარიშის გასასწორებლად
სააკაშვილის რეჟიმის ჯალათის - ბაჩანა ახალაიას ცოლი ანა ნადარეიშვილი აცხადებს: სანთლით ვეძებ ადამიანებს, რომლებსაც ჩემმა ქმარმა რამე დაუშავაო! იმ ადამიანების ჩამოთვლა რომ დავიწყო, რომლებიც ბაჩო ახალაიას ბრძანებით ან მისი უშუალო მონაწილეობით სასტიკად სცემეს, აწამეს, გააუბედურეს და ცხოვრება დაუნგრიეს, მე დილამდე მოვუნდები წერას და მერე თქვენ - შუადღემდე წაკითხვას, - წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა X-ზე.
ჟურნალისტს მოჰყავს ამონარიდი ბაჩო ახალაიას ხელქვეითის მიერ პატიმრების წამების საქმეზე გამოძიებისათვის მიცემული ჩვენებიდან, სადაც წერია, რომ „პატიმრების ცემის და დამცირების ფაქტები იყო სავალდებულო ფორმა და ყველა ვალდებული იყო, შეესრულებინა ბ. ახალაიას მითითება“.
„ამიტომ შემოგთავაზებთ ამონარიდს ისევ და ისევ ბაჩო ახალაიას ხელქვეითის მიერ პატიმრების წამების საქმეზე გამოძიებისათვის მიცემული ჩვენებიდან.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის გაგა მკურნალიძის (თავადაც ცნობილი ჯალათის) ჩვენებიდან : ,,ე.წ. კარანტინის დაშლისას პატიმრების ცემა და შეურაცხყოფა დაინერგა მას მერე, რაც დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა ბაჩანა ახალაია... პატიმრების ცემის და დამცირების ფაქტები იყო სავალდებულო ფორმა და ყველა ვალდებული იყო, შეესრულებინა ბ. ახალაიას მითითება“.
ანა ნადარეიშვილმა, რომელიც თურმე სანთლით ეძებს ადამიანებს, ვისაც მისმა ქმარმა ,,რამე დაუშავა" ასგზის უნდა თქვას მადლობა, რომ ბაჩო ახალაიას მიერ გაუბედურებული და ცხოვრებაგანადგურებული ადამიანები მას იქით არ ეძებენ ანგარიშის გასასწორებლად. და არც უნდა ეძებონ, რადგან ახალაიასა და მისნაირ ჯალათებს ანგარიში მხოლოდ კანონმა და სამართალმა უნდა გაუსწოროს”, - წერს ხუბუა.
1780213029
ახალი ამბებიგიორგი სოსიაშვილი ოპოზიციაზე: საქართველოს განიხილავდნენ, როგორც თავიანთ ბიზნესპროექტს, ამ ღალატით შოულობდნენ ფულს და ცხადია, დღემდე ძალაუფლების ხელში ჩაგდების წყურვილი აქვთ
საქართველოს განიხილავდნენ, როგორც თავიანთ ბიზნესპროექტს, ამ ღალატით შოულობდნენ ისინი ფულს და ცხადია, დღემდე წყურვილი აქვთ ძალაუფლების ხელში ჩაგდების, ხელისუფლების სათავეში მოსვლის, - განაცხადა განათლე...
1780211616
ახალი ამბებიპოლიციელის დღისადმი დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით 1-ელი ივნისის ჩათვლით თბილისში, ცალკეულ მონაკვეთებზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
„საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ პოლიციელის დღისადმი დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით 30 მაისიდან 1-ელი ივნისის ჩათვლით თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სა...
1780210383
მსოფლიოტრამპი ირანთან შეთანხმებაში ცვლილებების შეტანას ითხოვს, განსაკუთრებით ურანის მარაგის ბედთან დაკავშირებით
ირანთან ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერასთან დაკავშირებით 29 მაისს გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეთანხმებაში რამდენიმე ცვლილების შეტანა მოითხოვა, მათ შორის ისლამური რესპუ...
1780208933
ახალი ამბებიშინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსს დავით თამაზაშვილს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსს დავით თამაზაშვილს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის...
1780208847
ახალი ამბებითბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს ვაჟა სირაძეს გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს ვაჟა სირაძეს გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ინფორმაციით,...































