2026 წლის საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დღეს, 10:00 საათიდან იქნება შესაძლებელი

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე, ასევე, საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდებზე რეგისტრირებულებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დღეს 10:00 საათიდან შეეძლებათ.

გამოცდებზე დასაშვებად აუცილებელია, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად, საგამოცდო ბარათის წარმოდგენა. საგამოცდო ბარათზე მოცემულია საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, რეგისტრაციის დაწყების დრო.

ცენტრი მონაწილეებს მოუწოდებს, ყურადღებით გაეცნონ ბარათზე მითითებულ მონაცემებს და გაითვალისწინონ, რომ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე აღარ დაიშვებიან. მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მითითებული ყველა ინფორმაცია დაიბეჭდოს მკაფიოდ, ხარვეზების გარეშე.

საგამოცდო ბარათის ამობეჭდვის დეტალური ინსტრუქციის ნახვა შესაძლებელია online.naec.ge -ს ოფიციალურ ვებგვერდზე. ბარათის ამობეჭდვა ნებისმიერ დროს, მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაშია შესაძლებელი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782105648

ახალი ამბები

ალექსანდარ ვუჩიჩი ირაკლი კობახიძეს მადლობას უხდის - ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ სწრაფმა წინსვლამ და პროგრესმა, რომელსაც თქვენი ქვეყანა აღწევს, ასევე ლიდერებისა და ხელისუფლების მტკიცე სურვილმა

სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოში ოფიციალური ვიზიტისას გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობას უხდის. ალექსანდარ ვუჩიჩი ყურადღებას...

ალექსანდარ ვუჩიჩი ირაკლი კობახიძე

1782105012

ახალი ამბები

შიო III სამების ტაძარში აბიტურიენტებს 28 ივნისს დალოცავს

28 ივნისს, წირვის დასრულების შემდეგ, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე აბიტურიენტებს დალოცავს. ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს...

პატრიარქი შიო მესამე

1782104106

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

22 ივნისს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +31 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთშიც. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზეა მოსალოდნელ...

ამინდი  - ამინდი

1782075478

საზოგადოება

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი სტეფანო ახოკე: ევროკავშირის ამჟამინდელი ლიდერები საკუთარი დამფუძნებელი ხელშეკრულების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ. ვხედავთ, როგორ მიმდინარეობს მედიის ცენზურა, ტელეკომპანია „იმედმა“ ეს კარგად იცის

„ევროკავშირის ამჟამინდელი ლიდერები საკუთარი დამფუძნებელი ხელშეკრულების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ“, - განუცხადა „იმედის კვირას“ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა სტეფანო ახოკემ. კერძოდ, იგი გამოე...

 სტეფანო ახოკე

1782074486

მსოფლიო

ალბანეთში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით და ჯარედ კუშნერის მიერ დაგეგმილი მდიდრული კურორტის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა

ალბანელმა მომიტინგეებმა ტირანაში პრემიერ-მინისტრ ედი რამას გადადგომის მოთხოვნით მასშტაბური მსვლელობა გამართეს და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სიძის, ჯარედ კუშნერის მიერ დაგეგმილი მდიდრული კურორტ...

ალბანეთში ალბანეთში