შინაგან საქმეთა სამინისტრო შეკრება-მანიფესტაციის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო შეკრება-მანიფესტაციის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანონით აკრძალული ქმედების ჩამდენ პირს პირველ ჯერზე, შესაძლოა დაეკისროს ადმინისტრაციულ პატიმრობა, ხოლო ქმედების განმეორების შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1 წლამდე ვადით, ხოლო ქმედების არაერთგზის ჩადენისას - 2 წლამდე ვადით.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2025 წლის 17 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებები. გვსურს კიდევ ერთხელ განვმარტოთ თუ რას გულისხმობს აღნიშნული ცვლილებები.
კანონის ახალი რედაქციის თანახმად, 60 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას გამოიწვევს შეკრება-მანიფესტაციისას:
ცეცხლსასროლი ან/და ცივი იარაღის, ფეთქებადი, ადვილად აალებადი, რადიოაქტიური ნივთიერების ან პიროტექნიკური ნაწარმის ქონა;
აკრძალული საგნის ან ნივთიერების ქონა;
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შსს-ს მოთხოვნით შეწყვეტილ შეკრებაში მონაწილეობა.
შეკრების მონაწილეებისთვის 15 დღემდე, ხოლო ორგანიზატორებისთვის − 20 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას გამოიწვევს შეკრება-მანიფესტაციისას:
სახის ნიღბით ან სხვა საშუალებით დაფარვა;
ცრემლმდენი ან/და მომწამვლელი ნივთიერების ქონა;
გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრებაში მონაწილე პირთა რაოდენობა;
დროებითი კონსტრუქციის მოწყობა, რაც საფრთხეს ქმნის ან ხელს უშლის შეკრებას ან/და პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას.
ჩამოთვლილი ყველა ქმედების ჩამდენ პირს პირველ ჯერზე, შესაძლოა დაეკისროს ადმინისტრაციულ პატიმრობა, ხოლო ქმედების განმეორების (სახდელდადებული პირის მიერ 1 წლის განმავლობაში ქმედების ჩადენა) შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1 წლამდე ვადით, ხოლო ქმედების არაერთგზის ჩადენისას − 2 წლამდე ვადით.
გარდა ამისა, სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს მესამედ ან მეტჯერ, ჩადენილი პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა ან/და პოლიციელისთვის შეურაცხყოფის მიყენება. აღნიშნულ ქმედებაზე სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე ვადით, ხოლო არაერთგზის ქმედების ჩადენისას − 2 წლამდე ვადით.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს, პროტესტი გამოხატონ „შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და არ მოახდინონ გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად ბლოკირება.
წინააღმდეგ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო იმოქმედებს კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში, მოახდენს ყველა სამართალდამრღვევი პირის იდენტიფიცირებას და მათ მიმართ გაატარებს კანონით განსაზღვრულ შესაბამის ზომებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
1760720814
ახალი ამბებიგიორგი ჯინჭარაძე საქართველოს სპორტის მინისტრს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე საქართველოს სპორტის მინისტრ შალვა გოგოლაძეს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და აფხ...
1760719277
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: შიდა ტერორისტების მიმართ მხარდაჭერის მხილების შემდეგ, პასუხისმგებლობიანი პოლიტიკოსი ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგებოდა
„ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე როდესაც ვიდეოს იღებდა, გამოჩნდა, რომ ამ დროს იგი ექსტრემისტული ჯგუფის ერთ-ერთ წარმომადგენელს ესაუბრებოდა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავ...
1760717264
ახალი ამბებიდიმიტრი სამხარაძე: როცა საქართველოს ინტერესების დასაცავად, მშვიდობის შესანარჩუნებლად, ბიძინა ივანიშვილი საკუთარ კეთილდღეობას სწირავს, ასეთ დროს, ნებისმიერი არასწორი ნაბიჯი ერისკაცის და საქართველოს ღალატია
„ქართული ოცნება” იწყება და მთავრდება ბატონი ბიძინა ივანიშვილით! მე, შენ, ჩვენ, ერისკაცმა მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენს ქვეყანას გულწრფელად, ერთგულად, პატიოსნად და ღირსებით ვემსახუროთ! - წერს „ქა...
1760716485
ახალი ამბებისუსი ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე: დღეს არავინ იკითხება და არც არავინ არის დაკავებული
„ქრონიკამ“ ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კითხვით მიმართა. როგორც უწყებაში განაცხადეს, ყოფილი მაღალჩინოსნები ამოღებული ელექტრომოწყობილობების და სხვა ნივთების, მათ შორ...
1760714343
ახალი ამბებიგივი მიქანაძე: ევროპის არაერთ ქვეყანაში ხდება გადასვლა სამწლიან საბაკალავრო და ერთწლიან სამაგისტრო სისტემაზე, რომ გადავავლოთ ფაკულტეტებზე საგნებს, არის საგნები, რომელთა გარკვეული საჭიროება და აუცილებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას
„ევროპის არაერთ ქვეყანაში ხდება გადასვლა სამწლიან საბაკალავრო და ერთწლიან სამაგისტრო სისტემაზე. რომ გადავავლოთ სხვადასხვა ფაკულტეტზე საგნებს, არის შემოტანილი საგნები, რომელთა გარკვეული საჭიროება და აუ...