თორნიკე ჭეიშვილი საკონსტიტუციო განხილვებზე: კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელთა მხრიდან არაერთი მცდელობა იყო, რომ ეს პროცესი პოლიტიკურ შოუში გადაეზარდათ

„ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა მოსამართლეთა კითხვების ეტაპზე ჩვენი მხრივ მაქსიმალურად დეტალურად გაგვეშალა ის სამართლებრივი არგუმენტაცია, რომელიც ჩვენს სარჩელს ედება საფუძვლად, ჩვენ ვუპასუხეთ არაერთ კითხვას, რომელიც მომდინარეობდა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმისაგან და შეიძლება ითქვას, რომ არსებითად აღნიშნული ეტაპი არის ამოწურული“, - განაცხადა უმრავლესობის წევრმა თორნიკე ჭეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დაწყებამდე.

თორნიკე ჭეიშვილის თქმით, მოსამართლეთა კითხვების ეტაპი ამოწურულია, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ დღესაც იყოს დასმული დამატებითი კითხვები, რისთვისაც მზად არიან.

მისივე თქმით, საზოგადოებამ იხილა ადეკვატური ზომები იმ პირების მისამართით, რომლებიც სხდომაზე ეთიკის სტანდარტებს ვერ იცავენ და იაფფასიან პროვოკაციებს აწყობენ.

„რაც შეეხება მიმდინარე საკონსტიტუციო განხილვებს საკონსტიტუციო სასამართლოში. ერთი უნდა ვთქვათ აუცილებლად ის, რომ ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა მოსამართლეთა კითხვების ეტაპზე ჩვენი მხრივ მაქსიმალურად დეტალურად გაგვეშალა ის სამართლებრივი არგუმენტაცია, რომელიც ჩვენს სარჩელს ედება საფუძვლად, ჩვენ ვუპასუხეთ არაერთ კითხვას, რომელიც მომდინარეობდა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმისაგან და შეიძლება ითქვას, რომ არსებითად აღნიშნული ეტაპი არის ამოწურული, თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ რამდენიმე კითხვა დღესაც იქნეს დასმული ჩვენი მისამართით რისთვისაც რა თქმა უნდა ჩვენ მზად ვართ და როგორც წინა დღეებში ამ შემთხვევაშიც ბუნებრივია შესაბამისი დეტალიზაციის მაღალი ხარისხით წარმოვადგენთ არგუმენტირებულ პასუხებს. რაც შეეხება ზოგად ფონს, რომელიც თან სდევს მიმდინარე პროცესს, გუშინაც იყო არაერთი მცდელობა იმისა, კოლექტიური ნაცმოძრაობის წარმომადგენელთა მხრიდან, რომ გადაეზარდათ აი ეს პროცესი პოლიტიკურ შოუში. ისინი ამისათვის არ ერიდებიან, მათ შორის ძალიან მძიმე შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთონ საკონსტიტუციო სასამართლოს მისამართით. ზოგადად სხვადასხვა იაფფასიანი პროვოკაციები მოაწყონ, მათ შორის სხდომათა დარბაზში და იხილა კიდეც საზოგადოებამ ის ადეკვატური ზომები, რომელიც ამ დროს შეიძლება იქნეს გამოყენებული. იმ კონკრეტული პირების მისამართით, რომლებიც ელემენტარულად ვერ იცავენ ეთიკის სტანდარტებს, როდესაც იმყოფებიან საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე“, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794464519

საზოგადოება

ნინო წილოსანი: ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, განვიხილეთ საპარლამენტო ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების საკითხები

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს. ვიზიტის ფარგლებში იგი ჩინეთის ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარის...

ნინო წილოსანი

1794464059

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი დღეს თურქ კოლეგას რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი დღეს თურქ კოლეგას რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება. საქართველოს პრეზიდენტის ორმხრივი შეხვედრები ანტალიაში დღესაც არის დაგეგმილი. ყაველაშვილი თურქეთში გაეროს 2026...

საქართველოს პრეზიდენტი

1794463353

საზოგადოება

ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს: გვერდით მიგულე, ძმაო, ყველგან და ყოველთვის, ვერაფერს დაგაკლებს ის არაკაცური საქციელი, რაც შენს წინააღმდეგ ჩაიდინეს და რაც კავკასიელ კაცს არ შეეფერება!

ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმაურება და დვალიშვილს მხარდაჭერას უცხადებს. „გვერდით მიგულე, ძმაო, ყველგან და ყოველთვის. ვერაფერს დაგაკლებს ის არაკაცური საქციელი, რაც შ...

ცოტნე ივანიშვილი

1794462652

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ბრიუსელი რაც უფრო მალე გაუსწორებს თვალს იმ რეალობას, ხელისუფლება თავისი აგენტურით რომ ვერ ჩაანაცვლეს რევოლუციის და ვერც არჩევნების გზით, ეს დააჩქარებს შემდეგ ურთიერთობების აღდგენას

მათი მხრიდან არის მანიპულაციური განცხადებები, ვინაიდან სარჩელში აბსოლუტურად ყველაფერი არის დეტალურად ჩამოთვლილი, – ასე უპასუხა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლე...

ლევან მაჭავარიანი

1794461444

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა თბილისში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ორი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ორი პირის...

დაკავება და ბორკილები