მიხეილ ყაველაშვილი: თვლად და ობიექტურ მონაცემებზე დაყრდნობით, მთელი რიგი მიმართულებებით, საქართველო არა მხოლოდ რეგიონშია მოწინავე, არამედ წინ უსწრებს ევროკავშირისა და NATO-ს წევრ სახელმწიფოებს

„დღევანდელი, მძიმე გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, წლევანდელი წელი საქართველოსთვისაც რთული და გამოწვევებით სავსე იყო“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა „ელჩების კონფერენცია 2025“-ზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც მან აღნიშნა, საქართველო იცავს სუვერენიტეტს, საკუთარ სახელმწიფო ინტერესებსა და მშვიდობას თავისი ხალხისთვის.

„ჩვენი პრინციპული პოზიციის გამო, რომ საქართველო იცავს სუვერენიტეტს, საკუთარ სახელმწიფო ინტერესებსა და მშვიდობას თავისი ხალხისთვის, ჩვენი ქვეყნის მისამართით მთელი რიგი დაუმსახურებელი ბრალდებები მოვისმინეთ. მოგვიწია გავმკლავებოდით არაერთ გამოწვევას და დავპირისპირებოდით იმ მასშტაბურ კამპანიებს, რომლებიც საქართველოს და ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესით ნამდვილად არ იყო ნაკარნახევი.

ამგვარი გამოწვევების ფონზეც კი, სხვადასხვა ინსტიტუტებისა და ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევები და ანგარიშები ადასტურებს, რომ თვლად და ობიექტურ მონაცემებზე დაყრდნობით, მთელი რიგი მიმართულებებით, საქართველო არა მხოლოდ რეგიონშია მოწინავე, არამედ წინ უსწრებს ევროკავშირისა და NATO-ს წევრ სახელმწიფოებს“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისივე თქმით, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველო აძლიერებს და აღრმავებს ეკონომიკურ და პოლიტიკურ კავშირებს სხვა სახელმწიფოებთან.

„რა თქმა უნდა, მიღწეულით არ ვკმაყოფილდებით და ჩვენი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ვაძლიერებთ და ვაღრმავებთ ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ კავშირებს როგორც ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, ისე სახელმწიფოებთან, რომლებთან თანამშრომლობაც, გრძელვადიან პერსპექტივაში, მნიშვნელოვანი დადებითი შედეგების მომტანი იქნება საქართველოსთვის. ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობა საშუალებას გვაძლევს, რომ როგორც საერთაშორისო დაკავშირებადობის თვალსაზრისით, ისე სახელმწიფოთაშორისი პროექტების განხორციელების პროცესში კიდევ უფრო გაიზარდოს საქართველოს მნიშვნელობა და როლი“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1766393045

საზოგადოება

პრემიერი: პროგნოზირებადმა პოლიტიკამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ქვეყნის ეკონომიკურ პოზიციების განმტკიცებაზე. ამაში განსაკუთრებული როლი ენიჭება ეკონომიკურ დიპლომატიას და ამ კუთხით გამორჩეული იყო ჩვენი დიპლომატიური კორპუსის საქმიანობა

„სტაბილურობამ და პროგნოზირებადმა პოლიტიკამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ პოზიციების განმტკიცებაზე, გასული ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა საშუალო...

 ირაკლი კობახიძე

1766392264

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ჩვენი დღევანდელი მშვიდობა, არა შემთხვევითი მოცემულობა, არამედ გააზრებული და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია

„ჩვენი დღევანდელი მშვიდობა, არა შემთხვევითი მოცემულობა, არამედ გააზრებული და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ელჩების კონფერენციაზე სიტყვით...

ირაკლი კობახიძე

1766392193

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი: საქართველო არასდროს დათმობს სუვერენიტეტს და არჩევანს იყოს დამოუკიდებელი, დემოკრატიული და მშვიდობიანი სახელმწიფო

„ჩვენთვის ამოსავალ წერტილად რჩება რეგიონული და გლობალური მშვიდობის განმტკიცება და თანასწორობაზე, ურთიერთპატივისცემასა და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებაზე დაფუძნებული ღია დიალოგი“, - განაცხადა საქ...

მიხეილ ყაველაშვილი

1766392150

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი: ჩემმა ვიზიტებმა მეზობელ ქვეყნებში - აზერბაიჯანში, სომხეთსა და თურქეთში, შემდეგ კი გაეროსა და სერბეთში, კიდევ უფრო ნათლად დამანახვა, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკური ვექტორი უალტერნატივოა

„ჩემმა ვიზიტებმა მეზობელ ქვეყნებში - აზერბაიჯანში, სომხეთსა და თურქეთში, შემდეგ კი გაეროსა და სერბეთში, კიდევ უფრო ნათლად დამანახვა, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკური ვექტორი უალტერნატივოა“, - განაცხადა სა...

მიხეილ ყაველაშვილი

1766391022

ახალი ამბები

ადმინისტრაციული გამჭვირვალობით საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა

ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრმა (ევროპის ანტიკორუფციული და სახელმწიფო აღმშენებლობის კვლევის ცენტრი) ევროპის ქვეყნებში კორუფციის რისკის მიზეზებისა და ტენდენციების შესახებ ვრცელი ანგარიში გამოა...

ადმინისტრაციული გამჭვირვალობი