19 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი ველორბოლის გამო, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

„19 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე ველორბოლა „თბილისის თასი“ გაიმართება, რის გამოც 09:00 -დან 12:00 საათამდე, რუსთაველის გამზირზე ზეთისხილის ხის მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნამდე საგზაო მონაკვეთში, ავტომობილებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება სრულად შეიზღუდება“, - აღნიშნულის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შეზღუდვის პერიოდში, სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება გიორგი ლეონიძის, პავლე ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების გამოყენებით.

„ამასთანავე, მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება - ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის და ზანდუკელის ქუჩების, ხოლო შემდგომ ბარნოვის, გოგებაშვილისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩების გავლით.

ხოლო, უკუმიმართულებით მელიქიშვილის გამზირისა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილები მოხვდებიან - გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გამოყენებით. თავისუფლების მოედანზე გადაადგილება შეზღუდული იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირის მიმართულებით.

მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით მიმავალი ავტომობილები რუსთაველის გამზირზე, ზეთის ხილის ხესთან მობრუნების შემდეგ გადაადგილებას შეძლებენ მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დახმარებით.

შეზღუდვის პერიოდში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მერაბ კოსტავას ქუჩიდან ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩისკენ იმოძრავებს - მიხეილ ჯავახიშვილის და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით. ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩიდან კი დადგენილი სქემით განაგრძობს სვლას. უკუ მიმართულებისას მიმავალი ავტობუსები და მიკროავტობუსები, მერაბ კოსტავას ქუჩას კვლავ მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის გავლით დაუკავშირდებიან და შემდეგ დადგენილი სქემით იმოძრავებენ“, - აღნიშნულია განცხადებაში.  

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1760708267

ახალი ამბები

გეკა გელაძე 4 ოქტომბრის საქმეზე: დღეს დავაკავეთ კიდევ 16 პირი, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩვენ მიერ ამ დროისთვის სულ დაკავებულია 62 პირი

შსს-მ 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 16 პირი დააკავა, ჯამში დაკავებულია 62 ადამიანი, – განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფ...

გეკა გელაძე

1760708248

ახალი ამბები

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 17 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7079 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7095 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რო...

 ვალუტის კურსი

1760706477

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ბატონი ფიშერი ღიად და თავხედურად ერევა ჩვენს შიდა საქმეებში

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი ღიად და თავხედურად ერევა საქართველოს შიდა პოლიტიკაში. „აეფდ-ს რაც არ უნდ...

მაჭავარიანი

1760703424

მსოფლიო

The Telegraph: ტრამპისა და პუტინის შეხვედრის ადგილად უნგრეთის დასახელება ევროკავშირისთვის მტკივნეული დარტყმაა

გამოცემა The Telegraph-ი წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინის შეხვედრის ადგილად უნგრეთის დასახელება ევროკავშირისთვის მტკივნეული დარტყმაა. გამოცემის ცნობით,...

ტრამპისა და პუტინის შეხვედრ

1760700362

მსოფლიო

კონგრესმენი ანა პაულინა ლუნა: ჯერ კიდევ ორი წლის წინ ბრიტანეთის მთავრობამ ზელენსკი აიძულა, რომ სამშვიდობო შეთანხმებას არ დათანხმებულიყო

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრი ანა პაულინა ლუნა სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ ჯერ კიდევ ორი წლის წინ ბრიტანეთის მთავრობამ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აიძულა, რომ რუსეთთან სამ...

 ანა პაულინა ლუნა