გივი მიქანაძე: ევროპის არაერთ ქვეყანაში ხდება გადასვლა სამწლიან საბაკალავრო და ერთწლიან სამაგისტრო სისტემაზე. რომ გადავავლოთ ფაკულტეტებზე საგნებს, არის საგნები, რომელთა გარკვეული საჭიროება და აუცილებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას

ევროპის არაერთ ქვეყანაში ხდება გადასვლა სამწლიან საბაკალავრო და ერთწლიან სამაგისტრო სისტემაზე. რომ გადავავლოთ სხვადასხვა ფაკულტეტზე საგნებს, არის შემოტანილი საგნები, რომელთა გარკვეული საჭიროება და აუცილებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ „დღის ქრონიკაში“.

წაყვანმა მას ჰკითხა, რამდენად კვალიფიციურ კადრს მიიღებს 3+1 სისტემით სახელმწიფო.

„ევროპის არაერთ ქვეყანაში ხდება გადასვლა სამწლიან საბაკალავრო და ერთწლიან სამაგისტრო სისტემაზე. ამის მთავარი მიზანია, რომ კონკრეტული პროფესიების მიმართულებით პროფილურად აღვჭურვოთ ძირითადი, ფუნდამენტური ცოდნით და შესაბამისად, მივცეთ საშუალება, რომ ბაზარზე რაც შეიძლება მალე დაიმკვიდროს თავი ადამიანმა და შეუდგეს კარიერულ წინსვლას. 3+1 სისტემა ეს არის მოდელი, რომელიც საქართველოშიც კი უკვე რამდენიმე წელია რამდენიმე მიმართულებაზე არის დანერგილი და ევროპის არაერთი ქვეყანაა, სადაც ეს სისტემა უკვე მოქმედია, აბსოლუტურად არანაირ წინააღმდეგობაში არ მოდის ბოლონიის პროცესთან, არის მოქნილი. რაც მთავარია, ორიენტირებულია ისეთ მოცემულობებზე, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ძირითად, ფუნდამენტურ და აუცილებელი ცოდნის აღჭურვის შესაძლებლობას იძლევა.

რომ გადავავლოთ სხვადასხვა ფაკულტეტზე საგნებს, არის შემოტანილი საგნები, რომელთა გარკვეული საჭიროება და აუცილებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. თუ დავტოვებთ მხოლოდ იმ ძირითად მოცემულობებს, რომელიც აუცილებელია კონკრეტული პროფესიის და კვალიფიკაციის მისაღებად საუნივერსიტეტო დონეზე, თავისუფლად შეგვიძლია, რომ ეს სამწლიან საბაკალავრო პროცესში ჩავრთოთ“, - აღნიშნა მიქანაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1760720814

ახალი ამბები

გიორგი ჯინჭარაძე საქართველოს სპორტის მინისტრს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე საქართველოს სპორტის მინისტრ შალვა გოგოლაძეს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და აფხ...

გიორგი ჯინჭარაძე საქართველოს სპორტის მინისტრს შეხვდა

1760719277

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: შიდა ტერორისტების მიმართ მხარდაჭერის მხილების შემდეგ, პასუხისმგებლობიანი პოლიტიკოსი ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგებოდა

„ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე როდესაც ვიდეოს იღებდა, გამოჩნდა, რომ ამ დროს იგი ექსტრემისტული ჯგუფის ერთ-ერთ წარმომადგენელს ესაუბრებოდა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავ...

შალვა პაპუაშვილი

1760717264

ახალი ამბები

დიმიტრი სამხარაძე: როცა საქართველოს ინტერესების დასაცავად, მშვიდობის შესანარჩუნებლად, ბიძინა ივანიშვილი საკუთარ კეთილდღეობას სწირავს, ასეთ დროს, ნებისმიერი არასწორი ნაბიჯი ერისკაცის და საქართველოს ღალატია

„ქართული ოცნება” იწყება და მთავრდება ბატონი ბიძინა ივანიშვილით! მე, შენ, ჩვენ, ერისკაცმა მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენს ქვეყანას გულწრფელად, ერთგულად, პატიოსნად და ღირსებით ვემსახუროთ! - წერს „ქა...

დიმიტრი სამხარაძე

1760716485

ახალი ამბები

სუსი ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე: დღეს არავინ იკითხება და არც არავინ არის დაკავებული

„ქრონიკამ“ ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კითხვით მიმართა. როგორც უწყებაში განაცხადეს, ყოფილი მაღალჩინოსნები ამოღებული ელექტრომოწყობილობების და სხვა ნივთების, მათ შორ...

სუსისსუსის

1760714343

ახალი ამბები

გივი მიქანაძე: ევროპის არაერთ ქვეყანაში ხდება გადასვლა სამწლიან საბაკალავრო და ერთწლიან სამაგისტრო სისტემაზე, რომ გადავავლოთ ფაკულტეტებზე საგნებს, არის საგნები, რომელთა გარკვეული საჭიროება და აუცილებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას

„ევროპის არაერთ ქვეყანაში ხდება გადასვლა სამწლიან საბაკალავრო და ერთწლიან სამაგისტრო სისტემაზე. რომ გადავავლოთ სხვადასხვა ფაკულტეტზე საგნებს, არის შემოტანილი საგნები, რომელთა გარკვეული საჭიროება და აუ...

გივი მიქანაძე