გიორგი სოსიაშვილი: მთავარი მიზანია, ევროპულ ოჯახში ღირსეულად გავწევრიანდეთ, ყველამ უნდა დაინახოს, რა დატვირთვა გააჩნია ჩვენს ქვეყანას ამ რეგიონში

„ბრიუსელის ბოლო პერიოდის პოლიტიკა სამარცხვინოა და დაცლილია ევროპული ფასეულობებისგან. ბრიუსელში მოკალათებული ბიუროკრატების შემადგენლობა საბჭოთა პერიოდის კრემლს დაემსგავსა, როდესაც დირექტივებს გასცემდნენ და რესპუბლიკები ასე იმართებოდნენ“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ბრიუსელში ისეთი დამოკიდებულების ჩამოყალიბების სურვილი გაუჩნდათ, რომ ნებისმიერი მათი დირექტივა, დავალება და მენტორული ტონით საუბარი გახდეს საპროგრამო ყველა ქვეყნისთვის.

„დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფოსთვის ეს შეურაცხმყოფელია. ჩვენი პოზიციაა, ევროპული ოჯახისკენ მივისწრაფვით, რადგან ეს არის ჩვენი ისტორიული არჩევანი, თუმცა ეს გზა არ ნიშნავს, რომ ჩვენ მუქარით, აგდებით და ორმაგი სტანდარტებით გვესაუბრონ. მათი წარმომადგენლები ექსტრემისტულ ჯგუფებს კვებავდნენ საქართველოში, ახალისებდნენ და ლამის რომანტიკულ ამბად გადააქციეს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლა. მათთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო პოლიციელების ცოცხლად დაწვა, დედაქალაქის ცენტრალური გამზირის გადაწვა, პარლამენტზე შტურმის მიტანა, პრეზიდენტის სასახლის აღება და ა.შ. საუბრობენ, პარიზში დანაშაულის ჩადენა მოხდა და ამას სამართლებრივი შეფასება მიეცა. ევროკავშირის სამარცხვინო ელჩი წინ და უკან აკაცუკებით დარბოდა, მათ აქეზებდა და ამ რადიკალებთან ტაშ-ფანდური გაუდიოდა. ამას ქართველი ადამიანები არასოდეს მიიღებენ და გაითვალისწინებენ იმ კონტექსტში, რომ ჩვენ ვიღაცა ასე მუქარით გველაპარაკოს და შემდეგ ვიღაცას მუხლის ჩოქით ვევედროთ, რომ ევროპულ ოჯახში მიგვიღოს. ჩვენი მთავარი მიზანია, ევროპულ ოჯახში ღირსეულად გავწევრიანდეთ. ყველამ კარგად უნდა დაინახოს, რა გზა გაიარა ქართველმა ხალხმა, რა სისხლის და ოფლის ფასად მიაღწია აქამდე და რა დატვირთვა გააჩნია ჩვენს ქვეყანას ამ რეგიონში. მათაც კარგად იციან, რომ ევროპული ქვეყნების აღმოსავლეთ სამყაროსთან ურთიერთობა საქართველოს გარეშე წარმოუდგენელია – გეოგრაფიას ვერ შეცვლიან“, – აღნიშნა გიორგი სოსიაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794468833

ახალი ამბები

გივი მიქანაძემ ლანჭოუს უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა და ქართველ სტუდენტებთან შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ლანჭოუს უნივერსიტეტში (Lanzhou University – LZU) საჯარო ლექცია წაიკითხა...

გივი მიქანაძე

1794467795

ახალი ამბები

შიდა ქართლის პოლიციამ კასპის მუნიციპალიტეტში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენ...

დაკავება დაკავება

1794466907

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრც...

პოლიცია - პოლიცია

1794464519

საზოგადოება

ნინო წილოსანი: ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, განვიხილეთ საპარლამენტო ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების საკითხები

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს. ვიზიტის ფარგლებში იგი ჩინეთის ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარის...

ნინო წილოსანი

1794464059

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი დღეს თურქ კოლეგას რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი დღეს თურქ კოლეგას რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება. საქართველოს პრეზიდენტის ორმხრივი შეხვედრები ანტალიაში დღესაც არის დაგეგმილი. ყაველაშვილი თურქეთში გაეროს 2026...

საქართველოს პრეზიდენტი