7 მილიონს ვუხდით 9 სამინისტროს თანამშრომლებს 1-10 იანვრის უქმე დღეებში - ფლანგვის დეტექტორი
7 მილიონს ვუხდით 9 სამინისტროს თანამშრომლებს 1-10 იანვრის უქმე დღეებში, - ამის შესახებ ინფორმაციას „ფლანგვის დეტექტორი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, 26,768 ადამიანს უქმე დღეების განმავლობაში ხელფასის სახით ხალხი დაახლოებით, 7 მილიონ ლარს ვუხდით.
პირველი იანვრიდან 10 იანვრამდე დასვენების დღეების - შაბათის, კვირისა და 7 იანვრის (შობა) გამოკლებით ოთხი სამუშაო დღე რჩება: 3 იანვარი, 4 იანვარი, 5 იანვარი და 6 იანვარი.
22 დეკემბერს საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, რომ საქართველოში 1-დან 10 იანვრამდე უქმე დღეები გამოცხადდეს.
რა უჯდება სახელმწიფო ბიუჯეტს სამინისტროებში დასაქმებული ადამიანების ხელფასები უქმედ გამოცხადებული დღეებში?
გამოდის, რომ 26,768 ადამიანს უქმე დღეების განმავლობაში ხელფასის სახით დაახლოებით 7 მილიონ ლარს ვუხდით.
ფინანსთა სამინისტროში 2022 წლისთვის შრომის ანაზღაურებაზე ჯამში 105,404,800 მილიონი ლარი არის გათვლილი, დასაქმებულთა რაოდენობა კი - 5,168 ადამიანია. გამოდის, რომ თითოეული დასაქმებული დღეში საშუალოდ 84 ლარს იღებს, რაც უქმედ გამოცხადებულ ოთხ სამუშაო დღეზე ერთი ადამიანის შემთხვევაში 328 ლარი გამოდის, სრულად დასაქმებულების კი 1,695,104 მილიონი ლარი.
ერთი სამუშაო დღე საშუალოდ ჯდება - 82 ლარი.
ოთხი სამუშაო დღე საშუალოდ ჯდება - 328 ლარი.
5,168 ადამიანის ხელფასი უქმეებზე - 1,695,104 ლარი.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროზე 2022 წლისთვის შრომის ანაზღაურებაზე გათვლილია 14,626,900 მილიონი ლარი, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა ჯამში 524 ადამიანი იქნება. გამოდის, რომ ერთი თანამშრომლის შემთხვევაში ერთი სამუშაო დღე საშუალოდ 112 ლარი ჯდება, უქმედ გამოცხადებული ოთხი სამუშაო დღე საშუალოდ - 448 ლარი, ჯამურად თანამშრომლების შემთხვევაში კი - 234,752 ლარი გამოდის.
ერთი სამუშაო დღე საშუალოდ ჯდება - 112 ლარი.
ოთხი სამუშაო დღე საშუალოდ ჯდება - 448 ლარი.
524 ადამიანის ხელფასი უქმეებზე - 234,752 ლარი.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს შემთხვევაში, 2022 წელს შრომის ანაზღაურება 318 დასაქმებულზე - 11,605,000 მილიონი ლარი იქნება. საშუალოდ დათვლით ერთი სამუშაო დღე ერთი თანამშრომლისთვის 147 ლარი ჯდება, უქმედ გამოცხადებული ოთხი სამუშაო დღე კი - 588 ლარი, ჯამურად კი თანამშრომლების რაოდენობაზე - 186,984 ლარი გამოდის.
ერთი სამუშაო დღე საშუალოდ ჯდება - 147 ლარი.
ოთხი სამუშაო დღე საშუალოდ ჯდება - 588 ლარი.
318 ადამიანის ხელფასი უქმეებზე - 186,984 ლარი.
იუსტიციის სამინისტროს 2022 წლის ბიუჯეტის მიხედვით შრომის ანაზღაურებისთვის 96,191,400 ლარი აქვს გამოყოფილი, თანამშრომელთა რაოდენობა კი - 5,019 ადამიანზე აქვს გათვლილი. გამოდის, რომ უწყებაში ერთი თანამშრომლის დღიური ხელფასი საშუალოდ 77 ლარია, უქმედ გამოცხადებული ოთხი სამუშაო დღის შემთხვევაში საშუალოდ - 308 ლარი, ხოლო ჯამურად ყველა თანამშრომელზე ეს თანხა საშუალოდ - 1,545,852 ლარი გამოდის.
ერთი სამუშაო დღე საშუალოდ ჯდება - 77 ლარი.
ოთხი სამუშაო დღე საშუალოდ ჯდება - 308 ლარი.
5,019 ადამიანის ხელფასი უქმეებზე - 1,545,852 ლარი.
რაც შეეხება კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს, 2022 წელს უწყებაში შრომის ანაზღაურებაზე 72,987,800 ლარია გათვლილი, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობად 6,901 ადამიანია განსაზღვრული. საშუალოდ დათვლით გამოდის, რომ ერთ თანამშრომელზე ერთი სამუშაო დღე 42 ლარი ჯდება, უქმედ გამოცხადებული ოთხი სამუშაო დღე 168 ლარი, ხოლო ჯამში თანამშრომლებზე - 1,159,368 ლარი გამოდის.
ერთი სამუშაო დღე საშუალოდ ჯდება - 42 ლარი.
ოთხი სამუშაო დღე საშუალოდ ჯდება - 168 ლარი.
6,901 ადამიანის ხელფასი უქმეებზე - 1,159,368 ლარი.
2022 წლის ბიუჯეტის მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტროს 2,877 დასაქმებულზე შრომის ანაზღაურებისთვის ჯამში 49,464,800 ლარი გამოეყო. გამოდის, რომ ერთი თანამშრომელი დღიურად საშუალოდ 69 ლარს იღებს, რაც უქმედ გამოცხადებულ ოთხ დღეზე 276 ლარი გამოდის, ხოლო ჯამში თანამშრომლების შემთხვევაში თანხა 794,052 ლარს შეადგენს.
ერთი სამუშაო დღე საშუალოდ ჯდება - 69 ლარი.
ოთხი სამუშაო დღე საშუალოდ ჯდება - 276 ლარი.
2,877 ადამიანის ხელფასი უქმეებზე - 794,052 ლარი.
საგარეო საქმეთა სამინისტროს 2022 წელს 784 თანამშრომელი ეყოლება და მათ ხელფასებზე 12,062,600 ლარს დახარჯავს. საშუალოდ დათვლით გამოდის, რომ ერთ თანამშრომელზე დღიურად 62 ლარი იხარჯება, რაც უქმედ გამოცხადებულ ოთხ სამუშაო დღეზე 248 ლარია, ხოლო ჯამურად დასაქმებულების შემთხვევაში თანხა - 185,504 ლარია.
ერთი სამუშაო დღე საშუალოდ ჯდება - 62 ლარი.
ოთხი სამუშაო დღე საშუალოდ ჯდება - 248 ლარი.
784 ადამიანის ხელფასი უქმეებზე - 185,504 ლარი.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს შემთხვევაში, უწყებას 2022 წელს 3,657 თანამშრომელი ეყოლება და მათ ჯამში 55,872,400 მილიონ ლარს გადაუხდის. ამ მონაცემებიდან გამომდინარე, სამინისტროს ერთი თანამშრომელი დღიურად საშუალოდ 61 ლარს იღებს, რაც უქმედ გამოცხადებული ოთხი სამუშაო დღის შემთხვევაში, ასევე ერთ თანამშრომელზე, საშუალოდ 244 ლარი გამოდის, სრულად დასაქმებულების შემთხვევაში კი - 892,308 ლარი.
ერთი სამუშაო დღე საშუალოდ ჯდება - 61 ლარი.
ოთხი სამუშაო დღე საშუალოდ ჯდება - 244 ლარი.
3,657 ადამიანის ხელფასი უქმეებზე - 892,308 ლარი.
განათლების სამინისტროს 2022 წელს ბიუჯეტიდან შრომის ანაზღაურებისთვის 28,012,900 მილიონი ლარი აქვს გამოყოფილი, თანამშრომლების რაოდენობად კი 1,520 ადამიანი აქვს განსაზღვრული. ერთი სამუშაო დღის ანაზღაურება ერთ თანამშრომელზე საშუალოდ 74 ლარი გამოდის, უქმედ გამოცხადებულ ოთხ სამუშაო დღეზე კი - 296 ლარი. გამოდის, რომ ჯამში თანამშრომლები უქმეებზე 449,920 ლარს მიიღებენ.
ერთი სამუშაო დღე საშუალოდ ჯდება - 74 ლარი.
ოთხი სამუშაო დღე საშუალოდ ჯდება - 296 ლარი.
1,520 ადამიანის ხელფასი უქმეებზე - 449,920 ლარი.
22 დეკემბერს საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, რომ საქართველოში პირველი იანვრიდან 10 იანვრამდე უქმე დღეები გამოცხადდეს. მათი განმარტებით, უქმე დღეები საჯარო დაწესებულებებს შეეხება, ხოლო კერძო კომპანიებს გადაწყვეტილება თავად შეუძლიათ მიიღონ.
ასევე საინტერესოა:
1765804807
ახალი ამბებინოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 11.9%-ით გაიზარდა და 298.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2025 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 298.4 მლნ აშშ დოლარი (807.9 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 11.9%-ით (31.7 მლნ აშშ დოლარით) მეტია 202...
1765804294
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 15 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6981 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6985 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რო...
1765803583
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: ყველას კარგად გვახსოვს, „ნაცმოძრაობა“ რას სჩადიოდა, ამ ყველაფრის გადაფარვას ცდილობენ, რაც არ გამოუვათ
„„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებს დამატებითი თავმოყრა არ სჭირდება, ეს ყველაფერი დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მოიკვლია და ქართველი ხალხის მეხსიერებაშია“, - ამის შესახებ პარლამენტის საპ...
1765801157
ახალი ამბებიფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი)...
1765799320
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი: საქართველო მკაცრად გმობს სიდნეიში ხანუქას დღესასწაულის აღნიშვნისას მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას
პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სიდნეიში, ბონდის სანაპიროზე, ხანუქას დღესასწაულის აღნიშვნისას მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას სოციალურ ქსელში X გმობს. „საქართველო მკაცრად გმობს სიდნეიში, ბონდის სანაპიროზე...




























