4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ 12 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, ხოლო ერთ პირს, რომელმაც შეთანხმებაზე უარი განაცხადა, ხუთი წლით პატიმრობა მიესაჯა
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 12 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. 11 პირის მიმართ გაფორმებული საპროცესო შეთანხმება ერთწლიან საპატიმრო სასჯელსა და სამწლიან პირობით მსჯავრს ითვალისწინებს. ხოლო, ერთ-ერთ პირს, საბა კორძაიას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, წელიწადი და ექვსი თვით საპატიმრო სასჯელი და სამწლიანი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა. პროკურორის განცხადებით, ის სხვა სისხლის სამართლის საქმეზე უკვე მსჯავრდებული იყო.
ბრალი აღიარეს და საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ გიორგი კირვალიძეს, სიმონ მახარაძეს, კახაბერ კვაჭანტირაძეს, გია თოლორაიას, მიხეილ თოლორაიას, ავთანდილ თოფჩიშვილს, იური ლომიძეს, დავით გიუნაშვილს, გიორგი ტალახაძეს, ბექა მაჭავარიანს, საბა კორძაიასა და კობა ეპიტაშვილს.
მათ რამდენიმე მუხლით ჰქონდათ წარდგენილი ბრალი. ესენია: სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად, ასევე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა. აღნიშნული დანაშაულები ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქმის აღნიშნულ ეპიზოდზე დაკავებულმა კიდევ ერთმა პირმა, მანუჩარ მიქელაძემ საპროცესო შეთანხმებაზე უარი განაცხადა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას ხუთი წლით პატიმრობა მიესაჯა.
4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში სულ 64 პირია მიცემული.
1782290629
საზოგადოებათბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაციის პირველი ეტაპი 6 ივლისს დაიწყება
თბილისის მასშტაბით საბავშვო ბაგა-ბაღებში 2026-2027 სასწავლო წლისთვის რეგისტრაცია 6 ივლისიდან დაიწყება. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რეგი...
1782289508
სპორტიმანუჩარ მარკოიშვილის „მონაკო“ საფრანგეთის ჩემპიონი გახდა
მანუჩარ მარკოიშვილის საფრანგეთის ჩემპიონია. ქართველი მწვრთნელის „მონაკომ“ ფინალური სერიის მე-5, გადამწყვეტ მატჩში სტუმრად, „პარიზი“ ანგარიშით 101:92 დაამარცხა და ქვეყნის უმაღლეს ტიტულს დაეპატრონა. ქარ...
1782289079
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი ევროკავშირის რეზოლუციაზე: ამ რეზოლუციებს არც სამართლებრივი, არც იურიდიული ფასი არ აქვს, ისინი, ფაქტობრივად, მაკულატურას წარმოადგენს
ამ რეზოლუციებს არანაირი - არც სამართლებრივი, არც იურიდიული ფასი არ აქვს. ისინი, ფაქტობრივად, მაკულატურას წარმოადგენს მიღების დღიდან, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სა...
1782288978
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი: ევროსაბჭოს რეზოლუცია გაჯერებულია არასწორი ინფორმაციით, მათი მიზანია, ქვეყანაში ვითარება დაძაბონ და საქართველო თავის მართლების რეჟიმში ჩააყენონ
„საინფორმაციო წნეხის გამო ასეთი სახის რეზოლუციებს მუდმივად იმეორებენ, წნეხი რომ ვერ მუშაობს, ხედავთ. ჩვენ ეროვნული ინტერესებით ვმოქმედებთ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმ...
1782287547
ახალი ამბებივაზიანის მაგისტრალური არხის 1-კილომეტრიანი მონაკვეთი გაიწმინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციამ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ვაზიანის მაგისტრალურ არხზე გაწმენდითი სამუშაოები განახორციელა. სამუშაოების ფარგლებში, არხის 1-...



























