ალექსანდარ ვუჩიჩი ირაკლი კობახიძეს მადლობას უხდის - ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ სწრაფმა წინსვლამ და პროგრესმა, რომელსაც თქვენი ქვეყანა აღწევს, ასევე ლიდერებისა და ხელისუფლების მტკიცე სურვილმა
სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოში ოფიციალური ვიზიტისას გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობას უხდის.
ალექსანდარ ვუჩიჩი ყურადღებას ამახვილებს ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე და საქართველოს მთავრობის მეთაურს ბელგრადში იწვევს.
„გულწრფელ მადლობას გიხდით იმ გამორჩეული და უაღრესად გულთბილი მასპინძლობისთვის, რომელიც თქვენ და თქვენმა გუნდმა მე და ჩემს დელეგაციას საქართველოში ოფიციალური ვიზიტის დროს გაგვიწიეთ. ჩვენი ორი ერის სითბო და ძმური ურთიერთობები ჩემი ვიზიტის ყოველ ეტაპზე განსაკუთრებულად იგრძნობოდა. სერბეთის რესპუბლიკა და საქართველო არ არის მხოლოდ ორი ქვეყანა, რომლებიც წარმატებით ავითარებენ ორმხრივ ურთიერთობებს.
ჩვენ საერთო ფასეულობები გვაერთიანებს, მსგავსი ისტორია გვაქვს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთთან იყო გადაჯაჭვული და რომლის საფუძველსაც წარმოადგენს მართლმადიდებლური ქრისტიანობა, რომელმაც დროის უმძიმეს გამოცდებს გაუძლო.
ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ სწრაფმა წინსვლამ და პროგრესმა, რომელსაც თქვენი ქვეყანა აღწევს, ასევე, ლიდერებისა და ხელისუფლების მტკიცე სურვილმა, მთელი ძალისხმევა მიმართონ საქართველოს შემდგომი წარმატებისა და ხელშესახები შედეგების მიღწევისკენ.
ამავდროულად, გულწრფელად მიხარია და ვამაყობ თქვენი წარმატებებით, რადგან სწორედ ამას იმსახურებენ თქვენი ქვეყანა და მოქალაქეები.
ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი თანამშრომლობის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევები ჯერ კიდევ წინაა, რაც სარგებელს მოუტანს როგორც ჩვენი ქვეყნების ბიზნესწრეებს, ისე ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებული კეთილგანწყობითა და მეგობრული დამოკიდებულებით გამოირჩევიან. ეს განსაკუთრებით ნათლად იგრძნობოდა იმ დროის განმავლობაში, რომელიც თქვენ ასე გულუხვად დაგვითმეთ მე და ჩემს დელეგაციას.
ვიდრე ოქტომბერში ბელგრადში გიმასპინძლებთ თქვენ, როგორც უძვირფასეს სტუმარს და ძმას, ვსარგებლობ შემთხვევით, კიდევ ერთხელ გისურვებთ ყველაფერ საუკეთესოს და გიდასტურებთ გულითად პატივისცემას“, - აღნიშნავს ალექსანდარ ვუჩიჩი.
1782105012
ახალი ამბებიშიო III სამების ტაძარში აბიტურიენტებს 28 ივნისს დალოცავს
28 ივნისს, წირვის დასრულების შემდეგ, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე აბიტურიენტებს დალოცავს. ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს...
1782104106
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
22 ივნისს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +31 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთშიც. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზეა მოსალოდნელ...
1782075478
საზოგადოებასაერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი სტეფანო ახოკე: ევროკავშირის ამჟამინდელი ლიდერები საკუთარი დამფუძნებელი ხელშეკრულების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ. ვხედავთ, როგორ მიმდინარეობს მედიის ცენზურა, ტელეკომპანია „იმედმა“ ეს კარგად იცის
„ევროკავშირის ამჟამინდელი ლიდერები საკუთარი დამფუძნებელი ხელშეკრულების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ“, - განუცხადა „იმედის კვირას“ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა სტეფანო ახოკემ. კერძოდ, იგი გამოე...
1782074486
მსოფლიოალბანეთში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით და ჯარედ კუშნერის მიერ დაგეგმილი მდიდრული კურორტის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა
ალბანელმა მომიტინგეებმა ტირანაში პრემიერ-მინისტრ ედი რამას გადადგომის მოთხოვნით მასშტაბური მსვლელობა გამართეს და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სიძის, ჯარედ კუშნერის მიერ დაგეგმილი მდიდრული კურორტ...
1782074160
საზოგადოებაგივი მიქანაძე ღირებულებით განათლებაზე: მოსწავლეები იღებენ ცოდნასა და განათლებას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიც არის სამშობლოს სიყვარული, პატრიოტული სულისკვეთება, მოყვასის გვერდში დგომა და თანადგომა, ოჯახური ტრადიციები, უფროსის პატივისცემა
მოსწავლეები იღებენ ცოდნასა და განათლებას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის სამშობლოს სიყვარული, პატრიოტული სულისკვეთება, მოყვასის გვერდში დგომა და თანადგომა, ოჯახური ტრადიციები, უფროსის პატივ...





























