ლევან ჟორჟოლიანი: 12 ქსელს ექნება ვალდებულება, რომ განათავსონ საუკეთესო ფასები ekalata.gov.ge-ის პორტალზე, მნიშვნელოვანია აღნიშნული პლატფორმა და ვფიქრობ, რომ მოსახლეობისთვის იქნება შედეგის მომტანი
მომხმარებელს ექნება სრული ინფორმაცია საუკეთესო სამომხმარებლო ფასების შესახებ, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ერთიან საინფორმაციო პლატფორმაზე, www.ekalata.gov.ge-ზე საუბრისას განაცხადა.
ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნული პლატფორმის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელს ექნება სრული ინფორმაცია საუკეთესო სამომხმარებლო ფასების შესახებ. ასევე, ეს წაახალისებს, მათ შორის კონკურენციას აღნიშნულ 12 ქსელში. აღნიშნულ ქსელებს ექნებათ ვალდებულება, რომ განათავსონ საუკეთესო ფასები პორტალზე.
FMCG-ის სექტორის წილი არის 14 მლრდ ლარი 2025 წლის მონაცემებით, ხოლო ორგანიზებული ბაზრის წილი - 64%. შესაბამისად, მნიშვნელოვანია აღნიშნული პლატფორმა და ვფიქრობ, რომ მოსახლეობისთვის იქნება შედეგის მომტანი“,- განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.
1782292407
ახალი ამბებივაკის რაიონში რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება
„წყნეთში, ჯავახიშვილისა და ნაძვების ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქ...
1782291817
ახალი ამბები4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ 12 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, ხოლო ერთ პირს, რომელმაც შეთანხმებაზე უარი განაცხადა, ხუთი წლით პატიმრობა მიესაჯა
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 12 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. 11 პირის მიმართ გაფორმებული საპროცესო შეთანხმება ერთწლიან საპატიმრო სასჯელსა და სამწლიან პირობით მსჯავრს ითვალისწინებს. ხოლო...
1782290629
საზოგადოებათბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაციის პირველი ეტაპი 6 ივლისს დაიწყება
თბილისის მასშტაბით საბავშვო ბაგა-ბაღებში 2026-2027 სასწავლო წლისთვის რეგისტრაცია 6 ივლისიდან დაიწყება. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რეგი...
1782289508
სპორტიმანუჩარ მარკოიშვილის „მონაკო“ საფრანგეთის ჩემპიონი გახდა
მანუჩარ მარკოიშვილის საფრანგეთის ჩემპიონია. ქართველი მწვრთნელის „მონაკომ“ ფინალური სერიის მე-5, გადამწყვეტ მატჩში სტუმრად, „პარიზი“ ანგარიშით 101:92 დაამარცხა და ქვეყნის უმაღლეს ტიტულს დაეპატრონა. ქარ...
1782289079
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი ევროკავშირის რეზოლუციაზე: ამ რეზოლუციებს არც სამართლებრივი, არც იურიდიული ფასი არ აქვს, ისინი, ფაქტობრივად, მაკულატურას წარმოადგენს
ამ რეზოლუციებს არანაირი - არც სამართლებრივი, არც იურიდიული ფასი არ აქვს. ისინი, ფაქტობრივად, მაკულატურას წარმოადგენს მიღების დღიდან, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სა...



























