გიორგი გვარაკიძე: „კანონიერი ქურდობის“ ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა 18 პირის მიმართ დაიწყო, რაც 260%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საქართველოს პარლამენტში პროკურატურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიშის წარდგენისას ორგანიზებული დანაშაულზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ პროკურატურის მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას.

„2025 წელს მკვეთრად გავზარდეთ გამოვლენისა და სისხლისსამართლებრივი დევნის მაჩვენებელი, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ შედეგიანი ბრძოლისთვის მნიშვნელოვანია მისი მმართველი რგოლის მიმართ მართლმსაჯულების დროული და უპირობო აღსრულება.

პროკურატურა ქმედითად იყენებდა უწყებათაშორისი თანამშრომლობის მექანიზმებს ორგანიზებული დანაშაულის გამოვლენის, მის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდების დანერგვისა და პოზიტიური გამოცდილების გაზიარებისთვის“,- განაცხადა გიორგი გვარაკიძემ.

როგორც გენერალურმა პროკურორმა, საქართველოს პარლამენტისთვის პროკურატურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებულ დანაშაულზე 242 პირის მიმართ დაიწყო დევნა და მათ მიმართ მკაცრი იყო სისხლის სამართლის პოლიტიკა.

გიორგი გვარაკიძის განცხადებით, მათი ბრალდების საქმეები, როგორც წესი, სასამართლოში არსებითად განიხილებოდა და საპროცესო შეთანხმება მხოლოდ განსაკუთრებული თანამშრომლობის შემთხვევებში გამოიყენებოდა.

„ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის წლიური შედეგები ცხადყოფს სწორი და შედეგიანი მეთოდების გამოყენების პრაქტიკას. „კანონიერი ქურდობის“ ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა 18 პირის მიმართ დაიწყო, რაც 260%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს“,- განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782294945

ახალი ამბები

გენერალური პროკურორი: თუკი ჩახუნაშვილი მოგვცემს აღიარებით ჩვენებას და მოინანიებს ჩადენილ დანაშაულს, შეგვიძლია, იმ დღესვე გავათავისუფლოთ და მივუსაჯოთ პირობითი სასჯელი

„თუკი ჩახუნაშვილი მოგვცემს აღიარებით ჩვენებას და მოინანიებს ჩადენილ დანაშაულს, შეგვიძლია, იმ დღესვე გავათავისუფლოთ და მივუსაჯოთ პირობითი სასჯელი“, - ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძ...

გიორგი გვარაკიძე

1782294882

ახალი ამბები

ლევან ჟორჟოლიანი: 12 ქსელს ექნება ვალდებულება, რომ განათავსონ საუკეთესო ფასები ekalata.gov.ge-ის პორტალზე, მნიშვნელოვანია აღნიშნული პლატფორმა და ვფიქრობ, რომ მოსახლეობისთვის იქნება შედეგის მომტანი

მომხმარებელს ექნება სრული ინფორმაცია საუკეთესო სამომხმარებლო ფასების შესახებ, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ერთიან საინფორმაციო პლატფორმაზე, www.ekalata...

ლევან ჟორჟოლიანი

1782294404

საზოგადოება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი - რა უნდა ვიცოდეთ საგამოცდო ბარათის შესახებ?

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის გამოსაცდელებისათვის საგამოცდო ბარათის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს: საგამოცდო ბარათზე მითითებულია გამოცდის თარიღი, ადგილი და რეგისტრაციის დრ...

დსფს

1782292407

ახალი ამბები

ვაკის რაიონში რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება

„წყნეთში, ჯავახიშვილისა და ნაძვების ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქ...

ვაკის რაიონი

1782291817

ახალი ამბები

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ 12 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, ხოლო ერთ პირს, რომელმაც შეთანხმებაზე უარი განაცხადა, ხუთი წლით პატიმრობა მიესაჯა

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 12 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. 11 პირის მიმართ გაფორმებული საპროცესო შეთანხმება ერთწლიან საპატიმრო სასჯელსა და სამწლიან პირობით მსჯავრს ითვალისწინებს. ხოლო...

საქალაქო სასამართლო