"2022 წლის იმუნიზაციის გეგმის მიხედვით, ივლისამდე საქართველოს მოსახლეობის 70 პროცენტი უნდა იყოს აცრილი" - თამარ გაბუნია
2022 წლის იმუნიზაციის გეგმის მიხედვით, რომელიც დღეს იმუნიზაციის საბჭომ განიხილა, ივლისამდე საქართველოს სრული მოსახლეობის 70 პროცენტი უნდა აიცრას.
ჯანდაცვის სამინისტრომ გეგმის საბოლოო ვერსია დასამტკიცებლად მთავრობას უნდა წარუდგინოს.
საბჭოს წევრების განცხადებით, მათ შორის განიხილეს იმ ვაქცინების შესყიდვის საკითხი, რომლებიც ახალი შტამების საწინააღმდეგოდ იქმნება.
ივლისის ჩათვლით 70 პროცენტის სრული დოზით აცრას სახელმწიფო საინფორმაციო კამპანიის გაძლიერების და წამახლისებელი ღონისძიებების შედეგად გეგმავს.
„გეგმის ვერსია, რომელიც დღეს ჩვენ განვიხილეთ, ბუნებრივია, მიჰყვება საერთაშორისო რეკომენდაციებს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სამიზნე არის, რომ საერთო მოსახლეობის 70% ივლისის თვემდე უნდა იყოს აცრილი.
აქედან გამომდინარე, ჩვენთვისაც სასურველი მიზანი არის, მივყვეთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს.
თუმცა, გასათვალისწინებელია ის ფონიც და საჭიროებებიც, რაც „ომიკრონის“ შემდეგ იქმნება.
ამან შესაძლოა, გამოიწვიოს გარკვეული ცვლილებები, როგორც სამიზნეებთან დაკავშირებით, ასევე დეტალებთან დაკავშირებით.
სამიზნე ჯგუფები ვაქცინაციის მიზნეებისთვის მომავალ წელსაც არის იგივე, ეს არის:
მაღალი ასაკის მოსახლეობა, ქრონიკული დაავადების მქონე პირები, სამედიცინო პერსონალი, სხვა ესენციური ჯგუფები, ვისაც აქვს ზოგადად მაღალი რისკი თავისი პროფესიიდან გამომდინარე.
პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ამ ჯგუფების მოცვა.
ასევე, გეგმა აკეთებს აქცენტს ბუსტერ დოზის მნიშვნელობაზე.
გეგმაში ასევე გათვალისწინებულია დღეს შემუშავების პროცესში მყოფი ვაქცინების ბაზარზე გამოჩენის შესაძლებლობა, რომელთაც ექნებათ კიდევ განსხვავებული მახასიათებლები, იქნებიან ადაპტირებული ახალ შტამებთან მიმართებაში, გეგმამ ესეც უნდა გაითვალისწინოს შესყიდვის პროცესში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
სხვა სიახლეები:
🔳 "მივმართოთ ხატიას, გახდეს ჩვენი წინამძღოლი" - ნათია ფანჯიკიძე
🔳 რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინაში ჩავიდა
🔳 საქართველოში კორონავირუსის 23 664 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 8 326 პაციენტი
1791809968
ახალი ამბებინინო ფოჩხუა: ანაკლიის და რკინიგზის მოდერნიზების შემდეგ, ის ინტერესი რომ საქართველო გახდეს ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის ახალი სატრანსპორტო მარშრუტის განუყოფელი ნაწილი, უკვე რეალობად იქცა
„ანაკლიის და რკინიგზის მოდერნიზების შემდეგ, ის ინტერესი რომ საქართველო გახდეს ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის ახალი სატრანსპორტო მარშრუტის განუყოფელი ნაწილი, შეასრულოს მთავარი როლი აზიის ქვეყნებს, ევროპას...
1791809645
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ანტიკორუფციულ ზომად განიხილება სათანადო ხელფასით თანამდებობის პირების უზრუნველყოფა, საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს, პრეზიდენტს, მინისტრს რატომ აქვს ამდენი ხელფასი, სპეკულაციაა
წინა ხელისუფლების პერიოდში ბიძინა ივანიშვილი პირადად, საკუთარი სახსრებით საჯარო მოსამსახურეებს უფინანსებდა ხელფასებზე დანამატებს და ეს იყო ანტიკორუფციული ზომა. ანტიკორუფციულ ზომად განიხილება სათანადო...
1791807887
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: 12 000 ლარზე ნაკლებ ხელფასს თუ აძლევ მინისტრს, ნიშნავს, უბიძგებ კორუფციისკენ, მინისტრი რა საქმესაც აკეთებს, იმის ანალოგიურ პოზიციაზე კერძო სექტორში მას ექნებოდა დაახლოებით 50 000 და 100 000 ლარი ხელფასი
„12 000 ლარზე ნაკლებ ხელფასს თუ აძლევ მინისტრს, ეს ნიშნავს იმას, რომ უბიძგებ კორუფციისკენ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა,...
1791807082
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: თუ დააკვირდებით, აღარ აქვეყნებენ ხოლმე ოპოზიციური არხები ინფლაციის მონაცემებს, ვფიქრობ, შეცვლილი ტენდენციები არის იმ პროცესის შედეგი, რაც ჩვენ წამოვიწყეთ
„რაც შეეხება ინფლაციას, თუ დააკვირდებით, აღარ აქვეყნებენ ხოლმე ოპოზიციური არხები ინფლაციის მონაცემებს. მანამდე სიხარულით აქვეყნებდნენ ხოლმე, რომ ზრდა იყო 11-12 %-ით. იქაც მანიპულირებდნენ - აქვეყნებდნე...
1791806427
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: 20 ლარი იყო ის მატება, რომელიც გათვალისწინებული იყო რამდენიმე წლის წინ დამტკიცებული ინდექსაციის წესით, თუმცა ბიუჯეტში გამოვძებნეთ რესურსი და ჩვენ მოვახერხეთ ჯამში 45 ლარით პენსიის გაზრდა 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის
„ბიუჯეტში გამოვძებნეთ რესურსი, კერძოდ, 128 მლნ ლარი და ამის ხარჯზე ჩვენ მოვახერხეთ პლუს 25 ლარით, ანუ ჯამში 45 ლარით პენსიის გაზრდა 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმ...


























