ჭეიშვილი საკონსტიტუციოში მიმდინარე პროცესზე მოპასუხე მხარის პოზიციებზე: გამოჩნდება მათი უაღრესად სუსტი სამართლებრივი პოზიციები, რომელიც კიდევ უფრო მეტად ამყარებს და ადასტურებს იმ კონსტიტუციურ ბრალდებას, რომელიც არის ასახული ჩვენს სარჩელში
იმის გათვალისწინებით, რომ აქამდეც ვერ წარმოადგინეს ვერცერთი სამართლებრივი არგუმენტი, ვერცერთი მყარი და დასაბუთებული პოზიცია, არსებობს მოლოდინი, რომ ყველა, მათ შორის, მოსამართლეებიც მკაფიოდ დაინახავენ, სად არის სიმართლე, - განაცხადა უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ჭეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, თუ რა მოლოდინი აქვს მმართველ გუნდს, როდესაც მოპასუხისთვის კითხვების დასმის ეტაპი დაიწყება.
თორნიკე ჭეიშვილის თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე მხარეს აქამდეც არ წარმოუდგენია არცერთი სამართლებრივი არგუმენტი და მყარი პოზიცია, მათივე განცხადებები და ნარატივი ფაქტობრივად კიდევ უფრო მეტად ამყარებს და ადასტურებს სარჩელში ასახულ კონსტიტუციურ ბრალდებას.
„რაც შეეხება ვთქვათ მომდევნო ეტაპს, რომელიც გულისხმობს უკვე მოპასუხე მხარისათვის, მოსამართლეთა მხრიდან უპირველესად კითხვების დასმას. აქ იმის გათვალისწინებით, რომ აქამდეც ვერ წარმოადგინეს ვერცერთი სამართლებრივი არგუმენტი, ვერცერთი მყარი და დასაბუთებული პოზიცია, რომელიც რაიმე ფორმით იქნებოდა იმ კონსტიტუციური ბრალდების საპასუხო, რომელზეც ჩვენს სარჩელშია ლაპარაკი, რა თქმა უნდა აქ არსებობს მოლოდინი იმისა, რომ კიდევ ერთხელ ყველა ძალიან მკაფიოდ და მათ შორის მოსამართლეებიც ძალიან მკაფიოდ დაინახავენ იმას, თუ სად არის სიმართლე და სიმართლე რა თქმა უნდა, არის ამ შემთხვევაში, ჩვენი ხედვით, სწორედაც ჩვენს მხარეს და მეორე მხრივ გამოჩნდება მოპასუხე მხარის უაღრესად სუსტი პოზიციები, სუსტი სამართლებრივი პოზიციები და ის რომ რეალურად მათ მიერ აქამდე თუნდაც ტირაჟირებული ნარატივი, შესაბამისი განცხადებები ფაქტობრივად კიდევ უფრო მეტად ამყარებს და ადასტურებს იმ კონსტიტუციურ ბრალდებას, რომელიც არის ასახული ჩვენს სარჩელში“, - განაცხადა ჭეიშვილმა.
1794466907
ახალი ამბებისამართალდამცველებმა აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრც...
1794464519
საზოგადოებანინო წილოსანი: ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, განვიხილეთ საპარლამენტო ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების საკითხები
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს. ვიზიტის ფარგლებში იგი ჩინეთის ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარის...
1794464059
ახალი ამბებისაქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი დღეს თურქ კოლეგას რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი დღეს თურქ კოლეგას რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება. საქართველოს პრეზიდენტის ორმხრივი შეხვედრები ანტალიაში დღესაც არის დაგეგმილი. ყაველაშვილი თურქეთში გაეროს 2026...
1794463353
საზოგადოებაცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს: გვერდით მიგულე, ძმაო, ყველგან და ყოველთვის, ვერაფერს დაგაკლებს ის არაკაცური საქციელი, რაც შენს წინააღმდეგ ჩაიდინეს და რაც კავკასიელ კაცს არ შეეფერება!
ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმაურება და დვალიშვილს მხარდაჭერას უცხადებს. „გვერდით მიგულე, ძმაო, ყველგან და ყოველთვის. ვერაფერს დაგაკლებს ის არაკაცური საქციელი, რაც შ...
1794462652
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ბრიუსელი რაც უფრო მალე გაუსწორებს თვალს იმ რეალობას, ხელისუფლება თავისი აგენტურით რომ ვერ ჩაანაცვლეს რევოლუციის და ვერც არჩევნების გზით, ეს დააჩქარებს შემდეგ ურთიერთობების აღდგენას
მათი მხრიდან არის მანიპულაციური განცხადებები, ვინაიდან სარჩელში აბსოლუტურად ყველაფერი არის დეტალურად ჩამოთვლილი, – ასე უპასუხა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლე...




























