კახა კალაძე ელისაშვილის განცხადებაზე: ამაზე დიდი აბსურდი არ მომისმენია - ადამიანს მერობა უნდოდეს იმისთვის, რომ შეაჩერო და გააფუჭო გაკეთებულიც და მომავალშიც არაფერი გააკეთო

„წარმოუდგენელია, ადამიანები იბრძოდნენ მერობისთვის და იდეა ჰქონდეთ ის, რომ მუნიციპალიტეტის მუშაობა შეაჩერონ. ამაზე დიდი აბსურდი მე არ მომისმენია, ამდენი წელია პოლიტიკაში ვარ“, - განუცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ვიცე-მერობის კანდიდატის, ალეკო ელისაშვილის მიერ გაჟღერებულ გეგმასთან დაკავშირებით, რომ გამარჯვების შემთხვევაში, ისინი მუნიციპალური სამსახურების გაფიცვას დააორგანიზებენ.
კახა კალაძის თქმით, ამომრჩეველს დასკვნები გამოაქვს პოლიტიკოსის საუბრიდან და ამიტომ შემთხვევითი არ არის, რომ მათ მოსახლეობის მხარდაჭერა და რეიტინგი არ აქვთ.
„წარმოუდგენელია, ადამიანს მერობა უნდა იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტის მუშაობა გააჩეროს. უნდა გააჩეროს ქუჩების, გამზირების რეაბილიტაცია, შეაჩეროს იმ გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და ადამიანების მხარდაჭერა, რომელთაც მუნიციპალიტეტი სხვადასხვა პროგრამით ახორციელებს, უნდათ შეაჩერონ ბაღების მშენებლობა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა და მართლაც სასიხარულოა, რომ ბოლო რვა წლის განმავლობაში ჩვენ მთლიანად განვაახლეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რადგან ის ძირგამომპალი ყვითელი ავტობუსები, რომლებიც ემსახურებოდა თბილისის მოსახლეობას, იყო ძალიან დიდი შეურაცხყოფა.
წარმოუდგენელია, ამ ტიპის განცხადებები, იმდენად აბსურდულია. ადამიანს მერობა უნდოდეს იმისთვის, რომ შეაჩერო და გააფუჭო ყველაფერი - გაკეთებულიც და მომავალშიც არაფერი გააკეთო. საზოგადოებას ხომ გამოაქვს დასკვნა პოლიტიკოსის საუბრიდან.
ამიტომ, შემთხვევითი არ არის ის, რომ ამ ადამიანებს არანაირი რეიტინგი და მხარდაჭერა არ აქვთ საზოგადოებაში. ჩვეულებრივი მოძალადეები არიან და 4 ოქტომბერს ამომრჩეველი ყველას შესაბამის პასუხს გასცემს“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
1758618585
საზოგადოებაარმაზ ახვლედიანი: საქართველოს გადარჩენის საქმეს არ უნდა მოჰკიდოს ხელი იმან, ვისი ავტორიტეტიც არის შელახული, ვისაც საზოგადოება არ ენდობა - არ მიმაჩნია, რომ ამ პროცესის სათავეში უნდა იყოს „ნაციონალური მოძრაობა“
„ჩვენ უნდა ვხვდებოდეთ, რომ საქართველოს გადარჩენის საქმეს არ უნდა მოჰკიდოს ხელი იმან, ვისი ავტორიტეტიც არის შელახული, ვისაც საზოგადოება არ ენდობა“, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა არმაზ ახვლედიანმა განაცხა...
1758614465
ახალი ამბებიალექსანდრე რაქვიაშვილი: ვუყურებთ ჩვენი კოლეგა ოპოზიციონერების ქცევას, როგორც თვითლიკვიდაციას
„ვუყურებთ ჩვენი კოლეგა ოპოზიციონერების ქცევას, როგორც თვითლიკვიდაციას“, - განაცხადა პარტია „გირჩის“ წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა თვითმმართველობის არჩევნების დღეს ოპოზიციის გეგმებზე საუბრისას. რაქვია...
1758613519
ახალი ამბებიოპოზიციის მერობის კანდიდატი ირაკლი კუპრაძე და ვიცე-მერობის კანდიდატი ალეკო ელისაშვილი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში თბილისის პარალიზებას გეგმავენ
თბილისის მერობის საერთო კანდიდატი ირაკლი კუპრაძე იძლევა დაპირებას, რომ მერობის შემთხვევაში რუსთაველზე ყოველ საღამოს „სანქცირებულ საპროტესტო აქციებს“ დანიშნავს. კუპრაძე, ასევე, ამბობს, რომ 40 000 საჯარ...
1758613229
საზოგადოებაცესკო მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის რეგისტრირებული პარტიული სიების, მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას
ცენტრალური საარჩევნო კომისია მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის რეგისტრირებული პარტიული სიების, მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „საარჩევნო ადმინისტრაცია წარმ...
1758613065
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: მშვიდობის გარეშე, ადამიანის უფლებათა დაცვა და ხელშეწყობა ყოველთვის რისკის ქვეშ დგას - კონფლიქტები არაპროპორციულად აზარალებს ქალებსა და გოგონებს, ძალადობის, იძულებითი გადაადგილებისა და ეკონომიკური სირთულეების გზით
ოცდაათი წლის წინ, პეკინის დეკლარაციამ და სამოქმედო პლატფორმამ მსოფლიოსთვის გარდამტეხი გზა გაკვალა ქალთა და გოგონათა თანასწორობის, ღირსებისა და შესაძლებლობებისკენ, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმე...