15 ნოემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე იქროლებს ძლიერი ქარი, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი

15 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, დღის საათებში - აფხაზეთში, აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის და გურიის რეგიონებში დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობით. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაშია ნათქვამი, ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე, მათ შორის, დედაქალაქში იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონებში ზოგან შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია აჭარა-გურიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მდინარეებსა და მათი შენაკადების ქვემო წელში წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ურბანულ დასახლებებში ცალკეული ტერიტორიების დატბორვა გამოიწვიოს (საფრთხის დონე – საშუალო)“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794637774

მსოფლიო

The Hill: ტრამპი, პუტინი და სი ძინპინი ჩინეთში პირველ სამმხრივ შეხვედრას გამართავენ, თუმცა უკრაინას არ განიხილავენ

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მომავალ კვირას, ჩინეთში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის ფარგლებში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრ...

ჩინეთის დროშა

1794636223

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი 14 ნოემბერს საქართველოში

14 ნოემბერს ქუთაისში წვიმიანი ამინდი იქნება, დღისით +24 და ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზეა მოსა...

ამინდი

1794602151

სპორტი

მერაბ დვალიშვილი: იმედი მაქვს, რომ ყველას გაათავისუფლებენ, არავის ვუჩივლებ

UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი და მოჭიდავე საბა ლაზიშვილი გათავისუფლებული არიან. დროებითი მოთავსების იზოლატორის დატოვების შემდეგ სპორტსმენმა სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა და მხარდაჭერი...

მერაბ დვალიშვილი

1794600976

მსოფლიო

დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ პოლონეთი ამერიკული იარაღის შესაძენად უკრაინის დაფინანსების პროგრამაში მონაწილეობას აღარ მიიღებს

პოლონეთი PURL-ის (უკრაინის პრიორიტეტული საჭიროებების სია) პროგრამაში წვლილის შეტანას წყვეტს. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან საუბრის შემდეგ...

 დონალდ ტუსკი

1794599214

სპორტი

14 ნოემბერს საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები თბილისში უნგრეთს უმასპინძლებს

14 ნოემბერს  საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მეხუთე შეხვედრას გამართავს. ჩვენი გუნდი უნგრელებს მიხეილ მესხის სტადიონზე უმასპინძლებს. დღეს ჟურნალისტების შეკითხვებს, მთავარმა მწვრთნე...

საქართველოს ეროვნული ნაკრები