აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად, უკანონოდ შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე უკრაინის 2 მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად, უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე უკრაინის ორი მოქალაქე, 2004 წელს დაბადებული ვ.დ. და ი.კ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს ბრალდებულების მიერ თორმეტ ლოკაციაზე სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალებები. კიდევ ერთი ლოკაციიდან, ასევე, ამოღებულია პოლიეთილენის პარკში მოთავსებული, სარეალიზაციოდ გამზადებული ოცი შეკვრა ნარკოტიკული საშუალება. ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ასევე ამოღებულია ელექტრო სასწორი.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე ტერცია მუხლებით მიმდინარეობს.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
1751971610
საზოგადოებადავით მათიკაშვილი ევროპარლამენტის ანგარიშზე: სიმართლესთან კავშირი არ აქვს ამ რეზოლუციას. ესაა კიდევ ერთი დასტური, რომ ევროკავშირის ბიუროკრატია იმ ღირებულებებს, რაზედაც თავის დროზე ევროკავშირი იდგა არის ძალიან ჩამოცილებული
სიმართლესთან არანაირი კავშირი არ აქვს ამ რეზოლუციას. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმის, რომ ევროკავშირის ბიუროკრატია დღეს, სამწუხაროდ, იმ ღირებულებებს, რაზედაც თავის დროზე ევროკავშირი იდგა არის ძალიან ჩ...
1751970964
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი: არჩევნებს არაფერი ემუქრება, საქართველო არ დაუშვებს, რომ რაიმე ისეთი მოხდეს, რაც კითხვებს გამოიწვევს
„არჩევნებს არაფერი ემუქრება, ელექტრონული არჩევნებია, დამკვირვებლებიც არ გვაკლია, თუნდაც შიდა დამკვირვებლები, ჟურნალისტები, ექსპერტები“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგი...
1751969287
ახალი ამბებიპროკურატურამ ნარკოდანაშაულის ფაქტებზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის მომზადების და მცდელობის ფაქტებზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა...
1751968005
მსოფლიოტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 100-ს გადასცდა
ტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 8 ივლისისთვის 100-ს გადასცდა. დაღუპულთა შორის 28 ბავშვია. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს. კიდევ 11 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. საერთო...
1751966008
ახალი ამბებილევან რატიანი: თორნიკე რიჟვაძის მდგომარეობა ამ ეტაპზე რჩება სტაბილურად მძიმე, უარყოფითი დინამიკის გარეშე
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე რჩება სტაბილურად მძიმედ. „პაციენტის ზოგ...