ადმინისტრაციული გამჭვირვალობით საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა

ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრმა (ევროპის ანტიკორუფციული და სახელმწიფო აღმშენებლობის კვლევის ცენტრი) ევროპის ქვეყნებში კორუფციის რისკის მიზეზებისა და ტენდენციების შესახებ ვრცელი ანგარიში გამოაქვეყნა. კვლევა ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ყველა, 41 ქვეყანას მოიცავს და მომზადებულია ევროკავშირის დაკვეთით ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციების პროგრამის ფარგლებში.

ანგარიშში სხვადასხვა თემასთან ერთად გაანალიზებულია ევროპის ქვეყნების ადმინისტრაციული გამჭვირვალობის საკითხი(გვ 48-49). რეიტინგში წარმატებული პოზიცია აქვს საქართველოს.

დოკუმენტის ფარგლებში ვიზუალიზებულია ევროპის ქვეყნების რეიტინგი. საჯარო მმართველობის კეთილსინდისიერების კონტექსტში წარმოდგენილი ადმინისტრაციული გამჭვირვალობის შეფასების 10 ბალიანი სისტემით საქართველომ 10 ქულა დაიმსახურა და ევროპაში პირველ ადგილზე გავიდა.

რეიტინგში საქართველო უთანაბრდება ევროკავშირის წევრ 5 სახელმწიფოს - საფრანგეთს, ესტონეთს, ჩეხეთს, ხორვატიას, სლოვენია და უსწრებს ევროკავშირის წევრ ყველა დანარჩენ ქვეყანას.

ადმინისტრაციული გამჭვირვალობით ევროპაში თანაბარი შეფასებით ბოლო პოზიციაზე მოხვდა უკრაინა, გერმანია და ირლანდია.

ადმინისტრაციული გამჭვირვალობის ინდიკატორი ძირითადად ეხება საჯარო მეთვალყურეობის ისეთ მიმართულებას, როგორიცაა ორგანიზაციების საკუთრების მონაცემების, მათი საჯარო კონტრაქტების და მათთან დაკავშირებული აუდიტირებული დასკვნების გამოქვეყნების საკითხი.

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ „ზოგიერთი ევროკავშირის წევრი ქვეყნის ცუდი მუშაობის ახსნა ის არის, რომ გამჭვირვალობაში ინვესტიციები არ ჩადეს. მათ უძრავ ქონებასა და ბიზნესში სერიოზულად შეაღწიეს ოლიგარქებმა და ფულის გამთეთრებლებმა რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან (როგორც, მაგალითად, Wirecard-ის კოლაფსმა აჩვენა გერმანიაში, რომელმაც გამოავლინა გერმანელი მარეგულირებლების კორუფცია, ასევე რუსულ დაზვერვასთან კავშირი), ამიტომ, ექსპერტთა შეფასებით, საკუთრებასთან დაკავშირებული ჩანაწერების ღიად გამოქვეყნება ამ ქვეყნებისთვის პრიორიტეტი უნდა გახდეს. მკვლევართათვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია ბანკების საკუთრების გამჭვირვალობის ნაკლებობა, რამაც უკვე გამოიწვია ფულის გათეთრების სანახაობრივი ოპერაციები მოლდოვასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში, რომლებშიც ასევე მონაწილეობდნენ დასავლეთ ევროპის ბანკები (გვ48)“, - ვკითხულობთ ევროკავშირის დაკვეთით მომზადებულ ანგარიშში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1766392264

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ჩვენი დღევანდელი მშვიდობა, არა შემთხვევითი მოცემულობა, არამედ გააზრებული და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია

„ჩვენი დღევანდელი მშვიდობა, არა შემთხვევითი მოცემულობა, არამედ გააზრებული და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ელჩების კონფერენციაზე სიტყვით...

ირაკლი კობახიძე

1766392193

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი: საქართველო არასდროს დათმობს სუვერენიტეტს და არჩევანს იყოს დამოუკიდებელი, დემოკრატიული და მშვიდობიანი სახელმწიფო

„ჩვენთვის ამოსავალ წერტილად რჩება რეგიონული და გლობალური მშვიდობის განმტკიცება და თანასწორობაზე, ურთიერთპატივისცემასა და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებაზე დაფუძნებული ღია დიალოგი“, - განაცხადა საქ...

მიხეილ ყაველაშვილი

1766392150

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი: ჩემმა ვიზიტებმა მეზობელ ქვეყნებში - აზერბაიჯანში, სომხეთსა და თურქეთში, შემდეგ კი გაეროსა და სერბეთში, კიდევ უფრო ნათლად დამანახვა, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკური ვექტორი უალტერნატივოა

„ჩემმა ვიზიტებმა მეზობელ ქვეყნებში - აზერბაიჯანში, სომხეთსა და თურქეთში, შემდეგ კი გაეროსა და სერბეთში, კიდევ უფრო ნათლად დამანახვა, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკური ვექტორი უალტერნატივოა“, - განაცხადა სა...

მიხეილ ყაველაშვილი

1766392071

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი: თვლად და ობიექტურ მონაცემებზე დაყრდნობით, მთელი რიგი მიმართულებებით, საქართველო არა მხოლოდ რეგიონშია მოწინავე, არამედ წინ უსწრებს ევროკავშირისა და NATO-ს წევრ სახელმწიფოებს

„დღევანდელი, მძიმე გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, წლევანდელი წელი საქართველოსთვისაც რთული და გამოწვევებით სავსე იყო“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა „ელჩების კონფერენცია 2025...

მიხეილ ყაველაშვილი

1766390958

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: მგონი, აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი საკმაოდ გასაგებად ამბობს, თუ ვინ არის დღეს ამრევი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის, ტულსი გაბარდის სოციალურ ქსელში გუშინ გამოქვეყნებულ პოსტებს ეხმაურება. როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, გაბარდი სა...

შალვა პაპუაშვილი