ალექსანდრე რაქვიაშვილი: ვუყურებთ ჩვენი კოლეგა ოპოზიციონერების ქცევას, როგორც თვითლიკვიდაციას

„ვუყურებთ ჩვენი კოლეგა ოპოზიციონერების ქცევას, როგორც თვითლიკვიდაციას“, - განაცხადა პარტია „გირჩის“ წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა თვითმმართველობის არჩევნების დღეს ოპოზიციის გეგმებზე საუბრისას.

რაქვიაშვილის თქმით, „ნაცმოძრაობა“ თავის თავს ანადგურებს იმ კლოუნადით, რომელსაც მშვიდობიან დამხობას ეძახიან, „ლელო“ უბრალოდ ბულინგის მსხვერპლია, გახარიას პარტია კი „ბელადის გაქცევის შედეგად ახლო მომავალში აღარ იარსებებს“.

„ჩვენ არჩევნებისთვის ვემზადებით, ვემზადებით იმისთვის, რომ 4 ოქტომბერს კარგი შედეგი დავდოთ და დიდი ნაბიჯი გადავდგათ ჩვენი პარტიის გაძლიერების კუთხით. ვუყურებთ ჩვენი კოლეგა ოპოზიციონერების ქცევას, როგორც თვითლიკვიდაციას. ფაქტობრივად, „ნაცმოძრაობა“ თავის თავს ანადგურებს იმ კლოუნადით, რომელსაც მშვიდობიან დამხობას ეძახიან. „ლელო“ უბრალოდ ბულინგის მსხვერპლია, როგორც ყოველთვის, ამიტომ ვერაფერი თქვა, ვერც ერთი პოზიცია დაიცვა, ვერც - მეორე. გახარიებიც, მე მგონი, თავიანთი ბელადის გაქცევის შედეგად ახლო მომავალში აღარ იარსებებენ. საბოლოო ჯამში, მალე, ალბათ, ჩვენ ვიქნებით მთავარი ოპოზიციური პარტია. ეს არ არის მარტივი ამბავი, ამას დიდი რესურსი სჭირდება, მომზადებაც და ამისთვის ვემზადებით“, - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.  

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1758618585

საზოგადოება

არმაზ ახვლედიანი: საქართველოს გადარჩენის საქმეს არ უნდა მოჰკიდოს ხელი იმან, ვისი ავტორიტეტიც არის შელახული, ვისაც საზოგადოება არ ენდობა - არ მიმაჩნია, რომ ამ პროცესის სათავეში უნდა იყოს „ნაციონალური მოძრაობა“

 „ჩვენ უნდა ვხვდებოდეთ, რომ საქართველოს გადარჩენის საქმეს არ უნდა მოჰკიდოს ხელი იმან, ვისი ავტორიტეტიც არის შელახული, ვისაც საზოგადოება არ ენდობა“, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა არმაზ ახვლედიანმა განაცხა...

არმაზ ახვლედიანი

1758617500

საზოგადოება

კახა კალაძე ელისაშვილის განცხადებაზე: ამაზე დიდი აბსურდი არ მომისმენია - ადამიანს მერობა უნდოდეს იმისთვის, რომ შეაჩერო და გააფუჭო გაკეთებულიც და მომავალშიც არაფერი გააკეთო

 „წარმოუდგენელია, ადამიანები იბრძოდნენ მერობისთვის და იდეა ჰქონდეთ ის, რომ მუნიციპალიტეტის მუშაობა შეაჩერონ. ამაზე დიდი აბსურდი მე არ მომისმენია, ამდენი წელია პოლიტიკაში ვარ“, - განუცხადა დედაქალაქის...

 კახა კალაძე

1758613519

ახალი ამბები

ოპოზიციის მერობის კანდიდატი ირაკლი კუპრაძე და ვიცე-მერობის კანდიდატი ალეკო ელისაშვილი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში თბილისის პარალიზებას გეგმავენ

თბილისის მერობის საერთო კანდიდატი ირაკლი კუპრაძე იძლევა დაპირებას, რომ მერობის შემთხვევაში რუსთაველზე ყოველ საღამოს „სანქცირებულ საპროტესტო აქციებს“ დანიშნავს. კუპრაძე, ასევე, ამბობს, რომ 40 000 საჯარ...

ააა

1758613229

საზოგადოება

ცესკო მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის რეგისტრირებული პარტიული სიების, მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას

ცენტრალური საარჩევნო კომისია მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის რეგისტრირებული პარტიული სიების, მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „საარჩევნო ადმინისტრაცია წარმ...

ცესკო

1758613065

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: მშვიდობის გარეშე, ადამიანის უფლებათა დაცვა და ხელშეწყობა ყოველთვის რისკის ქვეშ დგას - კონფლიქტები არაპროპორციულად აზარალებს ქალებსა და გოგონებს, ძალადობის, იძულებითი გადაადგილებისა და ეკონომიკური სირთულეების გზით

ოცდაათი წლის წინ, პეკინის დეკლარაციამ და სამოქმედო პლატფორმამ მსოფლიოსთვის გარდამტეხი გზა გაკვალა ქალთა და გოგონათა თანასწორობის, ღირსებისა და შესაძლებლობებისკენ, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმე...

მაკა ბოჭორიშვილი