დავით ქართველიშვილი: საერთაშორისო პოლიტიკაში ძალთა ბალანსი შესამჩნევად იცვლება და შესაძლოა, შვეიცარიაში განვითარებული დიპლომატიური დრამა სწორედ ამ ცვლილების ყველაზე თვალსაჩინო სიმბოლოდ დარჩეს

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება შვეიცარიაში აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

მისი თქმით, ირანი დღეს აღარ ჰგავს სანქციებით კუთხეში მიმწყვდეულ სახელმწიფოს და თუ დასავლეთში რამდენიმე წლის წინ განიხილავდნენ, როგორ გაეძლიერებინათ ზეწოლა ირანზე, დღეს განიხილება, რა პირობებით უნდა შედგეს შეთანხმება თეირანთან.

„შვეიცარიაში აშშ-ირანის მოლაპარაკებების პირველი რაუნდის ჩაშლა ახალი გეოპოლიტიკური რეალობის ერთ-ერთ ყველაზე სიმბოლურ ეპიზოდად იქცა. არსებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპის მორიგი მკაცრი განცხადებების შემდეგ ირანის დელეგაციამ სრულფასოვან დიალოგზე უარი თქვა და მოლაპარაკებების ადგილი დემონსტრაციულად დატოვა, რის შედეგადაც შუამავლები - პაკისტანი და კატარი, უკიდურესად უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ამ მოვლენაში პროტოკოლურ დეტალებზე უფრო მნიშვნელოვანი თავად სიმბოლიზმი იყო: ვაშინგტონი კვლავ ძალის პოზიციიდან საუბარს ცდილობდა, ხოლო თეირანმა აჩვენა, რომ მისთვის ერთპიროვნული კარნახის ეპოქა დასრულებულია.

ამერიკული მხარისთვის ყველაზე მტკივნეული არა თავად მოლაპარაკებების დროებითი შეჩერება, არამედ ის აღმოჩნდა, რომ ირანი დღეს აღარ ჰგავს სანქციებით კუთხეში მიმწყვდეულ სახელმწიფოს. მრავალწლიანი ზეწოლის მიუხედავად, მან გააძლიერა კავშირები ჩინეთთან, რუსეთთან, სპარსეთის ყურის ქვეყნებთან და გლობალური სამხრეთის მნიშვნელოვან ნაწილთან.

ამიტომ ირანული დელეგაციის დემონსტრაციული გასვლა უფრო თავდაჯერებულობის გამოვლინებად აღიქმებოდა, ვიდრე ემოციურ დიპლომატიურ რეაქციად. მეტიც, შექმნილი შთაბეჭდილებით, მოლაპარაკებების პროცესის გადარჩენა სწორედ შუამავლებს მოუხდათ და არა ირანისთვის რაიმე დათმობების მოპოვება. ამასთან, პროცესის სრულ კრახზე საუბარი ნაადრევია. არც ვაშინგტონია დაინტერესებული პირდაპირი კონფრონტაციის განახლებით და არც თეირანი. აშშ-ს სჭირდება საგარეო პოლიტიკური შედეგის დემონსტრირება როგორც შიდა პოლიტიკური პროცესების, ისე ამერიკის სახელმწიფოებრიობის 250 წლის იუბილეს ფონზე.

თავის მხრივ, ირანი დაინტერესებულია დარჩენილი შეზღუდვების საბოლოო მოხსნითა და ეკონომიკის აღდგენისთვის აუცილებელი უცხოური ინვესტიციების მოზიდვით. სწორედ ამიტომ, ხმაურიანი დემარშების მიუხედავად, ყველაზე რეალისტური სცენარი კულისებს მიღმა კონსულტაციების გაგრძელება და კომპრომისული ფორმულის ძიებაა. დღევანდელი ვითარების მთავარი დასკვნა კი შესაძლოა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე თავად მოლაპარაკებების ბედი. თუ რამდენიმე წლის წინ დასავლეთში განიხილავდნენ, როგორ გაეძლიერებინათ ზეწოლა ირანზე, დღეს უკვე განიხილება, რა პირობებით უნდა შედგეს შეთანხმება თეირანთან.

ეს კი ნიშნავს, რომ საერთაშორისო პოლიტიკაში ძალთა ბალანსი შესამჩნევად იცვლება და შესაძლოა, შვეიცარიაში განვითარებული ეს დიპლომატიური დრამა სწორედ ამ ცვლილების ყველაზე თვალსაჩინო სიმბოლოდ დარჩეს. ამასობაში კი და პარალელურად, არც საფეხბურთო მოედანზე აგებს თეირანი - ამჯერად ბრიუსელთან (ირანმა ბელგიასთან ფრედ ითამაშა)...“, - წერს დავით ქართველიშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782113072

ახალი ამბები

ალექსანდრე დარახველიძე: შემოდის კონკრეტული მექანიზმი, რომლის თანახმადაც, უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, კომისიასთან გასაუბრება მოუწევს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, პარლამენტს უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ცვლილებები წარედგინა. მისი თქმით, გადაიხედა კანონმდებლობ...

ალექსანდრე დარახველიძემ.

1782110688

ახალი ამბები

ალექსანდრე დარახველიძე: სახელმწიფოს მთავარი მიზანია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დაცვა, გაგრძელდება სწორი ადმინისტრირება, რათა თითოეულ გადაცდომაზე შესაბამისი რეაგირება მოხდეს

„სახელმწიფოს მთავარ მიზანს წარმოადგენს, რომ დაცული იყოს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები. ამ წესების დაცვას უზრუნველყოფს მძღოლების მხრიდან კანონით განსაზღვრული წესების დაცვა“, - ამის შესახებ შინაგ...

ალექსანდრე დარახველიძე

1782109272

ახალი ამბები

ავარია სოფელ შავშებთან - დაიღუპა ერთი ადამიანი

სოფელ შავშებთან ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ცნობით ავარია დღეს, 22 ივნისს დილით მოხდა.  შსს-ის ინფორმაციით, გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 276-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ტრან­ს...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1782108120

ახალი ამბები

2026 წლის საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დღეს, 10:00 საათიდან იქნება შესაძლებელი

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე, ასევე, საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდებზე რეგისტრირებულებს საგამოცდო...

ააა

1782107323

მსოფლიო

„ჰეზბოლას“ ლიდერი: თუ ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას დაარღვევს, ჩვენ პასუხს გავცემთ

„თუ ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას დაარღვევს, ჩვენ პასუხს გავცემთ“, - ამის შესახებ დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ლიდერმა ნაიმ ყასემმა ლიბანის საინფორმაციო სააგენტო NNA-ს ეთერში განაცხადა. „ჰეზბოლას“ ლიდ...

„ჰეზბოლას“ ლიდერი