თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაციის პირველი ეტაპი 6 ივლისს დაიწყება
თბილისის მასშტაბით საბავშვო ბაგა-ბაღებში 2026-2027 სასწავლო წლისთვის რეგისტრაცია 6 ივლისიდან დაიწყება.
როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რეგისტრაცია წარიმართება სამ ეტაპად თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე - kids.org.ge.
„აღსაზრდელთა რეგისტრაცია იქნება ელექტრონული და დაიწყება ივლისში. რეგისტრაცია წარიმართება სამ ეტაპად თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე. რეგისტრაციის პირველი ეტაპი დაიწყება 6 ივლისს, 10:00 საათზე და გაგრძელდება 12 ივლისის 00:00 საათამდე.
რეგისტრაციას გაივლიან შემდეგი მიზნობრივი ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვები: თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები; სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები; თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები; თბილისში რეგისტრირებული მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილები. ასევე, თბილისში რეგისტრირებული მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილები; სამხედრო მოსამსახურეთა შვილები; დედმამიშვილები; ბაღების თანამშრომელთა შვილები“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
რაც შეეხება რეგისტრაციის მეორე ეტაპს, მისი ინფორმაციით, 13 ივლისს, 10:00 საათზე დაიწყება და 19 ივლისის 00:00 საათამდე გაგრძელდება.
„მეორე ეტაპზე დარეგისტრირდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვები, ხოლო მესამე ეტაპი დაიწყება 20 ივლისს, 10:00 საათზე და ითვალისწინებს საყოველთაო რეგისტრაციას, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისის საჯარო ბაღებში რეგისტრაციას შეძლებს 2-დან 6 წლამდე ასაკის ყველა ბავშვი რეგისტრაციის ადგილის განურჩევლად. რეგისტრაციის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის მიღება დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ ბაღების სააგენტოს, ასევე თბილისის მერიის ცხელი ხაზის მეშვეობით“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
1782289508
სპორტიმანუჩარ მარკოიშვილის „მონაკო“ საფრანგეთის ჩემპიონი გახდა
მანუჩარ მარკოიშვილის საფრანგეთის ჩემპიონია. ქართველი მწვრთნელის „მონაკომ“ ფინალური სერიის მე-5, გადამწყვეტ მატჩში სტუმრად, „პარიზი“ ანგარიშით 101:92 დაამარცხა და ქვეყნის უმაღლეს ტიტულს დაეპატრონა. ქარ...
1782289079
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი ევროკავშირის რეზოლუციაზე: ამ რეზოლუციებს არც სამართლებრივი, არც იურიდიული ფასი არ აქვს, ისინი, ფაქტობრივად, მაკულატურას წარმოადგენს
ამ რეზოლუციებს არანაირი - არც სამართლებრივი, არც იურიდიული ფასი არ აქვს. ისინი, ფაქტობრივად, მაკულატურას წარმოადგენს მიღების დღიდან, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სა...
1782288978
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი: ევროსაბჭოს რეზოლუცია გაჯერებულია არასწორი ინფორმაციით, მათი მიზანია, ქვეყანაში ვითარება დაძაბონ და საქართველო თავის მართლების რეჟიმში ჩააყენონ
„საინფორმაციო წნეხის გამო ასეთი სახის რეზოლუციებს მუდმივად იმეორებენ, წნეხი რომ ვერ მუშაობს, ხედავთ. ჩვენ ეროვნული ინტერესებით ვმოქმედებთ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმ...
1782287547
ახალი ამბებივაზიანის მაგისტრალური არხის 1-კილომეტრიანი მონაკვეთი გაიწმინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციამ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ვაზიანის მაგისტრალურ არხზე გაწმენდითი სამუშაოები განახორციელა. სამუშაოების ფარგლებში, არხის 1-...
1782287234
ახალი ამბებისამართალდამცველებმა თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 14 პირი
სამართალდამცველებმა თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 14 პირი, - ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდე...





























