ალექსანდრე დარახველიძე: სახელმწიფოს მთავარი მიზანია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დაცვა, გაგრძელდება სწორი ადმინისტრირება, რათა თითოეულ გადაცდომაზე შესაბამისი რეაგირება მოხდეს

„სახელმწიფოს მთავარ მიზანს წარმოადგენს, რომ დაცული იყოს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები. ამ წესების დაცვას უზრუნველყოფს მძღოლების მხრიდან კანონით განსაზღვრული წესების დაცვა“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო სწორ ადმინისტრირებას გააგრძელებს, რათა თითოეული გადაცდომა დროულად იყოს გამოვლენილი და მასზე შესაბამისი რეაგირება მოხდეს.

„ცვლილებებით, დარღვევის ხარისხის და მასშტაბის დიფერენცირება მოხდება ჯარიმებით. ანუ, სიჩქარის მცირე გადაჭარბება თუ არის, 50 ლარით დაისჯება, ხოლო სიჩქარის გადაჭარბების ზრდასთან ერთად, უფრო მაღალი ტიპის ჯარიმები იქნება.

ეს დიფერენცირება ხელს შეუწყობს, რომ, ერთის მხრივ, მცირე სახის გადაცდომაზე დაბალი ჯარიმა იყოს, მეორე მხრივ კი, სიჩქარის მაღალ გადაჭარბებაზე უფრო მაღალი ჯარიმები იქნება. ეს დიფერენცირება მოგვცემს საშუალებას, თითოეულ სამართალდარღვევაზე რეაგირება ეფექტურად მოვახდინოთ“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

შეგახსენებთ, სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა, რომლებიც ჯარიმების შემსუბუქებასაც ითვალისწინებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782111662

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: საერთაშორისო პოლიტიკაში ძალთა ბალანსი შესამჩნევად იცვლება და შესაძლოა, შვეიცარიაში განვითარებული დიპლომატიური დრამა სწორედ ამ ცვლილების ყველაზე თვალსაჩინო სიმბოლოდ დარჩეს

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება შვეიცარიაში აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. მისი თქმით, ირანი დღეს აღარ...

დავით ქართველიშვილი

1782109272

ახალი ამბები

ავარია სოფელ შავშებთან - დაიღუპა ერთი ადამიანი

სოფელ შავშებთან ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ცნობით ავარია დღეს, 22 ივნისს დილით მოხდა.  შსს-ის ინფორმაციით, გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 276-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ტრან­ს...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1782108120

ახალი ამბები

2026 წლის საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დღეს, 10:00 საათიდან იქნება შესაძლებელი

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე, ასევე, საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდებზე რეგისტრირებულებს საგამოცდო...

ააა

1782107323

მსოფლიო

„ჰეზბოლას“ ლიდერი: თუ ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას დაარღვევს, ჩვენ პასუხს გავცემთ

„თუ ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას დაარღვევს, ჩვენ პასუხს გავცემთ“, - ამის შესახებ დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ლიდერმა ნაიმ ყასემმა ლიბანის საინფორმაციო სააგენტო NNA-ს ეთერში განაცხადა. „ჰეზბოლას“ ლიდ...

„ჰეზბოლას“ ლიდერი

1782106319

ახალი ამბები

რიმა ბერაძე: „ნაცმოძრაობა“ არ არსებობს ქვეყანაში, ეს არის დაშლილი პარტია, რომელიც რამდენიმე სეგმენტად არის წარმოდგენილი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის რიმა ბერაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ არის დაშლილი პარტია, რომელიც რამდენიმე სეგმენტად არის წარმოდგენილი. „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული მ...

რიმა ბერაძე